DADDY ISSUES

602 36 3
                                    

I tried to write your name at the rain but  the rain never came so i made from the sun ☀️
________________________________
-ჰარი ამდენ ლექციას ნუუ აცდენ- კიდევ ერთხელ ვცადე ამეყენებინა მაგრამ ამაოდ.
-შენ კიდევ ყველაზე ნუ დადიხარ- ნიშნისმოგებით მიპასუხა და თავი ბალიშში ჩაყო.- წაიყვანე ჩემი მანქანა.
-სინამდვილეში ამ წინადადების გაგება მინდოდა, შენ ვის რაში სჭირდები- გავიხცინე და გასაღები ავიღე.
-უკაცრავაად? - თავი წამოყო.
-ვიხუმრე- ხელები დამნაშავესავით ავწიე და ოთახის დატოვება დავაპირე.
-რაღაც გავიწყდება- მითხრა და ტუჩები გამოსწია.
-უი ჰო- თავში ხელი დავირტყი და მისკენ წავედი. როცა ეგონა რომ ვაკოცებდი მის გვერდით კომოდიდან ჩემი ტელეფონი ავიღე. ჰარიმ თვალები დააჭყიტა, მე კიდე სიცილით მოვკვდი. ისეთი საცოდავი სახე მიიღო, მაინც ვაკოცე. თავი ძლივს დავიხსენი, კინაღამ ლექციაზეც დავაგვიანე.
მანქანა პარკინგზე დავაყენე და კინაღამ ვიღაცას დავეჯახე.
ლექციაზე მაინც დავაგვიანე, მაგრამ ბევრიც არ მიდარდია.
ვიოლუს ჩემი და ჰარის გუშინდელი ამბები მოვუყევი. მან თქვა რომ ეს ძალიან მაგარია. მერე თვითონ მომიყვა როგორ გაიცნო ლუის ოჯახი. მერე ლუი მოვიდა და წაიყვანა. მეც გამოვედი უნივერსიტეტიდან. გარეთ ქარი იყო. მანქანაში ჩავჯექი და სახლში მივედი.
სახლის კარი შევაღე და მაშინვე გავიგონე გოგოს ხმამაღალი სიცილი. კინაღამ გული გამისკდა სანამ მისაღებამდე მივედი და ჰარის ორეული გოგონა დავინახე. მისი დაა? ხვალ არ უნდა ჩამოსულიყო? ჯანდაბა ნორმალურსაც არ ვგავარ.
-სამერ მოხვედი? გაიცანი , ჩემი და ჯემა- წამოდგნენ ჯემაც და ჰარიც. ჯემა ჩემთან მოვიდა. ყურებამდე მიღიმოდა,ხოლო როცა ხელის ჩამორთმევა დავაპირე ჩამეხუტა.
-ჰარი და შეყვარებული? რა უქენი ჩემს სულელ ძმას- მკითხა და ზუსტად ჰარისნაირად გაიცინა. ძალიან საყვარელი გოგოა.
-შენზე ბევრი მსმენია- ვუთხარი და მეც გავუღიმე.
-არ გშიათ?- როცა დავსხედით ორივეს ვკითხე.
-თანაც როგორ- შეწუხებული სახე მიიღო ჰარიმ, თავი გააქნია და მუცელზე ხელების სმა დაიწყო. რა შეშლილია.
ჯემამ ბალიში ესროლა:
-აცადე, ჯერ ახლა მოვიდა. მე მოვამზადებ რამეს- თქვა და წამოდგა, მაგრამ ვერაფრით მივეცი უფლება სამზარეულოში შესულიყო. მათთვის სადილი გავამზადე და მაგიდასთან მოვიპატიჟე.
-ძალიან გემრიელია- თქვა ჯემამ მე კი გავუღიმე- ღორი ძმა რომ არ მყავდეს მეტს შევჭამდი.- გადახედა ჰარის, რომელიც პირგამოტენილი და თან გაოცებული გვიყურებდა ორივეს.
