Kill (1)

459 31 5
                                    

1 თავი

წარმოიდგინეთ ქალაქიდან მოშორებული უდაბური ტყე. ტყე,  სადაც ცხოველის გარდა არავინ დაიარება. თუ შიგნით შეხვედი,  უკან გამოსვლა ძალიან გაგიჭირდება. ამ ტყესთან მხოლოდ ერთი გზა მიდის და თუ ამ გზაზე აღმოჩნდი, ჩათვალე რომ უკან დაბრუნება შეუძლებელია.
   ეს გზა ტყეში გადის და მისი ბოლო წერტილი საგიჟეთია. ამ საგიჟეთში უბრალო ავადმყოფები არ არიან. აქ ყველას ერთი რამ აერთიანებთ. ყველა მათგანი მკვლელია. მაგრამ მათ შორის განსხვავება ის არის, რომ მკვლელობა ყველამ განსხვავებულად და გამორჩეულად ჩაიდინა. ეს საგიჟეთი ადრე საავადმყოფო იყო, მაგრამ ქალაქში ისეთი გიჟები გამოჩნდნენ, რომ საავადმყოფო საგიჟეთად გადააკეთეს.
   გარედან ჩვეულებრივი შეხედულების ოთხსართულიანი შენობაა. ერთი სართული მიწის ქვეშ არის მოქცეული. ამის შესახებ კი დანამდვილებით არავინ არ იცის.
  საგიჟეთის მეპატრონე მალიკების შთამომავალი ექიმი ზეინ მალიკია. როგორც ვთქვი, გარედან ყველაფერი ჩვეულებრივია, მაგრამ შიგნით ყველაფერი არეულია.
   ეს შენობა და მალიკების გვარი ძალიან ბევრ საიდუმლოს და ისტორიას ინახავს. ახლა კი სამი ბიჭის ისტორიის მოყოლას დავიწყებ. ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა საგიჟეთში ლიამ პეინი გამოჩნდა.
   ლიამ პეინი _ 26 წლის ბიჭი, რომელიც ყველაზე საშიში ფსიქოპათია. ალბათ იცით, რომ ფსიქოპათების IQ მაღალია. შესაბამისად ძალიან ჭკვიანები არიან. ლიამი ვერ იტანს როცა მის ნივთებს, თუნდაც მას ეხებიან. ფეთქდება და ამან გამოიწვია ერთი სკოლის გადაწვა და ათეულობით ბავშვის სიკვდილი.
   ნაილ ჰორანი _ ისიც 26 წლის. ბიჭი, რომელსაც მოულოდნელად ესმის ხმები. დიახ, ხმები და არა ხმა. ერთდროულად მას ბევრი ხმა ჩაესმის. ბიჭს ხმების სჯერა და მათ სურვილებს ასრულებს. ზუსტად ხმამ აფიქრებინა და დააჯერა ის,რომ მისი მშობლები დანით აეკუწა საწოლში. ის უბრალოდ ითიშება და ხმების მითითებებს ასრულებს. მესამე წევრი _ ჰარი სტაილსი.
   ჰარი სტაილსი _ 25 წლის. ბიჭი, რომელიც მოჩვენებებს ხედავს. ისინი უბრალოდ ჩნდებიან და მას ესაუბრებიან. ჰარის ისინი რეალური ჰგონია. ერთ დროს იყვნენ კიდეც. მოჩვენებების გამო მან მის დას ყელი გამოჭრა. როცა ჰარი საგიჟეთში გამოკეტეს, მან მეგობარი შეიძინა, რომელიც ერთადერთია, ვინც მუდამ მის გვერდითაა. მისი ოთახის მეზობელი რომელსაც  ლუი ჰქვია.
ლუი ამ საგიჟეთში რამდენიმე წლის წინ მოიყვანეს, ისეთივე გიჟი როგორიც ჰარი, ლიამი და ნაილია. ის ზეინ მალიკის მამის გამო იტანჯებოდა ჯერ კიდევ მაშინ როცა 17 წლის იყო. ხოლო საგიჟეთში იმიტომ იყო, რომ მან 64 გოგო გაიტაცა და ყველა სხვადასხვა გზით აწამა და მოკლა.
   საგიჟეთი. სართული მეორე. დასასვენებელი ოთახი.
- ლიამ, შეიძლება შენს კუნთს შევეხო? _ ჰკითხა ნაილმა და მისკენ გადაიხარა.
- არც კი გაბედო! _ შეუღრინა ბიჭმა.
- მაგრამ... _ საუბარი ლიამის მკვლელმა მზერამ შეწყვიტინა.
