RIDE

1.6K 41 1
                                    

I think about the end just way too much.
________________________________

-აი თქვენი გასაღები. ნომერი 306, მესამე სართული, ხელ მარჯვნივ-ცივად მეუბნება მისაღებში მყოფი 40 წლამდე შავკანიანი ქალი.
აგასაღებს ვართმევ და სიტყვის უთქმელად ჩემი ახალი ოთახისკენ მივიწევ.
სადა ქვის კიბეები, ღია ფერებში მოწყობილი დერეფნები ნახატებითა და თეთრი განათებით.
ეს ძალიან მომწონს!
საბოლოოდ მივაგენი 306ს , ბარგი შიგნით შევდგი და საბოლოოდ მეც შევყევი.
ღია მწვანედ შეღებილი კედლები, ორი თეთრი საწოლი და ამდენივე სხვა ავეჯი.
ჩემი ოთახის მეზობელი არ დამხვდა, რამაც თავიდან ამაცილა გაცნობის უხერხული მომენტი. ბარგი ამოვალაგე, ჩემი კუთხე მოვაწესრიგე და შხაპის მისაღებად შევედი. აქაურობა ძალიან მომწონს. ყველაფერი მოწესრიგებულია და ოთახებს საშხაპეები ცალკე აქვთ, სხვა კოლეჯებთან შედარებით.
15 წუთიანი შხაპის შემდეგ ჩავიცვი და ოთახს დავუბრუნდი, სადაც როგორც ჩანს ჩემი ოთახის მეზობელი უკვე დაბრუნებულიყო.
ლამაზი შესახედაობის ქერა გოგონა საწოლზე იწვა და ტელეფონში იქექებოდა.
უნდა ვაღიარო რომ შავი ბრეტელებიანი მაისური და ამავე ფერის შარვალი ძალიან უხდებოდა.
მანამდე ვერ შემამჩნია, სანამ ლოგინზე არ ჩამოვჯექი.
-ოჰ, გამარჯობა- მითხრა და ჩემი საწოლის მხარეს გადმობრუნდა. ხელი თავქვეშ ამოიდო და კარგად ამათვალიერა, რამაც უხერხულობა შემიქმნა და შევიშმუშნე.
-გამარჯობა- ყალბად გავუღიმე.
-მე ვილოუ ვარ, პენსილვანიიდან ,ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ- თქვა აწ უკვე ვილოუმ და საწოლზე ჩამოჯდა- შენზე რას მეტყვი?
-მე სამერი ვარ. აქ ლონდონიდან ჩამოვედი და იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობ. შენთან შეხვედრა სასიამოვნოა-ისევ გავუღიმე.
-ლონდონიდან? ლონდონიდან ვაშინგტონში რამ ჩამოგიყვანა, ან როგორ გამოგიშვეს?- გაოცებისგან ჩაიცინა ვილოუმ.
-მშობლები პატარა რომ ვიყავი მაშინ გარდამეცვალა და მას შემდეგ მამიდასთან ვცხოვრობ. დედას ძალიან უნდოდა აქ ჩამებარებინა და მეც აქ ვარ- წამოვწექი.
-კარგი... მიხარია შენი გაცნობა- ჩაახველა ვილოუმ- ახლა კი ცოტა რამეს აქაურობის შესახებ მოგიყვები-საუბარი განაახლა.
- მარცხნივ ხმაურიანი მეზობლები გვყავს,რასაც მე უკვე შევეჩვიე და შენც შეეჩვევი. მარჯვნივ ჩემი ორი მეგობარი ცხოვრობს რომლებსაც გაგაცნობ. ზეგ შეგიძლია ჩემთან ერთად წამოხვიდე და მე დაგათვალიერებინებ კოლეჯს.იმედია ჩემთან ცხოვრება მოგეწონება- უფრო დიდზე გაიღიმა ვილოუმ.
ეს გოგო მომწონს. საყვარელია და ძალიან ლამაზია.
მის ნათქვამზე ჩემს ცხრილს დავხედე და გრაფიკი ბლოკნოტში გადავიტანე.
-წამოდი ახლა სასადილოდ ჩავიდეთ-
მითხრა და ხელი მაშინვე დამავლო.
სასადილო პირველ სართულზე იყო.
უზარმაზარი ოთახი ბევრი მაგიდითა და სტუდენტით. მეზიზღება ხალხმრავლობა, მაგრამ ეს ძალიან მომეწონა.
მე და ვილოუ ერთ მაგიდას მივუახლოვდით, სადაც ორი შავგვრემანი გოგონა იჯდა.
-რუთ, ფიბ, გაიცანით ეს სამერია. ჩემი ახალი ოთახის მეზობელი, იურიდიულზე სწავლობს და ლონდონიდან ჩამოვიდა- სწრაფად მიახალა ვილოუმ და ჩამოჯდა. მეც მას მივბაძე და გოგონებს მივესალმე.
ვილოუს მსგავსად თბილად გამიღიმეს.
ხმას არცერთი ვიღებდით.
ოთახში მარტო დავბრუნდი. ვილოუ რუთთან და ფიბისთან ერთად სადღაც წავიდა.
ოთახში მისულმა გადავწყვიტე დამეძინა.
საწოლი საკმაოდ კომფორტული აღმოჩნდა.
ჩემი უცნაური სიზმრების სერია ჯერ არ დაწყებულა, ალბათ საწოლისთვის შეჩვევა მჭირდება.
