Who's gonna be the fist one to say goodbye?
________________________________
დივანზე მეღვიძება. მეღვიძება წვიმის ხმისგან. მეზიზღება ამერიკა და მისი წვიმა.
იმედია ჭექა-ქუხილი არ დაიწყება. იმედია. ვაიმე!
თვალების ფშვნეტით ვნახულობ საათს ტელეფონზე. ღამის ორი საათია. ჰარის არ გადმოურეკავს. ვაიმე თავს მოვიკლავ. სად ჯანდაბაშია. საძინებელში შევედი იმ იმედით რომ იქ იწვებოდა და ეძინებოდა. ოთახი ისე იყო როგორც დავტოვე. არაფერი ახალი. უკან გამოვბრუნდი და გავიგონე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ხმა. მ ე ზ ი ზ ღ ე ბ ა.
მეორე გაგრუხუნებაზე უკვე იატაკზე ვიჯექი, ყურებზე ხელები მქონდა აფარებული და ვტიროდი. არ ვიცოდი სად წავსულიყავი. ამ დროს არასდროს მიტირია, მაგრამ ახლა ჰარის არ ყოფნამ, მარტოსულობამ და სხვა ფაქტორებმა თავისი გააკეთა.
-პატარავ? - დაიძახა ვიღაცამ და შუქი აანთო. ვიღაც კიარა ჰარი იყო. როცა ასეთ მდგომარეობაში დამინახა, მაშინვე ჩემთან მოვიდა და ცრემლები მომწმინდა. მიხვდა რაც მჭირდა და უსიტყვოდ წამიყვანა ოთახში. მგონი ხმაც არ მქონდა რომ რამე მეთქვა. წამით მეგონა ენაც კი გადამეყლაპა. ლოგინზე დამაწვინა, თვითონაც დაწვა და მაგრად ჩამეხუტა. თმაზე ხელებს მისვამდა და ნელა ირწეოდა. ნანატრი ძილი და სიზმრები მეწვია. ჭექა კი ჩაცხრა.დილას ჰარის ხელები მაღვიძებს. სახეზე მეფერება.
-ამიხსნი სად ჯანდაბაში იყავი გუშინ და აქ რატომ მიმატოვე ღამის ორ საათამდე?- როგორც კი თვალი გავახილე წამოვჯექი და ჩხუბი დავიწყე.-რატომ გქონდა ტელეფონი გამორთული, რატომ დაგაგვიანდა, რატომ არაფერი მითხარი. ვილს გავყვებოდი და აღარ დავრჩებოდი.- ხელების აქეთ-იქით ქნევა დავიწყე. გამწარებული ვიყავი.- იცი მაინც რა გადავიტანე? შენს ლოდინში ნორმალურად არც მძინებია.
-სამ... ბოდიში რომ დაგტოვე. არ მინდოდა მაგრამ ასე მოხდა. ერთი ძველი მეგობარი მყავს. რომელსაც რაღაცაში დახმარება დასჭირდა და მასთან ვიყავი. არ მინდოდა დამეტოვებინე კარგი? გპირდები აღარასდროს მიგატოვებ. - თვალებში ერყობოდა არ ტყუოდა მაგრამ ამან ჩემი ანთებული გული მაინც ვერ ჩაახშო.
- რა მოხდა ასეთი რომ წამიც ვერ გამონახე ჩემთან დასარეკად ან მესიჯის მოსაწერად?
-მისი დედა ავარიაში მოყვა. გესმის სამერ? ავარიაში.
-მის გამო ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ეს იმ ფაქტს არ ამართლებს რომ უპასუხისმგებლობა გამოიჩინე. - უკვე ავდექი და ჩაცმა დავიწყე.
-ბოდიში უკვე მოგიხადე და დაგპირდი მეორედ ამას აღარ გავაკეთებდი- აშკარად თვითონაც გაბრაზდა. აღარ მომისმენია,
ჩავიცვი, ჩანთა ავიღე და სახლი დავტოვე.
