თეჰიონი მოულოდნელად თხრობას წყვეტს და თავისი სკამიდან დგება.
-წამომყევი-ეუბნება ნამჯუნს და მასთან ერთად აივანზე გაჰყავს. სადაც მისი ყვავილები ეგულება.
თეჰიონის აივანი უცხო, მაგრამ ამავე დროს მშვენიერი ყვავილებით იყო სავსე.
ზოგ ყვავილს ნამჯუნი პირველად ხედავდა.
თეჰიონს უკან მიჰყვებოდა, რომელიც ყვავილებს შორის გზას იკვლევდა.უცებ კი გაჩერდა და მის წინ არსებულ ყვავილს შეხედა, რომელიც მის მოგონებას უკავშირდებოდა.
ნამჯუნიც მის გვერდით დადგა და შეხედა პირველად ხედავდა ამ ყვავილს.
-ეს ადენიუმია, 'უდაბნოს ვარდად' წოდებული-ძალიან ლამაზია, და ადენიუმი რა კავშირშია ისტორიასთან?
-დიდ კავშირშია. ეს ყვავილი ჯონგუკისგან დამრჩა ეს ჩვენი ერთობის სიმბოლოა იმ ერთობის, რომ საჰარა მარტო უდაბნო არაა.
უდაბნო კი იმაზე მეტია ვიდრე ერთი შეხედვით სჩანს.-ადენიუმი ადონისსში ნახეთ?
-ჯონგუკმა მაჩვენა. ის ოაზისის შუაგულში, ლეგენდის თანახმად, სადაც მირა დამარხეს იქ ამოვიდა.
-მაშინ მოყოლა გააგრძელეთ.მოხუცი ყვავილის გვერდით დადებულ სკამზე ჯდება.
ნამჯუნიც იქვე მის პირისპირ ჯდება და მოხუცს უცდის.
უცდის იმ ისტორიის გაგრძელებას, რომელმაც ასე მოიცვა, რომელმაც ასე შეშალა.
ნამჯუნის დღე თეჰიონთან იწყება და მისი ისტორიით მთავრდება.-იცი ყველაფერი ან სრულდება ან გრძელდება ნამჯუნ, მაგრამ როცა გიყვარს იქ დასასრულს ვერ გრძნობ მას წერტილიც არ ესმის.
'ადონისის ოაზისი' ერთ-ერთი გამორჩეული ოაზისია ოზისებს შორის ჩემთვის.
YOU ARE READING
Memories Of Sahara
Fanfictionთეჰიონი თავგადასავლების მოყვარული ახალგაზრდაა, რომელიც ერთ დღეს გადაწყვეტს მოგზაურობას უდაბნოში....