მზის უკანასკნელი სხივი

1.2K 146 119
                                    

როცა ვპოულობთ ვკარგავთ, როცა ვიბრუნებთ გვარგმევენ.
სადაა სამართალი?
ცხოვრება უსამართლოა.
ბედნიერება კი მხოლოდ დროებითი..
ჩვენ კი ბედის მორჩილნი ვხვდებით..
როგორც ეს თეჰიონმა და ჯონგუკმა გააკეთეს.
მათ ჰქონდათ შანსი, რომ ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ დამპალი ეგოისტობა დამპალი სიამაყე თავის ადგილას დარჩა..
და მაინც სიყვარული მაინც არ შეიცვალა. იმ დროს, როცა ისინი შორს იყვნენ ერთმანეთისგან სიყვარული უფრო ძლიერდებოდა.
ჩადიოდნენ ერთმანეთთან და შორიდან უცქერდნენ ერთურთს..
და მაინც არცერთმა გადადგა ნაბიჯი მაშინ..
და რა იქნებოდა ან ჯონგუკი მისულიყო მასთან მაშინ ვერანდაზე?
ან თეჰიონი მისულიყო ჯონგუკთან?
ალბათ იქნებოდნენ ერთად...
მაგრამ რატომ ალბათ?
ისინი სამუდამოდ ერთად იქნებოდნენ..

კიმ ნამჯუნი...

-----------------------

თეჰიონი ქვიშაზე მიაბიჯებს. უყურებსმის გარშემო არსებულ დიუნებს.
ყველაფერი ეს ისე მონატრებია.
თითოეული შეხება ფეხზე. გრძნობს, რომ მანდაა.
გარემოს ათვალიერებს.
მარტოა?
ამხელა უდაბნოში.

უეცრად ყველაფერი იცვლება და მის წინ "ადონისის" ოაზისი ჩნდება.
თითოეული წერტილი ახსოვს იმ დღის. თითოეული მოგონება, რომელიც ძლიერადაა აღბეჭდილი, როგორც მის გონებაში და ასევე გულში..

მის წინ არსებულ ბუჩქებს უყურებს, რომლებიც ირხევა.
მისკენ მომავალ მომღიმარ ჯონგუკს ხედავს.
უყურებს მის სახეს თითქოს არაფერი შეცვლილა ის ისეთივეა, როგორც ბოლოს.
უყურებს მის ნაკვთებს.
არა არ შეშლია, ისაა ჯონგუკი.
ისიც თითქოს დროს წელავს და ისე მოდის მისკენ..
ჯონგუკი მალევე მის წინ დგება, მათი სახეები იმდენად ახლოსაა, რომ სადაცაა აკოცებენ.

-დიდი დრო გავიდა თეჰიონ..

ამას ამბობს და სახე უფრო ახლოს მიაქვს.
თეჰიონი კოცნის მოლოდინში თვალებს ხუჭავს, მაგრამ უეცრად ძლიერ დარტყმას გრძნობს სხეულზე და თვალებს ახელს.

Memories Of Sahara  Where stories live. Discover now