მისი მანქანა აღარ წამიყვანია. უნივერსიტეტამდე ფეხით მივედი. საშინლად დაღლილი ვიყავი, სულ 6 საათი მეძინა, ეს კი ძალიან ცოტაა. ლექციაზე ვერაფერი გავიგე. ან ფხიზელს მეძინა, ან ჰარიზე ვფიქრობდი.
მასზე ბრაზმა ნელა გადამიარა. არაუშავს თუ არ გამაფრთხილა. დამპირდა ამას მეორედ აღარ გააკეთებდა. გააკეთებს და მისი აჯობებს. ბოდიშიც მომიხადა. რას ვითხოვ? სხვას ვერაფერ იზამს. ცოდოა, დილით ძალიან ვეჩხუბე.
როცა ლექცია დამთავრდა კაფეტერიაში ყავის დასალევად ვილთან ერთად ჩავედი. ყავა დავლიეთ და რამდენიმე დავალება ერთად დავწერეთ. ვილი დღეს ნამდვილად ლამაზად გამოიყურებოდა. არა სულ ლამაზია, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად გამოიყურება.
კაფეტერიიდან გამოვედით. ვილი მეორე ლექციაზე წავიდა.
მე დერეფანში მივდიოდი, როცა ფანჯარასთან მდგარი ჰარი და მისი სამეგობრო დავინახე. ჰარი ყველაზე მარჯვნივ იდგა და რაღაცაზე ჩაფიქრებული მიშტერებოდა იატაკს. მარცხენა ხელით ტუჩს აწვალებდა. იქით ორი ბიჭი, ივი და კიდე ერთი გოგო იდგა. ივი ჯიუტად მიშტერებოდა ჰარის.
ჰარიმ ვერ შემამჩნია სანამ მასთან არ მივედი და არ ვაკოცე. ჩემმა ამ მოქმედებამ მეც და ჰარიც გაგვაკვირვა. ვიცოდი ეს იმიტომ არ გავაკეთე, რომ ივი მას უყურებდა. მინდოდა მიხვედრილიყო რომ ყველაფერი ვაპატიე. ტუჩები საოცრად გაციებოდა. ალბათ იმის გამო, რომ გარეთ ციოდა. ბავშვებს გულგრილად მივესალმე და ისევ მას შევხედე. ხელები წელზე მომხვია და თვალებში ჩამხედა. იშვიათი იყო ასეთი ლამაზი თვალები – ღრმა, მეტყველი... გრძნობები შადრევანივით იფრქვეოდა ამ თვალებიდან, რომელსაც თითქოს არც კი ახამხამებდა.ყოველთვის, როცა მას ვუყურებდი, სიტყვებს ვეღარ ვპოულობდი. სიცოცხლეს ასხივებდა მისი მწვანე, ხასხასა, ხანდახან ჩაშავებული თვალებიდან. არ ვიცი რატომ, მაგრამ ცდილობდა შეეკავებინა ღიმილი. მიუხედავად ამისა მის ტუჩებზე მაინც გადაირბინა ეშმაკურმა ღიმილმა.
-სახლში არ მოდიხარ?-მკითხა და თმა უკან გადამიწია. მე მაჯის საათს დავხედე. შემდეგ კი ვუთხარი:
-ხუთ წუთში კიდევ ერთი ლექცია მაქვს. მერე არ ვიცი, ან კამპუსში წავალ ან შემთან წამოვალ.- ჩემმა პასუხმა თითქოს გაანაწყენიანა, მაგრამ მაინც გამიღიმა მქრქალად.
-უკვე ერთად ცხოვრობთ? - წამოიწიკვინა ივიმ. მე და ჰარიმ მისკენ მივატრიალეთ თავები.
-შენი საქმე არაა-ვუპასუხე და მაინც გავუღიმე.
-that's my girl- ჩაიჩურჩულა ჰარიმ, მასთან მიმიხუტა და კისერზე მაკოცა.
