"ეძღვნება უცნობ მეგობარ,
კრისტის.
Wherever you are, I hope you're doing it well, mate."
O.Aმარცხენა მხრიდან ყურისწამღები კივილის ხმა მესმის, გოგონას ხმაა. ნაბიჯს ვუჩქარებ.
-გამიშვი, ნაბიჭვარო!- არაამქვეყნიური ხმით ისმის ყვირილი. ვხვდები რომ ეს ემის ხმაა, ახალი გოგონას, ჩვენს უბანში რომ ჩამოიყვანეს.
-შენი ბინძური ხელები მომაშორე!- კიდევ ერთხელ მესმის. ვერ გადამიწყვიტავს მივიდე და იმ გოგონას დავეხმარო, თუ საკუთარ უსაფრთხოებას მივხედო და გზა გავაგრძელო?
უაზროდ ვყოყმანობ. საბოლოოდ გადავწყვიტავ და ვჩერდები, უკან ვტრიალდები და იმ ადგილს ვუახლოვდები საიდანაც ეს ხმა ისმის.
შენობის კედელს ვეკვრი, შარვალში ჩამალულ იარაღს ვიღებ და ჰაერში ვისვრი. მათი ხმა მაშინვე წყდება, იარაღს შემთხვევით მეორედ გამოვკრავ და ტყვიაც უმისამართოდ მიიწევს მაღლა. კედელს ვშორდები და იმ ჩიხში შევდივარ სადაც ჯერ კიდევ არ ვიცი, რა დამხვდება.
ძირს უამრავი შავი პარკი ყრია, რომელზეც საწყალი წითური გოგო უსულოდ წევს და ვერ გამიგია, სუნთქავს თუ არა.
სანამ გონება ამას ხარშავდეს, ვხედავ ჩემს წინ მდგარი ახალგაზრდა ბიჭი როგორ მიმზერს, შავი პირბადე უკეთია, სულ შავ ტანსაცმელში დგას და მიყურებს.
ცოტათი მეშინია მას შემდეგ, რაც პირველ ნაბიჯს ჩემსკენ დგამს.
იარაღს კიდევ ერთხელ ვიმარჯვებ ხელში და უცხო სხეულს ვუმიზნებ, რომელსაც იმედი აქვს რომ ამ წითურთან ერთად ჩემს აყვანასაც მოახერხებს. იარაღს დაუფიქრდებლად გამოვკრავ ხელს, მაგრამ ტყვიის მჭექარე ხმის ნაცვლად, წკაპუნი მესმის.
ტყვიები გათავდა.
ჯანდაბა არტემის. ბავშვობიდან გასწავლეს, რომ შენი უახლოესი მეგობარი რომც გაეტაცებინათ, ამ საქმეს არ უნდა გაკარებოდი.
შენ კი ადექი და სრულიად უცხო ადამიანისთვის თავი საფრთხეში ჩაიგდე.
ერთ წუთი გაშეშებული ვდგავარ, პანიკა მიპყრობს. უცნობი კი მე შემომყურებს, თვალების ჭრილზე ეტყობა რომ იღიმის.
ერთი, ორი,
გონებაში სამი ვახსენე და ადგილიდან მოვწყდი, გავრბოდი, იმდენად სწრაფად რომ სუნთქვასაც კი ვერ ვახერხებდი, უკან უამრავი შენობა ჩამოვიტოვე, მუხლები მეკვეთებოდა.
წამიერად ვჩერდები და ღრმად ვისუნთქავ, ჟანგბადი სულ გამომეცალა, ვგრძნობ რომ მალე კანკალი დამეწყება. წამიერ გაჩერებას არ დავჯერდი და გავიქეცი, მივრბოდი მანამდე სანამ ჩემ შენობას არ მივაღწიე. კიბეებზე სწრაფად ავრბივარ და კარში ვვარდები.
არ მახსოვს უკან თუ დამედევნა, არ მახსოვს სირბილისას რას ვხედავდი. კარს ვეკრობი და ვკეტავ, ყველა ფანჯარას, კარს ვამოწმებ, რაც ამ ძველ სახლს გააჩნია, რომელშიც რამოდენიმე თვის წინ ელენი ცხოვრობდა, ის გოგო რომელიც იმ წითური ემივით გაიტაცეს და ღმერთმა იცის დღეს სად, რომელ კელიაში იმყოფება.
ღრმად ვსუნთქავ, ვხვნეში.
თავს მუხლებში ვრგავ და ვცდილობ დავმშვიდდე, თითქოს მამაცი ვარ, მაგრამ გამოუვალი სიტუაციები სიმამაცეს მიქრობენ, თითქოს მაცლიან მას და მშიშარად მაქცევენ რომელიც მხოლოდ უსაფრთხოებაზე ორიენტირდება.
