3

191 20 0
                                    

როცა გვიყვარდება, ვცდილობთ საკუთარი თავი უკეთესობისკენ შევცვალოთ.
როცა საკუთარ თავს კარგისკენ ვცვლით, გარშემო ყველაფერი უკეთესი ხდება.
________________________________
                                         3
________________________________
ახლანდელი დრო.
-და ბოლო კითხვა ჩვენს სტუმარს- ჟურნალისტი რესპონდებტს მიუბრუნდა.
-ჰარი...შეგიძლია გვითხრა რის შეცვლას ისურვებდი შენს ცხოვრებაში?
ჰარი ჩაფიქრდა. დიდხანს ფიქრი არაფერს მოუტანდა.
-ალბათ ჩემს გადაწყვეტილებას ბოლომდე დავიცავდი.- ესღა ამოღერღა. გული ათას ნაწილად დაემსხვრა თავის ცხოვრებაში ვინ იცის მერამდენედ.
-ჩვენი გადაცემაც დასასრულსმიახლოვდა- ჰარის აღარაფერი ესმოდა. მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობდა.
რა იქნებოდა მართლა ასე მოქცეულიყო?
მართლა ბოლომდე დაეცვა გადაწყვეტილება?
დარჩენილიყო ლუისთან და ახლა მასთან ბედნიერად ეცხოვრა?
საკუთარ თავს ყოველდღე ლანძღავდა მრავალფეროვანი სიტყვებით ამის გამო.
თავს ყველაზე სულელად გრძნობდა.
ყოველდღე ფიქრობდა ლუიზე, უყურებდა მასთან გატარებულ დროს, რომელიც ვიდეოთი დააფიქსირა და საათობით ტიროდა.
უნდოდა ამ სიტუაციიდან გამოსვლა , მაგრამ ვერ ახერხებდა.
შეუძლებელი იყო დაევიწყებინა ლუი. ის ხომ ახლაც იგივე ძალით უყვარს. მის გულში ახლაც იგივე სიყვარულის ცეცხლი გიზგიზებს.
მის ხსენებაზე ფორიაქდება, მაგრამ არაფერს იმჩნევს.
ბევრი სიმღერა დაწერა მის შესახებ.
ათობით სიმღერა აქვს ჩაწერილი დღიურში, მაგრამ არავის აჩვნებს. არ უნდა ვინმემ გაიგოს როგორ სტკივა გული და სინდისი ქენჯნის.
თავს დამნაშავედ თვლის.  ხშირად ოთხში იკეტება და იძინებს იმ იმედით, რომ გაიღვიძებს და მისი კოშმარი გაქრება.
იმ იმედით, რომ როცა გაიღვიძებს ლუი მის გვერდით იწვება, ის კი ამ ყველაფერს მოუყვება და ერთად იცინებენ ბევრს, რადგან მსგავსი რამ არასდროს მოხდება.
სამწუხაროდ ასე არარის. ჰარი იღვიძებს იმავე საწოლში, იმავე ნაგავში, რომელშიც თავი უკვე წლებია ამოყო.
ლუი თავს გაცილებით უარესად გრძნობს. მის ამ ტკივილს დედა ემატება, რომელიც ავად არის.
მასზე ძალაინ ღელავს. დროს სულ მასთან ატარებს. დედა მის ცხოვრებაში ყველაზე ნათელი წერტილია. ვერ დაუშვებს რომ დატოვოს.
დედა ერთადერთი იყო, ვინც მძიმე პერიოდში გვერდში ამოუდგა, არ მიატოვა და მისცა უფლება მის მკლავებში საათობით ეტირა.
დედას ფრედიც ემატებოდა რომელთანაც ისედაც ვერ ატარებდა დიდ დროს.
მუსიკის შესახებ რამის გაგონებაც არ სურდა. დედის გვერდით პალატაში იწვა, სულ რაღაც 1-2 საათით იძინებდა,რომ ძალა ძალიან არ გამოცლოდა.
ამ ძილშიც ჰარის ხედავდა. მის თვალებს, ლამაზ ცხვირს და ტუჩებს. მასთან გატარებულ ყველა წამს.
რა ბედნიერი იყო ამ დროს.
ისედაც უბედური კიდევ უფრო უბედური იღვიძებდა.
დედამისი ამაზე ძალიან წუხდა.
მალე გარდაიცვალა...
ამან სულ გაანადგურა ლუი.
ტიროდა. გულამომჯდარი საათობით იჯდა ოთახის კუთხეში და ტიროდა.
თვალები გაუსივდა და ჩაუწითლდა. ქუჩაში პაპარაცებმა რამდენჯერმე შენიშნეს. მისი განადგურებული სახის ფოტოები ყველა ჟურნალის ყდაზე იყო.
ნაილმა ჰარის დაურეკა და სთხოვა დაკრძალვაზე მისულიყო.
ჰარი შეყოყმანდა, მაგრამ მას შემდეგ რაც ნაილმა უყვირა ,,მას სჭირდები, იქნებ შეწყვიტო სხვა რამეზე ფიქრიო'' გონს მოეგო და შაბათ დილით დაკრძალვისთვის მზადება დაიწყო.
შავი შარვალ-კოსტუმი ჩაიცვა. სარკეში ათასჯერ ჩაიხედა.
ლუის დედაზე გული ძლიერ შესტკიოდა. ყველაზე გულთბილი და საყვარელი ადამიანი იყო, რომელსაც ჰარი ძალიან უყვარდა.
საათს რომ დახედა, აღმოაჩინა რომ ერთი საათით ადრე გამზადებულიყო.
არ იცოდა რა ეკეთებინა.
ბოლოს ისევ ჩვეულ საქმეს მიუბრუნდა.
მისი და ლუის ფოტოებისა და ვიდეოების თვალიერება დაიწყო. აშკარად ცუდი აზრი იყო. ისევ იტირა. მეასედ... მეათასედ... მეათიათასედ...
ერთ საათში კი სახლი დატოვა.

🖤

SerendipityWhere stories live. Discover now