RIP 2 MY YOUTH

672 42 8
                                    

Sweet little baby in the world full of pain.
I gotta be honest I don't know if i can take it.
________________________________
პატარა ხის სახლი, მწვანე ხასხასა მინდორზე, გარშემო რამდენიმე ხით და ვარსკვლავებით მოჭედილი ცა. მგონი ის იყო, რაზეც ყოველთვის ვვოცნებობდი.
პატარაობაში ხშირად მიოცნებია ასეთ სახლში მარტო ყოფნაზე.
-ძალიან საყვარელია- ვთქვი და ჰარის ავეკიდე. მან ხელი ჩამკიდა და სახლში შემიყვანა.
-ცოტა ცივა- თქვა და მიმოიხედა. ბუხარს ავანთებო თქვა და ასეც მოიქცა. მე სავარძელში მოვკალათდი და სახლი მოვათვალიერე.
ბუხრის თავზე ყვავილებიანი ლარნაკი რამდენიმე ჰარის ბავშვობის სურათთან ერთად ძალიან ლამაზად იდო.
აგურის კედლებს რამდენიმე ზეთის საღებავში შესრულებული ტილო ამშვენებდა.
ბუხრის გვერდით სიზუსტით ეწყო თითოეული შეშის ნაჭერი. იატაკზე წითელი ხალიჩები ეფინა. კუთხეში გიტარასაც კი მოვკარი თვალი.
-გეთანხმები, მაგარი სახლია-თქვა დოინჯშემორტყმულმა ჰარიმ და გაიცინა. - ჩაის ან კაკაოს დაგალევინებ. ხომ არ გშია? - მკითხა მზრუნველი ხმით.
-კაკაოს დავლევ, საჭმელი არ მინდა.- გავუღიმე, ის კი სამზარეულოში წავიდა.
სავარძლიდან თვალი მოვკარი როგორ ფუსფუსებდა ტუჩებგამობერილი და ჩვენთვის კაკოს ამზადება. თუ არასდროს მითქვამს, ახლა ვიტყვი რა საყვარელია.
ძალიან!
კაკაოები გამოიტანა და ჩემს წინ პატარა მაგიდაზე დაალაგა. თვითონ გვერდით მომიჯდა, ხელები შემომხვია და თავი კისერში უკვე მერამდენედ ჩამიყო.
-ახლა მოვიფიქროთ რა ვქნათ- გავიცინე და კაკაოს ასაღებად გავიწიე.
-რამეს ვუყუროთ და დანარჩენი მერე მოვიფიქროთ- თქვა და თავისი კაკაო თვითონაც აიღო, მაგრამ არ დალია. -ოღონდ რაღაც უნდა გთხოვო და დამპირდი რომ შემისრულებ- ისევ ლეკვის თვალებით შემომხედა.
-რა-ვკითხე.
-ჯერ დამპირდი.- ო ღმერთო, ასეთი რა უნდა მთხოვოს.
-კარგი. გპირდები. - სახე გაუბრწყინდა.
-ამაღამ ჩემთან დაიძინებ- წარბები ავწიე და პირი რაღაცის სათქმელად გავაღე მაგრამ შემაწყვეტინა-უკვე დამპირდი.- საჩვენებელი თითი ამიქნია.
-ჰოო კარგი- დანებების ნიშნად ხელები ავწიე. დაიჟინა მეორე დივანზე გადავიდეთ და რამეს ვუყუროთო.
სწორედ ასე ავღმოჩნდი ტელევიზორის წინ წამომჯდარი. ჰარის ჩემს მუხლებზე ედო თავი, ჩემი ცალი ხელი თვითონ ეკავა თავისივე ლოყასთან, ცალი ხელით კი მის კულულებზე ვთამაშობდი.
მანამდე არ მოისვენა, სანამ რაღაც დებილობას არ მაყურებინა. ამ ფილმის დამთავრება ჩემთვის ახლა ყველაზე დიდი ბედნიერება იყო.
-მოდი რამე ვჭამოთ- მითხრა და სამზარეულოში გამათრია. მაცივრიდან რაღაც სალათები გამოიტანა და დადო.
ცოტა მე ვჭამე, ცოტა მან, დრო გავიყვანეთ. საღამოს ათზე უკვე აღარ ვიცოდით რა გვეკეთებინა.
-ჰარიეტ... დასალევი არ გაქვს? - თვალებში ჭინკები ამიხტა მეც და მასაც.
-რათქმაუნდა პატარავ- გაღიმებული წავიდა და მალე ხელში შტროხის ბოთლით დაბრუნდა.
-აააჰ მიყვარს- ამოვიღმუვლე და ხელები ბოთლისკენ გავიშვირე.
დავლიეთ. თან ბევრი. ეს ბოთლი მთლიანად ჩავცალეთ. სასმელმა ნამდვილად გამომიკეთა გუნება.
-მოდი ვიცეკვოთ რაა- ვთხოვე და ფეხზე ძალით ავაყენე. სიმღერაც და ცეკვაც მეთვითონ დავიწყე რაზეც ჰარიმ დამცინა, შემდეგ თვითონაც დაიწყო ბექგრაუნის ხმების გამოცემა და ტაშის კვრა.
ნახევარ საათში ცეკვისგან ფეხები მეკეცებოდა . დივანზე დავეხეთქე, ჰარიც ზედ დამეხეთქა, რაზეც განუწყვეტლივ ვიცინეთ.
-მეძინება- ამოვამთქნარე.
-წამოდი პატარავ- ხელი დამავლო და ოთახში შემიყვანა. საწოლს გადასაფარებელი გადააძრო, თვითონ გაიხადა და დაწვა, მე კი მითხრა რომ კარადიდან მისი მაისური ამეღო და ჩამეცვა. მეც ასე მოვიქეცი. მისი თეთრი მაისური თითქმის მუხლებამდე მწვდებოდა. ლოგინში დაწოლა და ჰარის ხელების ჩემს წელზე შეგრძნება ერთი იყო. ისე მიმიხუტა კინაღამ გამჭყლიტა.
-გამჭყლიტავ ჰარიეტ და მერე ჩემს გვამთან დაიძინებ- გავიცინე.
-შენ ეს გიყვარს- ჩაიხითხითა.
-დიახაც- მთვრალი ძალიან გულრწფელი ვარ.- კიდევ იცი რა მიყვარს?
-ჰმ?- ხელები კიდე უფრო მოხვია და მეც მოვეხვიე მის კისერს.
-მიყვარს როცა მეხუტები, ხელს მკიდებ, ჩემზე ზრუნავ, შენს მაისურებს მაძლევ, შენს სურნელს როცა ვგრძნობ, როცა პატარას მეძახი,როცა მიბრაზდები... - ჩამოთვლა შევწყვიტე, როცა გავიაზრე რა ვთქვი. თვალები დავხუჭე და სასწრაფო წესით დაძინება გადავწყვიტე.
-ესეიგი გიყვარს როცა- თავიდან გამეორებას იწყებდა.
-ვიძინებ- ძალიან შემრცხვა და დიდი იმედი მაქვს ხვალ საერთოდ არაფერი მემახსოვრება.
ლოყაზე ბევრჯერ მაკოცა, ჩემი სურნელი ძლიერად შეისუნთქა და დაიძინა.
ღამე საკმაოდ მშვიდად მეძინა.


•Agape•       H.S Where stories live. Discover now