საათნახევრიანი ძილის შემდეგ ხუთი საათისთვის გამეღვიძა.
ვილოუ საკუთარ საწოლზე იწვა და ისევ ტელეფონში იქექებოდა. მე ავდექი, ტანსაცმელი გამოვიცვალე და საწოლი მივალაგე.
მინდოდა ვილოუს მსგავსად მეც დამეწყო ტელეფონში ქექვა, მაგრამ ამაოდ. სოციალური ქსელები მეზიზღება.
-ჰეი მოდი რამე ვითამაშოთ- წამოაყრანტალა ვილოუმ და ტელეფონი გვერდით მიაგდო.-ერთმანეთს კითხვები დავუსვათ.
-კარგი-მხრები ავიჩეჩე და საწოლს მივეყრდენი. ვილოუ ადგა და ჩემს საწოლზე გადმოჯდა.
-დავიწყოთ- თქვა ვილოუმ და ტაში შემოკრა-შეყვარებული გყავს?
-ამჟამად არა- გავიღიმე- შენ?
-კი, აქ სწავლობს და აუცილებლად გაგაცნობ... ღმერთო ძალიან საყვარელია- საყვარელი ახლა სწორედ ვილოუ იყო რომელმაც შეყვარებულის გახსენებაზე ასეთი სახე მიიღო.
-კარგი... ეწევი?- ამ კითხვამ დამაბნია.
-იცი... კი მაგრამ იშვიათად, როცა ძალიან ვნერვიულობ.-შენ ეწევი?
-კი, თანაც ხშირად. - გაიცინა მან.
-დალევა გიყვარს? - ვკითხე და თვალებში ჭინკები ამიხტა.
-კიიიიიიიიი- დაიღრიალა და ხელები გაშალა.
-ერთხელ დასალევად აუცილებლად წავიდეთ- ვუთხარი და თვალი ჩავუკარი.
- აუცილებლად- თქვა და ჩამეხუტა. მისი ამ საქციელისგან გამოგნებულმა ხელები ვერ შევახე მის ზურგს. მაგრამ გონს მალევე მოვეგე და მეც მივიხუტე.
-იცი... ახლა მეგობრები ძალიან მჭირდებოდა-სევდიანად თქვა ვილოუმ და მე შემომხედა.
-ფიბი და რუთი? - ვკითხე. ისინი მისი მეგობრები მეგონენ.
-მათთან მხოლოდ ვერთობი. განსაკუთრებული არაფერი... მე ვგულისხმობ ნამდვილი მეგობარი- ხელი ჩაიქნია ვილოუმ. მივხვდი რომ სადაცაა იტირებდა.
არ ვიცოდი რა მექნა, ამიტომ კიდევ ერთხელ მივიხუტე და თმაზე ხელი ჩამოვუსვი.
ეს გოგო ძალიან მომეწონა.
-მოდი ვახშმამდე რამეს ვუყუროთ- შევთავაზე და მანაც ეგრევე მოიტანა თავისი ნოუთბუქი.
ვახშმამდე ,,მეგობრების'' რამდენიმე სერიის ნახვა მოვასწარით.
სავახშმოდ ჩასულები ისევ ფიბისა და რუთის მივუჯექით, რომლებმაც ბიჭების კამპუსში წვეულებაზე დაიწყეს საუბარი.
ჩემი ვახშმის ჭამაში ვიყავი გართული და მანამდე არ ვუსმენდი, სანამ ვილოუმ მკითხა წავიდოდი თუარა მასთან ერთად.
გამახსენდა რაც ოთახში მითხრა და ცოტაოდენი ყოყმანის შემდეგ დავთანხმდი, რამაც ვფიცავ ძალიან გაახარა.
ოთახში დავბრუნდით.
-ტანსაცმელი ავარჩიოთ, ჩემს შეყვარებულს გაგაცნობ, დავლიოთ, ვიცეკვოთ. ძალიან მიხარია. წვეულება დიდი ხანია არ ყოფილა- ქოთქოდებდა ვილოუ და ოთახში აქეთ იქით დაძრწოდა.
წვეულებები მიყვარს. ვიცოდი რომ აქ წვეულებები იქნებოდა, ამიტომაც მათთვის კაბა ბევრი მაქვს.
-შეიძლება შენს კარადაში შევიხედო?- ფრჩხილების კვნეტა დაიწყო ვილოუმ, მაგრამ მალევე გაუბრწყინდა სახე ჩემი თანხმობიდან.
-ვაააააააუ- დაიღრიალა- ამდენი კაბა საიდან?
-წვეულებების გიჟი ვარ- თავმომწონედ ვუთხარი.
-შეიძლება შენგან რამე ვითხოვო?
- რაც გინდა- გავუღიმე.
ჩემს პასუხზე ხტუნაობას მოჰყვა და კაბის არჩევა დაიწყო. მეორე კურსელისთვის ძალიან ბავშვია!
კარგი ამას ავიღებ- თქვა და ხელში ერთი კაბა ააფრიალა.
მხრები ავიჩეჩე და არჩევა მეც დავიწყე.
საღამოს კარგად გავატარებთ!



_______________________
HI! ❤️
ქასთი და მათი წვეულების ლუქები.
👇🏽
სამერი. (პირველი წვეულებისთვის სადად ჩაუცვია)

 (პირველი წვეულებისთვის სადად ჩაუცვია)

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

ვილოუ

ვილოუ

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
•Agape•       H.S Where stories live. Discover now