ტელეპატიაზე ყველას გვსმენია. ეს პარაფსიქოლოგიური ფენომენია, რომელიც აზრებს მოიაზრებს ვიბრაციად, რომელსაც აქვს გადაადგილების უნარი. მისი სხვადასხვა დონე არსებობს.
ყველაზე მდაბალ გამოვლინებაში ტელეპატია ემპატიური ხასიათისაა. ახლობელ ადამიანებს შორის ჩნდება და ხშირად ერევათ ინტუიციაში, წინათგრძნობაში და ა.შ. ეს სენსორული ტელეპატიაა, შეგრძნების დონეზე არსებული განცდა. აი, მაგალითად დედას ,,ცუდს უგრძნობს გული”, რა ხდება არ იცის, მაგრამ მისი ,,წინათგრძნობა” მართლდება და ბავშვს ამ დროს რაღაც უჭირს. მეცნიერები ფიქრობენ რომ საფრთხის, შიშის, უბედურების ჟამს ადამიანი ინსტინქტურად გზავნის ტელეპატიურ შეტყობინებს, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანის მისამართით და ასე იჭრება მათ ინფორმაციულ ველში.
მეორეა აზრობრივი ტელეპატია, ექსტრასენსორიკის ამ დონეზე ტელეპატი მეორე ადამიანის აზრებს, გრძნობებს უკვე კონკრეტულ ფორმაში აღიქვამს, გამოსახულებების და ბგერების სახითაც. ეს აზრების წაკითხვის დონეა. ტელეპატიის მაღალი დონე.
ტელეპატიის დახმარებით ჩვენ ზუსტად შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ სად არის და რას აკეთებს კონკრეტული ადამიანი კონკრეტულ მომენტში. ტელეპატებს კრიმინალისტიკაშიც ხშირად იყენებენ ხოლმე. იმ ძველ დროში, როცა მობილური ტელეფონები არ არსებობდა იყო ერთი დედა, რომელიც როცა შვილს ვერ უკავშირდებოდა, ჯდებოდა სავარძელში, თვალებს ხუჭავდა და ცდილობდა შვილისთვის ტელეპატიური შეტყობინება გაეგზავნა – ვნერვიულობ, დაბრუნდი. შვილიც ,,იღებდა მესიჯს” და ბრუნდებოდა. ამბობდა რომ გულმა უგრძნო, რომ დედას რაღაც უჭირდა. ასეთი რამ ყველას გვიფიქრია – ნეტავ, ვიცოდე სად არის და რას აკეთებს, რას ფიქრობს, რა უდევს თავში….
არადა ტელეპატია რამე ნიჭი, ზებუნებრივი უნარი არ არის, კონკრეტული ტექნიკებია, ვარჯიშებია საჭირო, რომ ეს უნარი გამოიმუშავო. ჩვენ მოგვდის ეს ინფორმაცია, უბრალოდ ხშირად არ ვუღრმავდებით და ვერ ვაცნობიერებთ რა ხდება. მესიჯები მოდის, უბრალოდ არ ვხსნით.
იმისთვის, რომ ადამიანთან ტელეპატიური კავშირი დავამყაროთ და განვსაზღვროთ, თუ სად არის და რას აკეთებს ეს კონკრეტული ადამიანი, თავდაპირველად ამ ადამიანის ვიბრაციას უნდა გავეცნოთ, მის ენერგეტიკას. ეს, რა თქმა უნდა დროს და შესაძლოა ხანგრძლივ პრაქტიკას მითხოვდეს, დამოკიდებულია ადამიანის განვითარების დონეზე, თუმცა შესაძლებელი აუცილებლად.