უდაბნოს ქარიშხალი

808 101 35
                                    

ნამჯუნის ფიქრები სულ თეჰიონის და ჯონგუკის სიყვარულის ისტორიას დასტრიალებდა.
ცხოვრებაში ასე არაფერს გაუტაცია მწერალი, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.
ხვდება, რომ მათი ისტირიით შეძლებს რაღაც ისეთი დაწეროს, რაც მის ცხოვრებას და ამავე დროს მოხუცის ცხოვრებას შეცვლის..
იქნებდა ეს შეხვედრაც არ ყოფილა შემთხვევითი.
ცხოვრება ხომ იდუმალებითაა სავსე, შემთხვევითობებით, რომლებიც ბედისწერის თამაშებია.

ნაცნობ სახლს უახლოვდება. უკვე გრძნობს კიდეც, რომ ეს მისი მეორე სახლია მოხუცის გაცნობის შემდეგ.
სახლში შესულს თეჰიონი მის სკამზე მჯდარი ხვდება და თან ხელში ფოტოალბომი უჭირავს. მისი შესვლა არც უგვრძნია, რადგან სხვა სამყაროში იყო ის.
ალბათ მისი გონება ისევ მას დასტრიალებს გონებაში.

სწორედაც თეჰიონის გონება ახლაც კი ჯონგუკის სახეს და მის თვალებს იხსენებდა.

კარის ხმაზე თეჰიონი თავს ატრიალებს და მისკენ მომავალ ბიჭს უღიმის.
ნამჯუნიც მის წინ ჯდება და ელის ისტორიის გაგრძელებას.
თეჰიონი კი არ ჩქარობს.. ფოტოს ფოტოზე ათვალიერებს და სახე მეტად უნაღვლიანდება.

-რა ხდება ბატონო თეჰიონ?- ნამჯუნი ნერვიული ხმით ეკითხება უფროსს, რომელიც თავს ცუდად გრძნობს.
-მიჭირს შვილო, ამდენი ხანი მე მისგან შორს ვიყავი და ვარ. მენატრება, მხოლოდ ეს სურათები მაძლევენ სტიმულს, როცა მათ ვათვალიერებ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და არა მკვდარი.

გატეხილი ხმით ეუბნება თეჰიონი. ტირილი უნდა, მაგრამ ვერ ბედავს.
ყელში მძიმედ, რაღაც ეჩხირება.

-და რატომ არ წახვედით მასთან? იქნებ ახლა ერთად ყოფილიყავით? რატომ არ გადააბიჯეთ თქვენს სიამაყეს და არ ჩახვედით?- ნამჯუნი ეჭვნარევი ხმით ეკითხება უფროსს...

-ვიყავი ჩავედი  თან არა ერთხელ, მაგრამ.. -თეჰიონს ხმა უწყდება და თვალებს კედელს უშტერებს.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now