-რა? - დაიჯაჯღანა. - შენ თავს მიხედე- უთხრა ჯემას და ჭამა განაგრძო, მისმა დამ კი მობეზრებულმა აატრიალა თვალები.
-ლონდონში აუცილებლად გვეწევევი საშობაოდ არა? - მკითხა ჯემამ და წვენი მოსვა.
-ჯერ არ ვიცი. გააჩნია როგორ მოიქცევა.-ჩანგლით ჰარიზე მივანიშნე.
-ეეე მეც აქ ვარ- დაიბუზღუნა ჰარიმ რომელსაც ლამის იყო თეფშიც შეეჭამა.
-გაიგე ჰარი? შობამდე ჩემს გოგოს არ აწყენინო- საჩვენებელი თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ჯემამ.
-არც შობამდე და არც მის შემდეგ ვაწყენინებ- თქვა და გაიღიმა, მე კი ხელახლა შემიყვარდა ეს ბატი.
-ღმერთო სამერ ეს შენც გაიგე?- ჯემა გაოცებული იყურებოდა.- ეს ნამდვილად ჩემი ძმაა? ის ჰარია, ჩემს მეგობარს რომ მოწონდა და უთხრა გეი ვარ და შემეშვიო?
-რა??- ამის გაგონებაზე ავხარხარდი.-ღმერთო ჰარიიი.
-რამექნა, მახინჯი იყო. აბა შენ ნორმალურთან ვისთან იმეგობრებდი- თავის მართლების რეჟიმში გადავიდა ჰარი და თან სცადა ჯემასთვის წაეკბინა.
-ამბობს ბიჭი, რომელმაც დამამთავრებელ კლასებში კოლიდორში ჩემს მეგობარს აკოცა.- გადაიხარხარა ჯემამ.
-რა? ჰარი გირჩევნია იმ სულელური ფილმების ყურების ნაცვლად ეგ ამბები მომიყვე.
-შენ ახლა ჩემს ფილმებს სულელური უწოდე? - თვალები დააჭყიტა.
-როგორ გეკადრება- ვუთხარი მას, ჩემი სკამიდან ავდექი, მასთან მივედი და ცალ ფეხზე ჩამოვუჯექი, ხელები კი კისერზე მოვხვიე.
-ჯემა.- დაუძახა ჰარიმ- ხო ძალიან ლამაზია?- თავით ჩემზე ანიშნა.სახიდან კი თმა გადამიწია.
-იმაზე მეტად ვიდრე მიყვებოდი- კვერი დაუკეა ჯემამ.
-გეყოთ- წამოვწითლდი.-არ გინდათ სადმე წავიდეთ? ან ბავშვებს ვუთხრათ მოვიდნენ.
-გასვლა მეზარება- ერთდროულად თქვა და-ძმამ. მე მაგდია ავალაგე, ვილის დავურეკე და ვუთხარი ლუისთან ერთად ჩვენთან მოსულიყო. ჰარი ვუთხარი მისი სხვა მეგობრებისთბის დაერეკა.
-ოღონდ ის არ მოვიდეს რაა- ამოიწუწუნა ჯემამ- ქერა,მაღალი აივი თუ ვიღაც რომაა- მიყვარს ეს გოგო. სიგიჟემდე მიყვარს.
რამდენიმე წუთში ყველა აქ იყო. ცოტა დავლიეთ, რაღაცეები ვითამაშეთ. მერე გარეთ გავედით და სამი წლის ბავშვებივით დახუჭობანა ვითამაშეთ. ხმამაღალი სიცილით ათ საათზე მეზობლები შევაწუხეთ, რის გამოც პოლიცია გამოიძახეს, რომელმაც გაგვაფრთხილა. რაღა გვექნა: ზოგი წავიდა, ზოგიც სახლში დაბრუნდა. სახლში მისვლის შემდეგ შევამჩნიე მხოლოდ მე, ვილოუ, ჰარი, ჯემა, ლუი და კიდევ ერთი ბიჭი ვიყავით. მერე ისინიც წავიდნენ და ჩვენ სამნი დავრჩით.