სახლში ერთერთი კარი იღება და იქედან ჯორჯი გამოდის. ხელში ძველი ლუდის ბოთლი უჭირავს და სერიოზული სახით მაკვირდება, ხვდება რომ ისევ რაღაც სისულელე გავაკეთე. ის კეპი ახურავს, რომელსაც არასოდეს იშორებს ხოლმე თავიდან.
-ამჯერად რომელი?- მეკითხება უინტერესოდ. უკვე იმდენად ხშირად უწევს ამ კითხვის დასმა, რომ ყოველდღიურ რუტინას ემსგავსება.
-ემი- ვპასუხობ და სერიოზული გამომეტყველებით ვაკვირდები, როგორ ჯდება სკამზე, ხვნეშის და წარბებს კრავს.
-ის გიჟი წითური?- ბოთლს იყუდებს.
-ჰო, ალბათ რენემ არ გააფრთხილა რომ დღეს მეშვიდე შემოვლაა.-
-მეშვიდე?! სულ რამდენი წაიყვანეს?- ჯორჯი პირს აღებს და კიდევ რაღაცის თქმას ცდილობს მაგრამ არ ვაცდი.
-ექვსი წაიყვანეს ჯორჯ, რაც იმას ნიშნავს რომ ახლა ყველაზე დაძაბული მომენტი დგება, მეშვიდე და მერვე შემოვლებისთვის საუკეთესოებს აარჩევენ.- ჯორჯი ამჯერად მკაცრ სახეს იღებს, ხვდება საუბარი სადამდე მიდის.
-სახლიდან არავითარ შემთხვევაში არ უნდა გახვიდე არტემის.- ამბობს და ბოთლს მაგიდაზე დებს, ვიცი რომ მართალია, დუმილით თანხმობას გამოვხატავ.
-შენი აზრით ელენა რომელ კელიაში წაიყვანეს?- ვეკითხები.
-ვფიქრობ დეტროიტის კელიაში არ წაუყვანიათ.-
-მაშინ სად შეიძლება წაეყვანათ, ტორონტოში?-
-არტემის, ელენა ალბანელი ემიგრანტი იყო, მას არც კანადაში და არც ამერიკაში არავინ გააჩერებდა. –
-ანუ შენ ამბობ რომ..- სიტყვას არ მასრულებინებს ჯორჯი.
-ოსაკაში წაიყვანდნენ, თუ იქ არა, მაშინ მანილაში.-
-ფილიპინები?- გაოცებისგან ოხვრა აღმომხდა. -გინდა თქვა რომ ფილიპინებშიც..-
-კი. როცა გოგონას ირჩევენ, ეს მისი მონაცემების მიხედვით ხდება. რომელიმე ქვეყნიდან, რომელიმე კელიის მთავარი გამოთვამს სურვილს, რომ აქ, თუნდაც დეტროიტში ან ტოპეკაში, (კანზასი, აშშ-ს ერთერთი შტატი) გოგონა შეარჩიონ მისთვის. დღეს დეტროიტის კელიებისთვის იყვანენ გოგონებს, მათი შემოვლაა, რაც იმას ნიშნავს რომ ემიც ჩვენი კელიებიდან მეექვსეში მოხვდა, რადგან რიგით მეექვსე გოგონა აიყვანეს ამ კვირაში.-
ჯორჯს მშვიდად ვუსმენ, თავში კითხვების ნაკადი ჩნდება.
-დეტროიტის მთავარი კელია მერვეა, მეშვიდეში კი უფროსის დამხმარე ხალხი იმყოფება. ისინი მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული არტემის, ამ ხალხის სათავე და მთავარი ცენტრი დეტროიტია, ჩვენი ბნელი ქალაქი.. ეს უდიდეს აგლომერაციას გავს, მსოფლიოს უამრავ ქალაქში ისინი კავშირს განაგრძობენ ერთმანეთთან, ყოველდღიურად, ასე რომ ვთქვათ ეს სავაჭრო სისტემაა, შავი სავაჭრო სისტემა. არ აქვს მნიშვნელობა ეს ორგანოებით ვაჭრობას ეხება, ნარკოტიკებით თუ ასე შემდეგ, შავი ხვრელივით ყველაფერს შთანთქავენ, რაც ვარგა და რისი გამოყენებაც შეიძლება. - ყოველ სიტყვას ვიმახსოვრებ და საჭიროების ადგილას ვათავსებ, ჩემში.
-ვინ არის ამ უზარმაზარი მსოფლიო კავშირის თავში?- კითხვას მოულოდნელად ვსვამ. ჯორჯი მიყურებს და ცდილობს ამოიკითხოს რა მიტრიალებს თავში.