-წავედი თორე დამაგვიანდა- ლოყაზე ვაკოცე და მეორე ლექციაზე გამოვიქეცი.ლექციაზე მომეწყინა. როგორც კი დამთავრდა მაშინვე გამოვედი და კარის საპირისპიროდ ატუზული ჰარი დავინახე. ცალი ფეხი კედელზე მიეყრდნო, ხელები გადაეჯვარედინებინა და კევს ღეჭავდა. მასთან მივირბინე და ვაკოცე.
-გთხოვ ჩემთან წამოდი რაა- შემეხვეწა და ტუჩი გადმოაგდო- აღარ დაგტოვებ კარგი? ხომ დაგპირდი? გთხოვ რა
-ჰო კარგი წამოვალ- ხელი ჩავკიდე და გადასვლელისკენ წავედით.
მანქანაში ჩავსხედით და სახლისკენ გზას გავუყევით.
ჰარიმ მოამზადა ჩვენთვის სადილი, რაც მისი მხრიდან ძალიან საყვარელი იყო. როგორც ყოველთვის ვიმეცადინე და მისაღებში გავედი, სადაც არავინ იყო. სამზარეულოში ისევ ნაცნობი სურათი დამხვდა: ჰარი სათვალითა და გაშლილი კონსპექტებით. მაცივრიდან წვენი გამოვიღე და მივუჯექი. მან თავი ამოსწია, ფურცლები მიალაგა და სათვალე მოიხსნა. თვალებს ისერესდა, ალბათ დაიღალა.
მისაღებში გავედით და დავსხედით. ჰარიმ თავი ჩემს კალთაში ჩადო, მე კი მის თმაზე დავიწყე თამაში. ტელევიზორში ისევ რაღაც სულელური რეალითი შოუ გადიოდა...
-საშობაოდ რას აპირებ? - უეცრად მკითხა.
-რა დროს შობაა ჰარი- გამეცინა.
-რავი ისე.არ გინდა ლონდონში წავიდეთ ჩემებთან?- იმედიანი თვალები მომაპყრო ჰარიმ.
-იქამდე დიდი დროა.მოვიფიქრებ- ვუთხარი და ვაკოცე.
-და ჰო... ზეგ ჩემი და ჩამოვა და ჩვენთან დარჩება. წინააღმდეგი ხომ არ ხარ?- მკითხა.
-რათქმაუნდა წინააღმდეგი ვარ! ჩვენთან ვერავინ დარჩება. ეს ჩემი სახლია და ყველაფერს მე ვაკონტროლებ!!!!!- მკაცრად დავიძახე მაგრამ სიცილი ვეღარ შევიკავე.- დარჩეს ჰარი. მე ნუ მეკითხები.- გამიღიმა.
-მაგარია- გაიცინა, მაგიდაზე პულტს გადაწვდა და რაღაც ფილმი ჩართო და ინტერესით მიაჩერდა. მეასედ უნდა ვაღიარო რა ლამაზია. ღმერთს აშკარად კარგი დღე ჰქონდა როცა მას ქმნიდა.
მან ლონდონში დამპატიჟა. რაც იმას ნიშნავს, რომ მის ოჯახს გავიცნობ. ძალიან მაინტერესებს მაგრამ მეშინია. რომ არ მოვეწონო? რაღა ვქნა. მანამდე მისი დის გაცნობა მიწევს. მასზე რასაც ჰარი მიყვება ხოლმე, იქედან ძალიან კარგი ადამიანი ჩანს. იმედია დავმეგობრდებით. მანამდე ხვალინდელი დღე მაქვს გადასაგორებელი.
არ მახსოვს როდის ამიყვანა ჰარიმ ხელში და ოთახში დამაწვინა. შემდეგ თვითონ დაწვა, დაიძინა და თავისი თბილი სუნთქვით გამითბო კისერი.დააკომენტარეთ! 💙
YOU ARE READING
•Agape• H.S
Teen FictionAgape (n) Agape is highest form of love. ახალ საცხოვრებელში გადასვლა საშინელებაა. ყოველთვის იცვლება შენი ცხოვრება როცა იცვლი საცხოვრებელს, კოლეჯს მეგობრებს. ასე შეიცვალა ჩემიც. ვერ ვიტყვი რომ ისე, როგორც მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც კარგად. ...