ფოლკსვაგენი სპეციალურად შეიქმნა იმისთვის, რომ ნებისმიერ გერმანელს შეძლებოდა მისი ყიდვა. დიზაინის იდეა ჰიტლერს ეკუთვნის .მან დამპროექტებლებს ურჩია, მანქანა ხოჭოსთვის მიემსგავსებინათ. მოდელს დიდი წარმატება ხვდა წილად, რადგან პატარა მოტოციკლის ფასი ჰქონდა. წლების შემდეგაც ,,მთვარი დიზაინერის" რეპუტაციას ხოჭოსთვის ხელი არ შეუშლია, გამხდარიყო პოპულარული მოდელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველთვის ცნობილი იყო საიმედოობით, გამორჩეული დიზაინითა და მოხმარების სიმარტივით. 1938 წლიდან დღემდე დამზადებულია რამდენიმე ათეული მილიონი ეგზემპლარი . რაც ერთი მოდელისთვის რეკორდია. ასევე აღიარებულია ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი წარმოების ავტომობილად.