-ჯემა შენ როდის მიდიხარ? - ვკითხე თუ არა მაშინვე დამასლოკინა, რის გამოც ჰარიმ დამცინა.
-ზეგ-მოკლედ მომიჭრა ჯემამ.
-ხოდა ხვალ უნივერსიტეტს გავაცდენ და ქალაქში გავიაროთ- თვალი ჩავუკარი.
-ვაააააუ. სამერი უნივერსიტეტს შენს გამო აცდენს ჯემ. ესეგი მართლა ძალიან მოეწონე-ხმამაღლა ამბობს ჰარი.
-მე ყველას მოვწონვარ, ჩემი ძმისგან განსხვავებით- თავმომწონეთ თქვა და წარბები ზემოთ აზიდა.
-არ დავიძინოთ? - დავამთქნარე.- ჯემა წავალ ოთახს მოგიმზადებ თორემ ეს არაფერს გააკეთებდა- ხელი ჰარიზე ვანიშნე.
-ჩემზე ნუ ჭორაობთ ეე- თქვა ჰარიმ და გაბრაზდა. მე გავიცინე, ჯემასთვის ოთახი მოსამზადებლად წავედი და უკან როცა დავბრუნდი დავინახე როგორ უყურებდნენ ჯემა და ჰარი სპანჯბობს.
-ბავშვებოო. თქვენი ძილის დროაა. დაუჯერეთ დედიკოს და წადით საძინებლებში - გავიცინე და წინ ჩამოვუდექი. ჯემამ დაამთქნარა, ტკბილი ძილი გვისურვა და ოთახში შევიდა. მე და ჰარიმაც მივაშურეთ ჩვენს ოთახს.
პიჟამა ჩავიცვი და ჰარის მივუწექი.
-ჯემა მოგეწონა?- მკითხა და ახლოს მოიწია.
-მგონი შენზე მეტადაც- ვუთხარი და გავიცნიე. ჰარიმ არაფერი თქვა ისე მაქცია ზურგი და საბანი მისკენ მიწია.
-ჰაააზ- დავიწუწუნე.- კარგი რააა, გეხუმრეე- მუხლებზე დავდექი და მის გადმობრუნებას შევეცადე. დედამისს რა ვუთხარი, ასეთი ძლიერი რომ გააჩინა, ძვრაც ვერ ვუყავი.- პატარააავ. ბოდიშიიი- ვუთხარი და გადაბრუნებულ ჰარის ცხენივით დავაჯექი.
-პატარავ? მე ვარ პატარა?- გაიცინა და ზურგზე დაწვა.- თუ მაკოცებ ყველაფერი დამავიწყდება. - ტუჩები ორი წლის ბავშვივით გამობზიკა,რომელიც შოკოლად ელის. მეც არ დავაყოვნე და მის გემრიელ ტუჩებს ჩემი შევახე.
მისგან გადმომაგდო და ჩემს ზემოდან მოექცა.
-ვსო დაიძინე- კოცნა შევწყვიტე და გაწევა ვცადე.
-ოოო, კარგი რა საამ- დაიბუზღუნა და კისერში მაკოცა.
-შენი დაა ჩვენთან სტუმრად- ვაწვებოდი მაგრამ არ იძვროდა.
-ვერაფერს გაიგებს, გამომიცდია- თვალები ეშმაკურად აათამაშა.
- არა, იცოდე შობას ლონდონში არ წამოვალ- მაშინვე მომშორდა.მასთან მივიწე, ლოყები და ცხვირი დავუკოცნე და მაგრად ჩავეხუტე.
-მიყვარხარ- ვუთხარი და მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე.
-მეც მიყვარხარ.- მიპასუხა და თავზე მაკოცა.
ხუთი წუთის შემდეგ ისე ღრმად ჩამეძინა, სიზმარიც კი არ მსიზმრებია.

•Agape•       H.S Where stories live. Discover now