-ზედმეტად ახალგზარდაა, მაგრამ გამოცდილი და ჭკვიანი, იცის როგორ მართოს ხალხი, როგორ ააწყოს ახალი ურთიერთობები და რაც მთავარია, მას არაფერი აშინებს. ამ საქმეს მშიშარა ადამიანი ვერ წაუძღვება. წარმოშობით პაკისტანიდანაა,ზეინი ჰქვია, ზეინ მალიკი.-
ეს სიტყვები ინფორმაციასავით დაემატა ჩემ გონებას და მყარად შეინახა ის, ვიცი რომ ოდესმე აუცილებლად დამჭირდება.
-როგორ ფიქრობ უკვე შემამჩნიეს, ჯორჯ?- მძიმედ ვყლაპავ ნერწყვს და ვეკითხები.
-ამ ქალაქში, ყოველ კუთხეში მათი კამერა დგას არტემის, როგორ გაიფიქრე რომ თვალიდან ვინმეს გამორჩებოდი?-
-მაგრამ, ხომ არის შანსი რომ არ მომაკითხონ? ბევრი შემოსვლა მახსოვს, მაგრამ ხომ გადავურჩი მათ?-
-მართალია, მაგრამ გააჩნია მათი კამერების წინ რა მოიმოქმედე.- თავში სისხლი მაწვება, რა სულელი ვარ..
ჯორჯი ხვდება რომ რაღაც რიგზე ვერ არის.
-რა მოიმოქმედე არტემის?-
-მე.. ემის დახსნა მინდოდა, იარაღი ამოვიღე და ორჯერ ვისროლე..-
ჯორჯი გაოცებისგან და ბრაზისგან პირს აღებს, ვხვდები რომ უნდება იყვიროს, მაგრამ არ შეუძლია, აქ სუნთქვაც კი არ შეიძლება ხმამაღლა, რომ რაიმე განსხვავებულობის ნიშანწყალი არ დატოვო, ხელი რომ არ დაგავლონ და შემდეგ თავისი სურვილებისთვის გამოგიყენონ.
-შენ რა გაგიჟდი?!- ფეხზე წამოიჭრა. -ჭკუა როგორ დაკარგე არტემის?! იცი მაინც ამ ქალაქში სიმამაცის გამოჩენა რას მოგიტანს? შენ მათთვის ძალიან საინტერესო სცენა დადგი, უცნობი გოგონა რომელიც ცდილობს თავისი სიმამაცით სხვისი სიცოცხლე იხსნას, თავი უკვე ღრუბლებზე მაღლა გაქვს არტემის, იქ საიდანაც კელიები მაღლიდან იყურებიან, მსხვერპლის დასაჭერად.-
-ემის რას უპირებენ?- სიტყვებს ყურადღებას არ ვაქცევ და ვეკითხები.
-მეექვსე კელიის წევრები გადაწყვეტენ მაგ გოგოს რაში გამოიყენებენ, შეიძლება ორგანოები ამოაცალონ და გაყიდონ, ან უბრალოდ თავისთვის დაიტოვონ, მეძავად.-
შიში ახლა უფრო მეტად მიპყრობს. მე მათ კამერებში უკვე გამოვჩნდი, მეშვიდე და მერვე კელია დარჩა, რაც იმას ნიშნავს რომ ამ ორი კელიის წევრი ამ წამსაც შეიძლება თათბირობდეს იმაზე, თუ საიდან აიყვანონ ახალი.
-ჯანდაბა, ჩვენი სახლი ძალიან ახლოსაა იმ ადგილიდან, ჩემი მოგნება არ გაუჭირდებათ, ამ ქუჩაზეც კი აქვთ კამერები.-
ვამბობ ხმადაბლა და ფეხზე ვიჭრები.
-არტემის, მე დარწმუნებული ვარ, რომ უკვე აგირჩიეს. მე მათ ხრიკებს კარგად ვიცნობ. თუ მეშვიდე კელიამ აგირჩია, უკეთესია. თუ კი მერვეში მოხვდი..- ჯორჯმა შეანელა.
-თუ მერვეში მოვხდი რა მოხდება ჯორჯ?- გული სწრაფად მიცემს.
