როდესაც პიკასო დაიბადა ის ეგონათ უკვე გარდაცვლილი. მშობიარობამ ძალიან მძიმედ ჩაიარა და ბავშვი იმდენად სუსტი გაჩნდა, რომ ბებიაქალს ის მკვდარი ეგონა. მან ახალშობილი მაგიდაზე დატოვა და გავიდა ახლობლებისთვის ეცნობებინა სამწუხარო ამბავი. იქვე პატარას ბიძა – Don Salvador ეწეოდა სიგარას და როდესაც მან ახალშობილი დაინახა კვამლი სახეში შეაბოლა, რაზეც პიკასოს რეაქცია იყო ტირილი.