უცნობი ისტორია...
1760-იანი წლების დასასრულს რუსეთში 100-ზე მეტი გერმანული დასახლება იყო.მათ შექმნეს ვოლგისპირეთის გერმანელთა ავტონომიური ოლქი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ,,რუს" გერმანელებს აეკრძალათ გერმანულ ენაზე განათლების მიღება,ჩამოართვეს ქონება და დაიწყო მათი გადასახლების პროცესი.
1941 წლის 28 აგვისტოს გამოვიდა საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დადგენილება ,,ვოლგისპირეთში მცხოვრებ გერმანელთა გადასახლების შესახებ" გერმანელებს დააბრალეს ,,შპიონების და დივერსანტების დამალვა" მთავრობამ გადაწყვიტა ვოლგისპირეთიდან ყველა გერმანელის (დაახლოებით 433 000 ადამიანის) გადასახლება ნოვოსიბირსკის,ომსკის ოლქებში,ალტაის მხარეში, ყაზახეთში, უკიდურეს ჩრდილოეთში და ა.შ. შემდეგ გადაასახლეს ევროპული რუსეთის სხვა რეგიონების გერმანელებიც.
საბჭოთა კავშირის უმაღლესმა საბჭომ 1964 წლის დადგენილებით გამოაცხადა გერმანელთა ,,რეაბილიტაცია".
1972 წელს რუს გერმანელებს მოუხსნეს შეზღუდვები დასახლების ადგილის შერჩევისას,მაგრამ გერმანელთა ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა არ აღუდგენიათ.დაიწყო რუს გერმანელთა მასობრივ ემიგრაცია გერმანიაში. კანცლერ ადენაუერის მიერ ჯერ კიდევ 1950-ან წლებში მიღებულმა კანონმა დევნილების და ლტოლვილების შესახებ გერმანელებს მისცა მიღების და სამუშაოზე მოწყობის გარანტია.
მაგრამ გადასახლებულთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო რომ გერმანიის ხელისუფლებას მოუხდა მათი,,გაფილტვრა"
თუ კი,მაგალითად, ერთ-ერთი მეუღლე არ იყო გერმანელი ის პენსიის გარეშე რჩებოდა. და სხვა გადასახლებულებს ენიშნებოდათ ჩვეულებრივ პენსიაზე მესამედით ნაკლები პენსია. შერეული ოჯახების სრულწლოვანი შვილები კარგავდნენ შრომითი სტაჟის წლებს. 1996 წელს დაიწყეს იმის შემოწმება იცოდნენ თუ არა გადასახლებულმა გერმანელებმა გერმანული.
1997 წელს კანცლერმა ჰელმუტ კოლმა რუს და დაღესტნელ გერმანელებს მოუწოდა სახლში, რუსეთში დარჩენისკენ.
გერმანიის ხელისუფლებამ რეპატრიანტებს ფაქტიურად უქნა ის რაც მათ სტალინმა უქნა დიდი სამამულო ომის დასაწყისში.
რეპატრიანტებს დაავალეს მკაცრად მითითებულ ადგილზე დასახლება. თვითნებური გადასახლების შემთხვევაში მათ ართმევდნენ დახმარებას.1990-ანი წლების ბოლოს გერმანიაში იყო საბჭოთა კავშირიდან წასული
1,5 მილიონი გერმანელი. დასაწყისისთვის,მარცხი განიცადა მათი,,იძულებითი ასიმილაციის" პოლიტიკამ...
ყოფილ საბჭოთა გერმანელთა უმრავლესობა არ გაითქვიფა გერმანელებში. ყოფილი საბჭოთა გერმანელები ცდილობდნენ ერთად დასახლებას, ერთმანეთს ელაპარაკებოდნენ რუსულად.თუმცა,მალე გაიზარდა თაობა რომლის მშობლიურ ენადაც გერმანული იქცა.
#kisievi.