კალაჰარი

670 99 37
                                    

-გამარჯობათ ბატონ ჯონგუკს ვესაუბრები?
აღელვებული ელოდება პასუხს ყურმილის მეორე მხარეს.
ვინ იცის, რამდენჯერ აკრიფა ნომერი და რამდენჯერ სცადა დაერეკა მისთვის.
რამდენი ხანია, რაც ეძებს მას და ბოლოს როგორც იქნა იპოვა, მაგრამ ამას თეჰიონისგან მალულად აკეთებს არ უნდა, რომ ანერვიულოს მოხუცი.
მას მხოლოდ მისი ბოლო დღეების გაბედნიერება უნდა.

-ჯონ ჯონგუკს გულისხმობთ?- გაისმა უცხო ხმა მეორე მხრიდან.
-დიახ, თუ შეიძლება გადაეცით ყურმილი.
-მამაა, ტელეფონთან გთხოვენ.

რამდენიმე წამი ნამჯუნი ყურებს არ უჯერებდა იმ ფაქტს, რაც მოხდა.
"ნუთუ ჯონგუკს ცოლ-შვილი ჰყავს?"
" ნუთუ მისთვის თეჰიონი არაფერს წარმოადგენდა?"
"უყვარდა მაინც მას თეჰიონი?"

მაგრამ თეჰიონის ისტორიებიდან იცოდა, რომ ჯონგუკიც იმავეს გრძნობდა, რასაც თეჰიონი, მაგრამ რა შეიცვალა საჰარის შემდეგ.
ჯერ კიდევ ეჭვები ღრღნიდა.

-უკაცრავად, მაპატიეთ ამდენი ხანი ლოდინი, მაგრამ მამაჩემი შეუძლოდაა და ვერ დაგელაპარაკებათ.
გადმოგცათ თუ უდაბნოს გიდი სჭირდება ის უკვე აღარ მუშაობს..

-არა მე უბრალოდ მასთან პირადი საქმე მაქვს, გადაეცით ეს კიმ თეჰიონს ეხება უთხარით, რომ ზარს ველოდები.

-კარგი გადავცემ.

ზარიც გაწყდა.

მზე დღეს საგრძნობლად აჭერს. ირგვლივ ყველაფერი იწვის. ნაყინიც კი რამდენიმე წამში დნება.
წყალიც დუღდება.
ხალხს კონდიციონერიც აღარ აგრილებს..
სიცხე იმდენად მწარეა.
ყველაფერი იწვის თითქოს უდაბნოს მწველმა მზემ აქით გადმოინაცვლაო.

ნამჯუნი კი ერთადერთი ადამიანია ვინც ამ სიცხეში გზაზე მიაბიჯებს.
მისთვის მზესაც კი არ შეუშლია ხელი, რადგან მისი აზრები ჯერ კიდევ მოხუცს და მის მოგონებებს დასტრიალებს.
და თეჰიონის ავადმყოფობას.
ეს მას ძაან აშინებს ყოველთვის იმის შიშით იღვიძებს, რომ მოხუცს რამე არ დაემართოს. ის ხომ მისი ერთადერთი ოჯახია, რომელიც არც არასოდეს ჰყავდა.
პირველად გრძნობს, რომ მოხუცს ის სჭირდება და თვითონაც სჭირდება მოხუცი.
ორმა მარტოსულმა ადამიანმა კი ერთმანეთი შეავსო.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now