-თუ გინდა რომ იცოხლო ჩემთან მოახლობაც არ სცადო!_ კბილებში გამოცრა რაზეც ნაილს უსიამოვნოდ გასცრა ტანში.
-რა მომაბეზრებლები ხართ_ თვალების ტრიალით ამოიოხრა ლუიმ.
-მეც?_ ჰარიმ ლეკვის თვალებით შეხედა. მის დანახვაზე ლუიმ თავი ჩახარა და ოდნავ ჩაიცინა.
   ცოტახანი სიჩუმეში ისხდნენ. ნაილი თავის თითებს ეთამაშებოდა, ჰარი კედლებს ათვალიერებდა. ლუი ერთ გოგოს აშტერდებოდა, ლიამი კი მათ უყურებდა.
- აღარ შემიძლია. აქედან უნდა გავიდე _ ამოიოხრა ლიამმა.
-ძალიან მაინტერესებს, ამას როგორ აპირებ?_ ირონიით იკითხა ლუიმ.
- ამას როგორ იზამ? _ ბავშვივით გაიმეორა ჰარიმ კითხვა.
- მთავარია საიმედო ადგილი ვიპოვოთ. დანარჩენს ნელ-ნელა დავგეგმავთ.
-საინტერესოა...
-საინტერესოა._ გაიმეორა ჰარიმ ლუის სიტყვები. ლუის მასზე გაეცინა.
- ლუი იქნებ დაგვეხმარო? _ მხიარულად წამოიძახა ნაილმა.
- ჰო, ამ შენობის მთელი გეგმა ზურგზე ექნება ამოსვირინგებული_ ირონიით თქვა ლიამმა და თვალები გადაატრიალა.
-ჭკვიანი ხარ, მაგრამ ნერვებს მიშლი! როგორ მინდა აქვე დაგახრჩო._ ბოლო სიტყვები თავისთვის ჩაილაპარაკა.
   ლუი წარბებშეკრული უყურებდა ლიამს და უამრავმა იდეამ გაუელვა თავში თუ როგორ გამოეჭრა ყელი ან თუნდაც გამოეფატრა.
- აქ იმაზე დიდიხანია რაც ვარ რომ თვალდახუჭულიც კი ვივლი!
- ანუ იცის ადგილი, რომელიც...
- რა ადგილი ჰარი?_ მათ უკან სასიამოვნო და ამავდროულად ცივმა ხმამ გაიჟღერა. ყველამ იცოდა ეს ხმა ვის ეკუთვნოდა. ლიამი სკამზე დატრიალდა და ფეხზე ადგა. ბიჭის წინ დადგა.
- ექიმო..._ თავიდან ბოლომდე აათვალიერა საგიჟეთის მფლობელი და მთავარი ექიმი - კარგად გამოიყურებით _ ცალყბად გაიღიმა და გვერდი ჩაუარა.
- ზოგჯერ როგორ მომწონს ეს ბიჭი._ ღიმილით თქვა ლუიმ ლიამზე.
- მისი მეშინია _ ჰარი ლუის ამოეფარა. ჰარი მასთან თავს დაცულად გრძნობდა.
- ბიჭებო, კარგად გამოიყურებით _ ღიმილით თქვა ზეინმა - მგონი დროა ახალ ეტაპზე გადავიდეთ. თანახმა ხართ?_ დამაჯერებლად საუბრობდა ისე, რომ ეშმაკსაც კი დააჯერებდა.
-ვიცი ეს რასაც ნიშნავს მალიკ! ვერ გაგვაცურებ ექიმო!_დაისისინა ლუიმ.
- არა! არ გვინდა _ ჰარიმ მკაცრად თქვა. ჰარის ცვალებად ხასიათს ვერავინ გაუგებს. ზოგჯერ ბავშვია, ზოგჯერ კი ნამდვილი სერიული მკვლელი, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს.
- არც მე არ მინდა. შენზე ცუდი რაღაცეები მითხრეს.
- ნაილ, ვინ რა გითხრა?_ ინტერესით იკითხა ექიმმა.
- ხმებმა _ ბიჭი პატარა გაბრაზებულ ბავშვს ჰგავდა.
- კარგი. მგონი აჯობებს თქვენს ოთახებში დაბრუნდეთ.
