How much sorrow can i take?
________________________________
6
_____________________________
დილის მზის სხივმა ოთახი გაანათა. ჰარი შეიშმუშნა და თვალები გაახილა.
მისკენ გადმობრუნებული ლუი რომ დაინახა ჩაეღიმა, თავი სრულიად ბედნიერად იგრძნო.
განა ამაზე არ ოცნებობდა წლები?
ეს არ იყო დღის პირველი და უკანასკნელი ფიქრი?
ლუის თმა უსწორმასწოროდ ჩამოყროდა შუბლზე. ცალი ხელი სახესთან ედო და ლოყით დაყრდნობოდა.
მშვიდად სუნთქავდა.
ჰარის შეეძლო დაეფიცა რომ ეს საუკეთესო ხმა იყო რაც ოდესმე გაეგონა.
ჰარიმ ვერც კი გაიაზრა როდის დაიწყო მის ლოყებზე თითებით თამაში.
ეს მხოლოდ მაშინ გაიაზრა, როცა ლუი შეიშმუშნა და ამოიგმინა.
უხერხული მომენტის თავიდან ასარიდებლად ჰარიმ თვალები დახუჭა.
ლუის სახეზე მზის სხივი ელამუნა. ხელები თვალებზე მოისვა და ზურგზე დაწვა.
რამდიმე წუთის წინ ელანდებოდა როგორ ეხებოდა ჰარი მის ლოყებს სათუთი თითებით.
გრძნობა იმდენად რეალური იყო, რომ ვერც კი წარმოიდგენდა ეს ყველაფერი თუ ელანდებოდა.
ჰარის ეძინა და ცხადი იყო ამას ვერ გააკეთებდა.
-ჰარი?- დასარწმუნებლად დაუძახა ჰარის ჩუმად.
ჰარიმ ხმა არ ამოიღო. მის დაძახებაზე ჰარის გულმა წამში ათასჯერ დაიწყო ცემა.
ლუი მისკენ გადაბრუნდა. ცდუნებას ვერ გაუძლო და მის პატარა კულულებს დაუწყო ფერება.
ჰარის ესმოდა როგორ დაიწყო ქსუტუნი ლუიმ. ტიროდა? ლუი ტიროდა? ამის გაფიქრებაზე ყველა ძარღვი გაუწყდა ჰარის. არ უნდოდა მას ეტირა. ეს ყველაზე დიდი მიზეზი იყო, რაც მას გულს უკლავდა.
მაინც რა ატირებდა?
ალბათ მათ ტელეპათიის უნარი ჰქონდათ, რადგან ლუიმ მის გულში დასმული კითხვა გაიგო და სლუკუნოთ თქვა:
-უბრალოდ... ეს... ეს ძალიან მომენატრა- თითზე ჰარის ყავისფერი კულული დაიხვია.- შენც ძალიან მომენატრე...
და... და ისევ ძალიან მიყვარხარ- აშკარად ტირილს უმატა. ოთახში ისეთი სიჩუმე იყო ჰარის შეეძლო გაეგო როგორ ეცემოდა ლუის ცრემლები ბალიშზე.
ამან გული უფრო ატკინა. არ უნდოდა მასთან ერთად მყოფ ლუის ეტირა.
გადაწყვეტილება მიიღო. ამდენს ვეღარ გაუძლებდა.
ლუის ხელი, რომელიც მის თმას იხვევდა თუკან მოქაჩა და ლუის წელზე ხელები მოჰხვია. ღრმად ჩაისუნთქა მისი მონატრებული სურნელი და ხელები უფრო მჭიდროდ მოჰხივა.
-საჭირო არაფრის თქმა არ არის, უბრალოდ დამშვიდდი კარგი? - უთხრა მას. ლუიმ პატარა ხელები ჰარის დიდ ბეჭბს მოჰხვია და თვალები დახუჭა. უკანასკნელმა ცრემლებმა მისი თვალები დატოვა.
ხელებით ჰარის თმით თამაშს მაინც არ მოეშვა.
-გუშინ გაიგონე არა რაც გითხარი? - ჩაეცინა ჰარის და ცხვირი ლუის ყელში ჩაყო.
-არა?- კითხვისავით გაისმა გაღიმებული ლუის ხმა.
-კარგი რა? მშვენივრადაც გაიგონე- გაეღიმა ჰარის და სახე ლუის გაუსწორა.
-და შენ თუ გაიგონე მე რა გითხარი ამ დილით?- გაუღიმა.
