1904 წელს შემთხვევით გამოიგონეს ჩაის ტომრები. ჩაით მოვაჭრე ტომას სალივანმა გადაწყვიტა, რომ უფრო იაფი დაუჯდებოდა, თუკი მომავალ მყიდველებს საქონელს გაუგზავნიდა აბრეშუმის პატარა პაკეტებით, ვიდრე დიდი ყუთებით. კლიენტებმა შეცდომით იფიქრეს, რომ პაკეტები ცხელ წყალში უნდა ჩაეწოთ, რის გამოც ცოტა ხანში სალივანს მყიდველთა ბრბო მიაწყდა ჩაის ტომრების დამზადების მოთხოვნით.