65

7 3 0
                                    

ვაჟამა და ფიროსმანმა როცა ნახეს პირველად ერთმანეთი ამას ძალიან საინტერესოდ ყვება თავის წიგნში მიხო მოსულიშვილი. ეს ასე მომხდარა, ვაჟა თავის ერთ-ერთ ნაცნობთან ყოფილა სტუმრად თბილისში ( კერძოდ ვისთან, სახელი არ მახსოვს) ხოდა თურმე სხედან ჩვეულებრივ საუბრობენ, ლაპარაკობენ და ამ კაცთან ამ დროს უბრალო მუშათაა მისული ფიროსმანი, რომელიც იქვე ფანჯრებსა და კარებს ღებავს ამ სახლში. რომ გაუგია ნიკალას ეს კაცი განთქმული პოეტი ვაჟა ფშაველააო... აღფრთოვანებული ფიროსმანი მისულა, ახლო გაუცვნია დიდი ვაჟა, დიდი სითბო და სიყვარულიც გამოუხატავს მის მიმართ. შემდეგ უთქვამს ვაჟასთვის, მე რომ პირველად შენი "შვლის ნუკრის ნაამბობი" წავიკითხე, ძალიან მომეწონა, დავხატე კიდეც შენი შველიო, მერე დუქნის პატრონი მეჩხუბა და იმ შველზე სხვა რაღაც გადამახატინა იმ ტილოზე ზევიდანო. მაშინ არც ვაჟამ და არც ვაჟას მეგობარმა არ იცოდა რომ ეს (უბრალო ფანჯრების მღებავი) ისეთივე გენიოსი იყო როგორიც თვითონ დიდი ვაჟა. ქაშვეთიდან 1915 წელს როცა ვაჟა ფშაველა გამოასვენეს, ნიკალაც შეუდგა კუბოს თურმე და თავისი მხრით ზიდა დიდი პოეტის კუბო ბოლო გზაზე.

არ დაგავიწყდეთ და-vote-ბა და და თქვენი აზრი დააფიქსირეთ კომენტარებშიი❤️❤️❤️

factsWhere stories live. Discover now