You've got a fire inside but your heart is cold
________________________________ნაცნობი სუნი და სიტუაცია. სტუდენტები ერთმანეთში ერეოდნენ და ხმამაღალ მუსიკაზე გიჟებივით ცეკვავდნენ.
მე და ვილოუმ ჯერ ფიბი ვიპოვეთ, შემდეგ სამზარეულო.
სამზარეულოში ძლივს-ძლივობით ვიპოვე ნაცნობი შტროხის ბოთლი და მოვიყუდე.
სასიამოვნო სითბომ ჩემი სხეული მოიცვა.
მალევე ვიგრძენი სიმთვრალე და დაკარგული ვილოუს მოსაძებნად წავედი.
ათასი წყვილი თვალი ჩემსკენ იყო მომართული. აქ პირველკურსელი არ უნახავთ?
ვილოუ რომელიღაც მაგიდასთან ვიპოვე რამდენიმე გოგოსთან და ბიჭთან ერთად.
-ჰეეეი ვილოუუ...-დავიყვირე, მერე სხვებს მივუბრუნდი- გამარჯობა მე სამერი ვარ და ძალიან მთვრალი ვარ- გადავიკისკისე, ვილოუ მივაჩოჩე და მის გვერდით ჩამოვჯექი.
-სამერ ეს ჩემი შეყვარებულია...ლუი- ვილოუმ საყვარელ ბიჭზე მიმითითა. -ეს არის ჩემი ციყვი, სტაფილო, ზღმარტლი, მაჩვი, ყველაფერი! ძალიან მიყვარს- თქვა, სახე დაუჭირა და დაკოცვნა დაუწყო.
ბიჭმა გულიანად გაიცინა და მომესალმა.
მაგიდასთან კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო, რომელმაც ჩემი ინტერესი დიდად ვერ მიიქცია.
მალე ჩვენს მაგიდას კიდევ ერთი ბიჭი მოუახლოვდა. ყურამდე ხვეული თმითა და დაკუნთული სხეულით.
არავის მისალმებია ისე დაჯდა. ლუდის ბოთლი მაშინვე მოიყუდა და დაცალა.
-მე სამერი ვარ და ძალიან მთვრალი ვარ- ვუთხარი და გავეკრიჭე. მან მხოლოდ ახლა შემამჩნია, ურცხვად ამათვალიერა და ხმაც არ გამცა.
ამაზე გაბრაზებულმა ჩემი შტროხის ბოთლი მოვიყუდე. უჰ! კარგი იყო.
-ვილოუ, სიგარეტი არ გაქვს? - ტუჩი გადმოვაგდე. მან კი გაოცებულნა შემომხედა, შემდეგ ერთი ღერი გამომიწოდა. მე გავეკრიჭე და გარეთ გავედი. არ ვიცოდი ეს სიგარეტი რათ მინდოდა. მოწევას არ ვაპირებ.
სიგარეტი უმისამართოდ მოვისროლე და მოაჯირს მივეყრდენი.
მალევე დავინახე როგორ გამოვიდა კარიდან ის ტიპი, წეღან ჩვენს მაგიდასთან რომ მოვიდა.
ჩემსკენ მოდიოდა. მე მოაჯირზე ავხტი და შემოვჯექი. უნდა ვაღიარო სიმთვრალისას ცუდი გადაწყვეტილება იყო. ჩემთან მოვიდა და გვერდით მიეყუდა მოაჯირს.
-მეგონა მოწევას აპირებდი- ჩაიცინა და თავი აქეთ მოაბრუნა.
-შენ რა გეგონა არავის აინტერესებს- მოაჯირს ცალი ხელი გავუშვი და ავიქნიე.
-უხეშიც ყოფილხარ- ტონი დაასერიოზულა-ფრთხილად იყავი არ გადავარდე- მხოლოდ ეს თქვა და წავიდა.
-შენ შეგეკითხები რა ვქნა- ჩავიფრუტუნე და მოაჯირიდან ჩამოვხტი. ჩემი შტროხის ბოთლში არაფერი იყო. დიდხანს ვიყოყმანე და გადავწყვიტე აღარაფერი დამელია.
საპირფარეშოში მოსაწესრიგებლად შევედი. ხუთ წუთში გაცილებით კარგად გამოვიყურებოდი.
ბოლოს ლუდიც დავლიე და ვერც გავიაზრე ისე მივედი სახლში. მივედი რა... იმ ბიჭმა მიგვათრია. ვილოუს შეყვარებული, სტაფილო და ზღმარტლი როა.
YOU ARE READING
•Agape• H.S
Teen FictionAgape (n) Agape is highest form of love. ახალ საცხოვრებელში გადასვლა საშინელებაა. ყოველთვის იცვლება შენი ცხოვრება როცა იცვლი საცხოვრებელს, კოლეჯს მეგობრებს. ასე შეიცვალა ჩემიც. ვერ ვიტყვი რომ ისე, როგორც მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც კარგად. ...