-მერვე კელიაში მხოლოდ ზეინი ირჩევს, ვინ აიყვანოს. ეს ბიჭი ჭკვიანია, მაგრამ სასტიკი. არავის შეიბრალებს, სხვებს უბრალოდ დაამონებს და ისე დააჩოქებს მის წინ, რომ ვერც კი გაიგებ ეს მათი სურვილის მიუხედავად თუ გააკეთეს. უბრალოდ დაიმახსოვრე არტემის, თუ მერვე კელიაში მოხდები, გაქცევა არავითარ შემთხვევაში არ სცადო. ეს ერთადერთია რაც ყველაზე მეტად ეზიზღებათ უფროსებს, განსაკუთრებით კი მას.-
გონება მებინდება, ფეხზე ვდგები და ბოლომდე მრჩება იმედი, რომ ჩემთან არ მოვლენ. აქედან გაქცევას კი აზრი არ აქვს, აქ ყველგან მათი ლანდი დაიარება.
ოთახში შევდივარ და მოწყვეტით ვეცემი საწოლზე, ჯორჯი თავის ფიქრებთან ერთად დავტოვე.
ტვინი ითიშება.
მახსენდება როგორ ვჭამ ბამბის ნაყინს და ვუყურებ ქარხანას რომელშიც მანქანების ნაწილებს აწყობენ, ვუყურებ როგორ ჭამს ძაღლი გამხმარ პურს მესერთან ახლოს, უეცრად ემი ჩნდება, წითელი თმა და მოცინარი სახე, რომელსაც არ უნდა დაიჯეროს რომ ამ საღამოს გაწვიმდება.
ეს გონების შესავალია, იქ სადაც სიზმრები იწყება.
და სიცარიელე.
ვიღაცის კივილი მაღვიძებს, ვხვდები რომ ეს მოპირდაპირე ქუჩიდან მოდის. თავს ვწევ და ტელეფონს ვუყურებ. დილის ოთხი საათია. ფეხზე ელვის სისწრაფით ვდგები და მისაღებში გავრბივარ, ფანჯარასთან ჯორჯი მხვდება, ფარდას ამოფარებულა და გარეთ იყურება.
-რა ხდება ჯორჯ?- ვჩურჩულებ მე.
-ეზრა წაიყვანეს.- ამბობს გულდაწყვეტილი.
-პაკისტანელი კარაჩიდან?- ხელისგულები ოფლიანდება.
-ჰო, მეშვიდე კელიამ აიყვანა არტემის, არამგონია დეტროიტში დატოვონ.- ამბობს ჯორჯი და და ერთხელ გამომხედავს.
-
ჩუმად ვდგავარ, მეშვიდე კელია..
მერვე კელიის დრო დადგა არტემის.
ვამბობ გულში და ვლოცულობ რომ ამ დაწყევლილ ადგილას არ ვიყო, ვლოცულობ იმ ღმერთისთვის რომელიც ალბათ ამ ჯოჯოხეთში ხელს აღარ აფათურებს.
-არტემის?- ჩურჩულებს ჯორჯი. -გესმის ეს ხმა?-
ირგვლივ ვიყურები. მესმის როგორ კაკუნობს რაღაც ჩვენი სახლის მარცხენა მხარეს, შემდეგ უკან, მერე მარჯვნივ, წინა მხარის ჯერია.
გული გამალებით მიცემს და უდიდესი სურვილი მიჩნდება ჩემი სისწრაფით აქედან გავიქცე.
ღრმად ვისუნთქავ და ზუსტად ამ დროს კარზე რითმული კაკუნი ისმის, ჯერ სამჯერ, მერე ორჯერ და საბოლოოდ ერთჯერ.
-არტემის..- სევდიანი ხმით ამბობს ჯორჯი და მიყურებს. ვუყურებ და ვხვდები რომ ეს მოხუცი მართალი იყო.
ყოველი ფანჯარა იმსხვრევა, ტყვიები მინებს ლეწავს და ირგვლივ ნამსხვრევები იფანტება. ძირს ვიხრები რომ ისინი ავირიდო.
კარი იღება, ვიხედები და შავებში ჩაცმულ ბიჭს ვხედავ, შავი პირბადით.
შიში მიტანს, ვგრძნობ როგორ დაიჭრა ჩემი კანი უამრავი პატარა ნამსხვრევებისგან, შესაძლოა ზოგიერთი კანშიც შეიჭრა მაგრამ ახლა ამის დრო არ იყო. ძალა მეცლება, მაგრამ ვცდილობ ჩემი სიმამაცე და ძლიერი გული არ დავკარგო.
-მერვე კელია.-
ყველაზე ცუდი წერტილი მე მხვდა წილად.
- შენ აგირჩია.- ამბობს ჩემში არაფრისგან მომავალი ხმა.
დროა.——
გამარჯობა!
კეთილი იყოს სიგიჟეების ისტორიაში თქვენი ფეხის შემობიჯება.
მინდა გამოთქვათ აზრი, მოგწონთ თუ არა ამ ჟანრის და სტილის მოთხრობები?