4

176 23 0
                                    

შეყვარებული ხარ მაშინ, როცა არ შეგიძლია დაიძინო, რადგან საბოლოოდ რეალობა უფრო მშვენიერია, ვიდრე სიზმრები.

_____________________________
                                    4
_____________________________
მანქანაში შემაწუხებელ ფიქრებს წამით არ დაუტოვებია ჰარის გონება.
როგორ შეხვდებოდნენ ერთმანეთს?
ლუის ისევ უყვარდა?
იქნებ აღარ.
იქნებ თვლის, რომ ეს მხოლოდ ბავშვობის შეცდომა იყო და ამას ძალიან ნანობს?
იქნებ საერთოდ არ უნდა მისი ნახვა?
მის დანახვაზე უარესად რომ გახდეს?
ეს კითხვები ჰარის გულს ღრღნიდა.
ფიქრების განსადევნად მხოლოდ ერთს უმეორებდა საკუთარ თავს.
შენ მას სჭირდები.
შენ მას სჭირდები.
შენ მას სჭირდები.
საჭეს ხელებს მაგრად უჭერდა. ძალიან ნერვიულობდა. არ უნდოდა ლუი განადგურებული ენახა.
გაუაზრებლად მალე მიადგა ლუის სახლს სადაც თავი უკვე ბევრ შავებშიგამოწყობილ ადამიან მოეყარა თავი.
ჰარი მანქანაში გაუნძრევლად 2 წუთის განმავლობაში იჯდა.
მერე ღრმად ჩაისუნთა, კიდევ ერთხელ გაუმეორა საკუთარ თავს-შენ მას სჭირდები და გვერდით უნდა დაუდგეო და საბოლოოდ გადმოვიდა მანქანიდან.
ყველას თავაზიანად მიესალმა და მთავარ ოთახში შევიდა.
ლუი კუთხეში იდგა. ცდილობდა ყურადღება არ მიექცია, მაგრამ ყველა გამვლელი მას უყურებდა და ეუბნებოდა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა.
კარგად აღარაფერი იქნებოდა.
აბსოლიტურად არაფერი.
ლუი ახლა თავს ცხოვრებისგან დაჩაგრულად და დამცირებულად გრძნობდა.
განა ბედი ყველას ასე ექცევა?
მან რა დააშავა ასეთი, რომ ყველაზე საყვარელი ადამიანი წაართვა?
ერთადერთი, რომელსაც შეეძლო მისი წუხილი გაეზიარებინა. ლუის რამდენიმე ჭიქა სასმელი ჰქონდა დალეული, მაგრამ ეს არაფერს შველიდა მის სულიერ მდგომარეობას, რომლის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. იდგა და თავჩახრილი შეჰყურებდა ჭიქას.
ცდილობდა არაფერი ეგრძნო, მაგრამ ამაოდ.
ოთახში შესულმა ჰარიმ მაშინვე შენიშნა კუთხეში მიყუჟული ლუი.
მკვდრის ფერი ედო.
ჰარი გაშეშდა. ადგილიდან არ იძვროდა.
უყურებდა ლუის და მის თითოეულ დეტალს გულმოდგინედ აკვირდებოდა.
ყველაფერს რაც მასში მოენატრა: თვალები,ლოყები, ტუჩები.
მისი პატარა ტანი და ხელები.
მისი არეული თმა, რომელიც ახლაც ისე გამოიყურებოდა, როგორც წლების წინ.
ჰარიმ მწვანე თვალები აწყლიანდა.
როგორ მოენატრა ეს ბიჭი.
მისი სუნთქვა, ღიმილი, შეხება...
ვერ ხვდებოდა რა უნდა ექნა.
მისულიყო თუ არა.
ან რა უნდა ეთქვა. რით გაემხნევებინა.
ლუიმ საბოლოოდ მოაშორა სასმლის ჭიქას თვალი და ამოიხედა.
მაშინვე შენიშნა რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგარი შავპიჯაკიანი ჰარი, რომლის სახეზე ერთად უამრავი ემოცია იყო გამოსახული.
ჰარიმ დაინახა როგორ აენთო წამით ლუის თვალები.
ტკვილი
მონატრება
სიხარული
აღტაცება
ტკივილი
და ტკივილი...
მის თვალებში ამ გრძნობების ამოცნობა სულ რამდენიმე წამში შეძლო ჰარიმ.
მიხვდა რომ რამე უნდა ეღონა.
საბოლოოდ ადგილს მოსწყდა და ლუისკენ დაიძრა.
ლუიმ სასმლის ჭიქა გვერდით მდგარ მაგიდაზე დადო.
თვალები დახუჭა და მძიმედ ამოისუნთქა.
ჰარი მის წინ გაჩერდა, კიდევ ერთხელ შეხედა მის განადგურებულ სახეს და რა ძალაც ქონდა გულში ჩაიკრა.
ლუი სულ დაიმალა ჰარი მკლავებში.
წამებში მოეხვია თვითონაც ძლიერად.
ორივემ შეიგრძნო ის,რაც მათ ცხოვრებას თვეების და წლების განმავლობაში აკლდა.ღრმად ისუნთქავდნენ ერთმანეითის სურნელს,თვალები მონატრების და ტკივილის ცრემლებით ევსებოდათ.
ლუიმ თავი რამდენჯერმე გააქნია ჰარის კისერში,კიდევ ერთხელ შეისუნთქა მისი ჰაერი,შემდეგ კი ორივემ ხელები მოადუნა.
ახლა ერთმანეთის წინ იდგნენ.
ჰარი განადგურებული იყო ასეთი ლუის ნახვის გამო.

ლუი კი თავს უკეთ გრძნობდა. ეს იყო ის,რაც ახლა სჭირდებოდა. ჰარითან შეხვედრა.
ხმას არცერთი იღებდა.
არ იცოდნენ რა ეთქვათ.
ჰარიმ ერთი ჭიქა სასმელი აიღო და გვერდით მიუდგა.
ასე უბრალოდ იდგნენ.
სხვები საუბრობდნენ, ისინი დუმდნენ.
რამდენიმე საათში ხალხმა წასვლა დაიწყო. ჰარი ადგილიდან არ იძროდა.

💛☀️

SerendipityWhere stories live. Discover now