დილა ხმაურიანად დაიწყო მოხუცის სახლში. ირგვლივ ყველაფერი ნამსხვრევებად იყო ქცეული.
ნამჯუნი ხმაურმა გამოაღვიძა და მაშინვე სამზარეულოსკენ წავიდა.
იქვე კუთხეში დაყუდებულ მოხუცს უყურებს, რომელიც ცუდად გამოიყურება.
მაშინვე მოხუცისკენ გარბის, რომელიც ხელებ აკანკალებული დგას.-კარგად ხართ?-აღელვებული ხმით ეკითხება ნამჯუნი მოხუცს და ხელებს ჰკიდებს, რათა წამოაყენოს იგი იატაკიდან. ხელებს აგებებს და თეჰიონის სუსტ დაუძლურებულ სხეულს მის მკლავებში იქცევს.
-სავარძელთან წამიყვანე შვილო- ნამჯუნიც ხლებს ძლიერად უჭერს მოხუცს,რათა არ დაეცეს.
მისაღებში იქვე მის სარწეველა სკამზე სვამს.-რამე ხომ არ გინდათ?.-მასზე ღელავს და ეს ეტყობა კიდეც. რადგან ვერ ხვდება რა მოხდა მოხუცის თავს.?
-არა შვილო დაჯექი.- მოხუცი თავს არიდებს კითხვას. - არ გინდა ისტორიის გაგრძელება მოისმინო?- არ სურს გაამხილოს მისი ტკივილი, რაც ორმაგად ამწუხრებს ნამჯუნს, როცა ის ასეთ თეჰიონს ხედავს.
-აჰ კი რა თქმა უნდა - ბოლოს ხვდება, რომ მაინც არ დაიშლის იხტიბარს მოხუცი და ისიც ემორჩილება მას. იქვე მის წინ სავარძელზე იკავებს ადგილს.
-----------------------------------------------------------
სიცხე თავისას შვება.ტკივილი სხეულში ნელ-ნელა იმატებს..
ჯონგუკი მართალი იყო ეს სიცხე ნელ-ნელა აშრობს თეჰიონის სხეულს წყლისგან. ამიტომ ადვილად იღლება ის. ოფლი წყალივით მოედინება მისი თმინდან.ირგვლივ ყველაფერი იწვის, რადგან ტემპერატურა ორმოცდაათ გრადუსზე მეტია, როცა თვალს ჰორიზონტს უსწორებს ადუღებული ქვიშის ალს ამჩნევს ხედავს რამდენად იწვის ყველაფერი.
მზე ზენიტშია და სწორედ ამიტომ არის ამგვარი ტემპერატურა გარშემო. ეს ხომ უდაბნოს ჩვეულებაა ცხელი დღე და ცივი ღამე. ოფლად იღვრება თეჰიონის, მაგრამ ხედავს ჯონგუკი გაჩერებას არ აპირებს ასე, რომ ვალდებულია თვითონაც გაჰყვეს.
YOU ARE READING
Memories Of Sahara
Fanficთეჰიონი თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს მოგზაურობას უდაბნოში....