COUNTING STARS

697 40 0
                                    

Everything that kills me
Makes me feel alive
________________________________
საუზმის შემდეგ მე და ვილოუმ რაღაცეების ყიდვა გადავწყვიტეთ. საქმე დიდად არაფერი გვქონდა.
ვილოუმ რომელიღაც მოლში მიმიყვანა, სადაც ნამდვილი ტანჯვა გამატარა.
ეს გოგო ნამდვილი ენერგოვამპირია.
თითოეულ მაღაზიაში ორ-ორჯერ შემიყვანა და მხოლოდ მესამე წრეზე დავიწყეთ ტანსაცმლის ყიდვა.
ვილოუმ ორი წყვილი ჯინსი, ერთი გრძელმკლავიანი და ერთი მოკლემკლავიანი მაისური იყიდა.
მე კარგი კაბა და როლინგი ვიპოვე, რომელსაც დიდი ალბათობით ხვალ ჩავიცმევ.
ხვალინდელ დღეს ძალიან ველოდები.
ყველაფერი ძალიან მაინტერესებს.
ვილოუს რაღაც ჩანთა ძალიან მოეწონა, მაგრამ ფული არ ყოფნიდა, რის გამოც სახე მოეღუშა. მე კი სანამ გააზრებას მოასწრებდა, ჩანთას ხელი დავავლე და ვიყიდე.
ჩემი საჩუქრით გაოგნებული ვილოუ ატირდა. მისმა ასეთმა დანახვამ ერთობ გამანაწყენა და გამაბედნიერა. მიხაროდა რომ მისი სიხარულის მიზეზი გავხდი.
-შენ ნამდვილი მეგობარი ხარ - სლუკუნებდა და მეკვროდა, მე კი ღიმილისგან რამის პირგახეული ხელებს ზურგსა და თმაზე ვუსვამდი.
-წამოდი ახლა რამე ვჭამოთ და კამპუსში დავბრუნდეთ.- ვილოუ კაფისკენ წავათრიე.
ყავა და ნამცხვარი მივირთვით, რაც იმაზე გემრიელი აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი.
აქვე დავლანდე ჰარი ვიღაც გოგოსთან ერთად, რამაც მომენტალურად გამანაწყენა, მაგრამ მალევე მომეშვა.
ვილოუ მესაუბრა წარსულზე. იმაზე თუ როგორ მიატოვეს მეგობრებმა და შეყვარებულმა. რამდენი გადაიტანა ცხოვრებაში.
ის ამას ნამდვილად არ იმსახურებდა. ძალიან თბილი და გულუბრყვილოა. ამასთან ერთად საკმაოდ შეშლილია! ხვალინდელი ენერგიაც კი გამომაცალა.
კაფიდან გამოსვლისას ისევ მოვკარი ჰარის თვალი გოგონასთან ერთად, რომელიც მას მთლიანად აკვროდა და სიბრაზისგან ავივსე.
მე მასზე არ უნდა ვბრაზობდე. ის არავინაა! აბსოლიტურად არავინ! - ვუმეორებდი საკუთარ თავს და ვცდილობდი ბრაზი ჩამეხშო.
ჩვეულებრივად ჩაიარა სადილი-ვახშმის პერიოდმა. ვილოუმ კიდე რამდენიმე ადამიანი გამაცნო. ვახშმიდან ამოსულმა ვიბანავე და გამოვიცვალე.

•Agape•       H.S Where stories live. Discover now