We were to close to the stars...
________________________________
-კარგი რაა ჰარიი- ვწუწუნებ-გუშინ სულ გამომაცალე ძალა, ახლა რაღა გინდა- საბოლოოდ ვიშორებ ჰარის, რომელიც კისერზე ტკიპასავით მეკვროდა .
-სულ როგორ წუწუნეებ-ჩაიბურტყუნა და ზურგი მაქცია.
ავდექი და მოვემზადე. ჰარი ისევ ეწვა და მგონი ეძინა კიდევაც.
საწოლზე ჩამოვჯექი და თმაზე თამაში დავუწყე.
ჰარიი- ჩუმად დავუძახე და ოდნავ შევარხიე. - ჰარი- კიდევ ერთხელ გადავუსვი თმაზე ხელი და შუბლიდან გადავუწიე. საბოლოოდ გაიღვიძა, გაიზმორა და ამათვალიერა.
ჩაიფრუტუნა, წამოიწია და მაკოცა.
-არ მოდიხარ შენ? - ვკითხე.
-დღეს ალბათ გავაცდენ- მხრები აიჩეჩა- მეზარება.
-კარგი მაშინ წავედი მე.- ლოყაზე ვაკოცე და ავდექი.
ჩემი მანქანა წაიყვანე, თუ ტარება იციო, საძინებლიდან დაიყვირა. მისი მანქანიდ გასაღები ავიღე და უნივერსიტეტში წავედი. ამ მანქანის ტარება ნამდვილად ოცნებაა.
ლექციაზე გადავრჩი და არ დავაგვიანე. ამას მეორე ლექციაც გადაება და ძალიან დავიღალე. შესვენებაზე ვილი ვნახე, სადღაც თვალი ივისაც მოვკარი.
მერე საპირფარეშოში შემოვიდა, სადაც მაკიაჟს ვისწორებდი.
-მომისმინე- კევი გაატკლაცუნა- შენ ჰარის შეყვარებული ხარ?
-მჰმმ- არც გამიხედავს ისე ვუთხარი.
-რომ მომწონს და თვითონაც მოვწონვარ იცი? - მისი კევის ხმა უკვე ნერვებს მიშლიდა.
-რათქმაუნდა. იქნებ საღამოს ჩვენთან მოსულიყავი ვახშამზე? - გავიცინე. ჩემ სიტყვებზე სახე აელეწა.- ნახვამდის -აივი- მშვენივრად ვიცოდი რომ ივი ერქვა.
სახლში ჰარის მანქანით დავბრუნდი.
მანქანა გავაჩერე და სახლში შევედი.
-ჰარიეეეტ. მოვედიი- დავუყვირე და ჩანთა დავაგდე.
-არ გშია? - სამზარეულოდან გემრიელი საჭმლის სუნს ჰარი ხმაც გამოყვა.
-ისეთი სუნია მკვდარსაც გააცოცხლებს - ვთქვი და გაშლილ მაგიდას მივუჯექი. - მოამზადე თუ შეუკვეთე.
-მოვამზადე- თქვა და წარმოსახვითი გრძელი თმა უკან ნარცისულად გადაიყარა.
-გემრიელი გამოგივიდა- ვუთხარი როცა ჭამა დავამთავრე.
-უი დღეს- დავიწყე მოყოლა და წყალი მოვსვი- საპირფარეშოში ივი ვნახე. ჰარი მომწონს და მეც მოვწონვარო, ჰოდა მეთქი საღამოს ვახშამზე მოდი ჩვენთანქო, მაგრად დავცინე- სიცილით ვყვებოდი. ჰარის ჩემს ნათქვამზე გაეცინა.
-არ დაიჯერე არა? - მაინც ქონდა ეჭვი, რომ იმ კახ.. ივის ნათქვამი მჯეროდა.
-ფფფ, რათქმაუნდა არა- ხელი ჩავიქნიე.
-მოდი ჩემთან- ჩემმა პასუხმა გაახარა და ხელები გაშლა. მასთან მივედი. თვალებში ჩამხედა და სახიდან თმა გადამიწია.
-ძალიან მიყვარხარ- კინაღამ დავეცი ამ სიტყვების გაგებაზე. მითხრა რომ ძალიან ვიყვარვარ. ააააააააააააა!