ეს ღიმილი. ჰარიში ეს ღიმილი ყველა გრძნობას ერთდროულად აფეთქებდა. უყვარდა. საოცრად უყვარდა როცა ლუი იცინოდა. განსაკუთრებით მისთვის თუ იცინოდა. იცოდა რომ მას ეკუთვნოდა და სხვას არავის. მისი იყო ყველა მისი ნაკვთი, მზერა და სიტყვა.
ეს გრძნობა ჰარის ისევ დაუბრუნდა. ახლა გრძნობდა, რომ მის წინაშე მწოლიარე ლუი მისი იყო.
-გავიგონე- კმაყოფილმა ჰარიმ თავდაჯერებული გამომეტყველება აიკრა. მისი სიყვების გახსენებაზე გაეღიმა.
ლუიმ ჰარის თავი ააწევინა და თვალებში შეხედა.
მისი თვალები უკიდეგანო უფსკრულია.
- არ გასულა დღე, რომ არ მეფიქრა შენს ლამაზ სახეზე, თვალებზე, სათუთ თითებზე და საოცარ ღიმილზე, რომელმაც პირველივე ჯერზე მომაჯადოვა.-ლუის ამ სიტყვების თქმისას ხმა აუკანკალდა.- მაგრამ მინდა გითხრა, რომ მიყვარხარ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. კიდევ ერთხელ გეტყვი რომ მიყვარხარ! ძალიან, ძალიან მიყვარხარ. ამ გრძნობას უკვე გულში ვეღარ ვიტევ - ჰაერის შესასუნთქად პირი გააღო, მაგრამ არ დასცალდა, რადგან ნაცნობი ელექტროობა იგრძნო სხეულში. ჰარის ცხელი ტუჩები ახლა მისას ყველაზე ფაქიზად ეხებოდა. ნანატრი გრძნობა დაბრუნდა. ელექტროობა, მუხტი, პეპლები სხეულში. ეს იყო... საოცარი!
ამ გრძნობის ასაღწერად ვერცერთი მწერალი ვერ მოძებნის სიტყვებს.
ეს თვითონ უნდა გამოცადო.
უნდა გამოცადო საყვარელ ადამიანთან ყველაზე ახლოს ყოფნის შეგრძნობა.
ჰარის გაუჭირდა მოეშორებინა ტუჩები ლუისთვის, მაგრამ ეს მაინც შეძლო, რადგან რაღაც ჰქონდა სათქმელი.
-ბედი ყველაზე დიდი რამაა ადამიანის ცხოვრებაში. და სწორედ ბედია ის , რომ ახლა მე, შენს პირდაპირ ვწევარ, ვუყურებ შენს ლამაზ თვალებს. შენი პატარა ტუჩებიდან მესმის სიტყვები, რომელიც დედამიწაზე ყველაზე ბედნიერ ადამიანად მაქცევს. მიყვარხარ ლუი ტომლინსონ. ყველაზე და ყველაფერზე მეტად. ყოველთვის მეყვარები, იგივე ძალითა და რწმენით. ამას ყოვლ დღე გეტყვი, ეს კარგად დაიმახსოვრე. მიყვარხარ ლუი, სუნთქვაზე მეტად.- ჰარის შეეძლო დაენახა ლუის თვალებში აბრჭყვიალებული ბედნიერების ცრემლები.
ახლა მან მიაწება საკუთარი ტუჩები ჰარისას. ისევ იგივე მუხტი, ბედნიერება, ელექტროობა...
ლუიმ ჰარის კისერში ცხვირი ჩაჰყო, პატარა ხელები მის წელს მოჰხვია და თვალები დახუჭა.
-და დღეს რას ვაკეთებთ? -ჰარის პოზიტიურმა ხმამ ოთახი მოიცვა.
-რას იტყვი უბრალოდ ასე ვიწვეთ?
ჰარიმ მხრები აიჩეჩა და გაიცინა. ლუის თავზე აკოცა და თვითონაც დახუჭა თვალები.მინდა დააკომენტაროთ. ძალიან გთხოვთ❤️
YOU ARE READING
Serendipity
Romance. Georgian story. Seredipity (n) finding someone good without looking for it. Story about Larry Stylinson❤️ წარმოიდგინეთ შეხვედროდით საუკეთესო ადამიანს სხვა ეპოქასა და გარემოში. წარმოიდგინეთ ყველაფერი წარმართულიყო სხვანაირად. განა გასაოცარი არ...