"წვიმის წვეთები უკვე დასტყობია ქვეყანას. მშრალი დღეები ნელ-ნელა გაქრება.მას წვიმა კვალს დაასტყობს. ახლა ხალხი თავს წვიმას აფარებს. არ მესმის მათი
რა ჯობია, როცა შეიგრძნობ ბუნების თითოეულ წვეთს."ნაწერს ასრულებს და კალამს იქვე ბლოკნოტის გვერდით დებს.
აივნიდან უყურებს გარემოს. როგორ შეუძლია ასე ერთ დღეში სრულიად ფერადი დღე გაუფერულდეს.
იქვე მცირე მოაჯირს ეყრდნობა და ცივ ჰაერს ფილტვებში უშვებს.
მანდვე დადებულ ხმის ჩამწერს იღებს.
მოხუცის თითოეულ სიტყვას უკვე მერამდენედ უსმენს, მაგრამ თავიდან არ ამოსდის ფიქრები იმისა თუ რატომ არის ის მარტო? თუ უყვარდა იბრძოლა? ან დაშორდნენ?.
კითხვები თავგზას ურევდა, მაგრამ ამავე დროს უჩენდა სურვილს იმისა, რომ უფრო მეტი გაეგო მათზე. თითოქს წინასწარ გრძნობს, იმ ყველაფერს, რაც შეიძლება ამ ისტორიას მოჰყვეს.როგორც ჩანს, რაღაცის დასასრული მისთვის ახლის დასაწყისი აღმოჩნდა
მოხუცი თეჰიონის ისტორისს სახით.მწერალი ნაცნობ ქუჩას მიუყვება. ცოტა დრო რჩება მოისმინოს ისტორიის გაგრძელება მისგან..
თითქოს დამოკიდებული გახდა მათზე , რადგან ასეთ ისტორია მხოლოდ ერთეულია.მოხუცის სახლთან დგას.
ის კი ისევ ყვავილებს რწყავს.. თავის სტიქიაშია.თითქოს ამ დროს სრულიად სხვა სამყაროში გადადის. ბედნიერი სახით უღიმის ყვავილებს. მისი ღიმილი, რომელიც წრფელი და ნამდვილია ბიჭის თვალში, მას ის პირველად ხედავს. ეს იმდენად ლამაზი მომენტი იყო მწერალისთვის რაღაც სხვა იგრძნო ამ ადამიანისგან. ის მუხტი, რომელიც მისგან მოდიოდა გაფიქრებდა იმაზე, თუ რამდენად კარგი და არაჩვეულებრივი ადამიანია თეჰიონი.გაოცდა მისი ბუნებით. ნუთუ ასეთი ადამიანი მართლა რეალურია? და არა მისი წარმოსახვა, რადგან მისი პიროვნება არ ჰგავდა სხვებს. ალბათ სწორედ ამიტომ შეუყვარდა იგი ჯონგუკს?
კარს აღებს, რადგან იცის მოხუცი მას ელოდება უკვე და მის სახლში შედის.
თეჰიონი ხმაზე ოდნავ კრთება, მაგრამ, როცა პიროვნებას ამჩნევს მკრთალად უღიმის და შიგნით შესვლის ნებას რთავს.
YOU ARE READING
Memories Of Sahara
Fanfictionთეჰიონი თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს მოგზაურობას უდაბნოში....