-მეც მიყვარხარ ჰარიეტ- ვუთხარი და ვაკოცე.ყურებში ერთად მესმოდა მისი და ჩემი გულისცემა.
-შენთან განშორება კი მიჭირს, მაგრამ ლექტორი მიმაკლავს, თუ არ ვიმეცადინე- ძლივს მოვშორდი მას და ოთახში წავედი.
ორი საათი ვიჯექი, ვიწექი, დავდიოდი, ვქანაობდი და ისე ვსწავლობდი. საბოლოოდ მოვემზადე და ოთახიდან გამოვედი. მისაღებში ჰარი არ იყო. სამზარეულოში შესულს საოცარი სანახაობა დამხვდა.
ჰარი წინ გაშლილი უამრავი ფურცლით, ხელში კალმითა და ცხვირზე წამოკოსებული სათვალით იჯდა და ყურადღებით კითხულობდა რაღაცას.
კარში 20 წუთი ვიდექი და მაინც ვერ შეამჩნია.
-სათვალე? ნამდვილად გიხდება- ვუთხარი და მის წინ ჩამოვჯექი.
-ჰო? მადლობა- გამიღიმა და ისევ ფურცლებში დაიწყო კირკიტი.
-ხელს არ შეგიშლი-მისაღებში გავედი. ტელევიზორი ხმადაბალზე ჩავრთე და ინტერესით მივაჩერდი, მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ მაინტერესებდა.
რაღაც მულტფილმის ყურება დავასრულე და ოთახში წამოსაწოლად ავედი.
შვიდი საათისთვის ოთახში ჰარი შემოვიდა.
-პატარავ. საქმეზე გავდივარ და მოვალ, კარგად იქნები?- კარადიდან ჟაკეტი გამოიღო.
-მჰმმმ- დავიზმუვლე. ჩემთან მოვიდა, სწრაფად მაკოცა და გაიქცა. არანაირი ინტერესი არ მქონდა სად იყო ახლა. ვილს დავურეკე და ვუთხარი ჩვენთან მოსულიყო. ისიც მოვიდა. ჰარი მომზადებული საჭმლით გამასპინძლებულ ვილს მოვუყევი ივისთან მომხდარი ინციდენტი და გულიანად ვაცინე. მერე ფილმი ჩავრთეთ, რომელიც სულ არ იყო სასაცილო, მაგრამ ჩვენ რისი ჩვენ ვიყავით თუ კომედიად არ გადავაქციეთ და მოკლედ სახლი სიცილისგან ქალაქის მეორე ბოლოში გადავდგით.
მითხრა რომ არ მენაღვლა მასზე, რადგან ჩემს არ ყოფნაში ლუისთან რჩებოდა, რამაც გამახარა, რადგან მასზე მართლა ვდარდობდი.
ბევრი ვეხვეწე დარჩენილიყო, მაგრამ ათისთვის წავიდა. მეც მინდოდა გავყოლოდი, მაგრამ ჰარიმ არ იცოდა, ტელეფონს კი არ იღებდა. ვილოუ გავაცილე და დავპირდი, რომ მე და ჰარი მას და ლუის აუცილებლად ვესტუმრებოდით.
ვილი წავიდა. დავრჩით მე და ჰარის სახლი, რომელიც მოწყენილობისგან საშინლად კარგად დავალაგე.
ჰარის მისაღებში ველოდი. უკვე სრულდებოდა ათი, თერთმეტი... მაგრამ ჩემი ჰარიეტი არსად ჩანდა.
დაღლილობისგან დამძიმებული ქუთუთუები ქვემოთ მექაჩებოდა. ჰარისთან დარეკვა კიდევ ორჯერ ვცადე, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. ვერც კი გავიგე ისე ჩამეძინა დივაზე.
ჰარის ლოდინში....დაააკომენტარეთ ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
YOU ARE READING
•Agape• H.S
Teen FictionAgape (n) Agape is highest form of love. ახალ საცხოვრებელში გადასვლა საშინელებაა. ყოველთვის იცვლება შენი ცხოვრება როცა იცვლი საცხოვრებელს, კოლეჯს მეგობრებს. ასე შეიცვალა ჩემიც. ვერ ვიტყვი რომ ისე, როგორც მინდოდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც კარგად. ...