  ორი ექთანი მათთან მივიდა და თავიანთ ოთახებში წაიყვანა. ზეინს არ მოსწონდა მათი მეგობრობა და ერთად ყოფნა. ასე წინააღმდეგობას გაუწევენ. განსაკუთრებით კი ლიამი. ის ჭკვიანია და მოხერხებული. ვერც რაიმე გრძნობა შეაჩერებს. ის უბრალოდ კლდეა. ყველაზე სახიფათო ის არის, რომ მან მოკავშირეები გაიჩინა. მოკავშირეები, რომლებიც დასახულ მიზანს ყოველთვის მიაღწევენ. ამას კი კარგად გამოცდილი ლუი ემატება რომელიც ლოამზე არანაკლები იყო. ზეინმა მათი ოთახები განგებ მოათავსა სხვადასხვა სართულზე. ცდილობს, რაც შეიძლება დისტანცია დაიცვან ერთმანეთისგან. ლიამი თავის ოთახში საწოლზე გულაღმა იწვა და გეგმაზე ფიქრობდა. ვერ გადაეწყვიტა აჯანყება მოეწყო და ისე გაქცეულიყო აქედან, თუ იმ სამ სულელთან ერთად ჩუმად გასულიყო აქედან. მას საერთოდ არ ადარდებდა ბიჭები, უბრალოდ იცოდა რომ მარტო ვერაფერს შეძლებდა. ჰარი თავის ოთახში შეიყვანეს და მარტო დატოვეს. ზუსტადც რომ მარტო დატოვეს, რადგან მასთან ლუი არ იყო. რის გამოც კანკალმა აიტანა.
- ლუ?.._ თავისთვის ჩაიბურტყუნა.
-გისმენ._ჰარიმ თავი ასწია. როცა კარებთან ლუი დაინახა, დამშვიდდა და გაიღიმა.
- ლუი... იცი ვგრძნობ, რომ აქ კიდევ ვიღაც არის._ ეჭვით მოავოლო თვალი ოთახს.
-რა თქმა უნდა არის. აქ  ბევრი დასახიჩრებული სულია.
- რატომ? რატომ არიან სულები და არა რეალურები?_ პატარა ბავშვივით უყურებდა მის წინ მდგარ ლურჯთვალება ბიჭს, რომელსაც კისერზე ძარღვები დაეჭიმა. ბრაზობდა. ჰარიმ ამის მიზეზი არ იცოდა. ლუიმ კი კარგად იცოდა. ზეინი. ხუთი ასო, რომელმაც ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მათ შორის  ის სულები, რომლებსაც ჰარი გრძნობდა.
- გაიგებ. მაგრამ გაფრთხილებ არასდროს არ დათანხმდე ზეინს არაფერზე!
- კარგი, ლუ. უშენოდ არაფერს გავაკეთებ _ ორივეს გაეღიმათ.
  ნაილი თავის ოთახში დადიოდა. გრძნობდა რომ მალე დაეწყებოდა შეტევა და მართლაც მას დაეწყო.
' ის საშიშია'
' მოგკლავს შენც და დანარჩენებსაც'
'ქვევით ჩადით'
' ყველა გააფრთხილე'
ხმები ერთმანეთში ირეოდა და თანდათან უფრო ხმამაღლა ისმოდა. ნაილი კედელთან ჩაიკეცა. ხელები ყურებზე მიიჭირა. ეგონა ამით ვეღარ გაიგონებდა ხმებს. მაგრამ უშედეგოდ, ხმები არ ჩუმდება.
' უნდა მოკლა. '
'მოკალი სანამ თვითონ მოგკლა'
'მოკალი ექიმი'
'მოკალი'
'მოკალი'
'მოკალი'
- არა, არა ეს არ შეიძლება _ ნაილმა ჩურჩულით თქვა. ისევ კედელთან იჯდა და წინ და უკან ქანაობდა. ხელებს ისე ძლიერად იჭერდა რომ კანს ფერი დაეკარგა და გაუთეთრდა.
' ის შენ და შენს მეგობრებს მოკლავს'
' შენ უნდა დაასწრო'
' ამით სიცოცხლეს შეინარჩუნებ'
' მოკალი ის '
' მოკალი, მოკალი, მოკალი'
-კარგიიით!_ დაიყვირა ბიჭმა და ხმებით დადუმდნენ - მოვკლავ მას _ დაიჩურჩულა და ფეხზე ადგა.
  ოთახიდან ჩუმად გავიდა, რადგან იცის რომ ამ დროს ოთახიდან გასვლა არ შეიძლება. გეზი სამზარეულოსკენ აიღო, იმისთვის რომ ის აეღო რაც იქ ის არის, რაც მას სჭირდება რომ მისი გეგმა შეასრულოს.

FearsWhere stories live. Discover now