"ადონისის ოაზისი"

763 104 19
                                    

რა ხდება როცა ორ ადამიანს შორის იკვეთება, როგორც მათი ახლანდელი ისე მომავალი დრო?.
ისინი ერთნი ხდებიან, სულიერი კავშირით.

თეჰიონს ხელში ჯონგუკის ნაჩუქარი ყელსაბამი ეჭირა, რომელიც მისთვის ბევრს ნიშნავდა.
ეს ხომ მასთან იყო კავშირში.
ყელსაბამი მისთვის სიყვარულის სიმბოლო იყო, რომელიც ჯონგუკმა აჩუქა. ის, რაც მისთვის მნიშვნელოვნად ძვირფასია.
თვალებიდან უეცრად ცრემლი გადმოუარდა და გულში საშინელი ტკივილი მოაწვა მოხუცს.

მკრედზე ხელს იდებს, რადგან ტკივილი გულსა და მკერდს მთლიანად ედება.
ნამჯუნი თავს სწევს თავისი დღიურიდან და შეწუხებულ მოხუცს უყურებს, რომელსაც ტკივილისგან ფერი წასვლია.
მაშინვე ფეხზე დგება და მოხუცის წინ იმუხლება.

-კარგად ხართ? სასწრაფოს ზომ არ გამოვუძახოთ?- ანერვიულებული ბიჭი სიტყვებს ერთმანეთზე აყრის..

მოხუცი კი უბრალოდ თავს უქნევს და ანიშნებს, რომ კარგადაა.
თავს სწევს და ბიჭს თბილად უღიმის ეს კი მისი ნიშანია იმისა, რომ უკეთაა.

-კარგად ვარ შვილო, ნუ ნერვიულობ, უბრალოდ უეცრად მწარე ტკივილი ვიგრძენი.-ნამჯუნი იქვე თავისი ადგილისკენ მიდის და სავარძელში თავსდება.

მოხუცს ხელში ისევ ის ყელსაბამი უჭირავს. მისი თვალები კი მას მისჩერებია, რადგან გული ცუდს უგრძნობდა.

-არ გაინტერესებს რა მოხდა ქარიშხლის შემდეგ?
მცირეხნიანი დუმილის შემდეგ იწყებს მოხუცი.
ნამჯუნიც უბრალოდ თავს უქნევს მოხუცს და ელოდება მისი ისტორიის გაგრძელებას.

--------------------------------
ქარიშხალი? ალბათ არც ჯონგუკსს და არც თეჰიონს არ ახსოვდა ეს...
ჯონგუკი ღიმილიანი სახით დაჰყურებდა მძინარე ბიჭს, რომელიც ძილშიც ისეთივე ლამაზი იყო, როგორც ფხიზელი.
მის თითოეულ სახის ნაკვთებს უყურებდა. მის ლამაზ და იდეალურ სახეს, რომელმაც პირველივე დღეს მონუსხა და დიდი შთაბეჭდილება დატოვა მასზე.
ბიჭი მძინარე სხეულს თავისაზე ძლიერ იხუტებს და თავზე კოცნის.
- "ალბათ შემიყვარდი"

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now