მწარე, მაგრამ ტკბილი.

1K 100 41
                                    

საერთოდ არ მიხარია, რომ სამყარო ჩემნაირი ნაგვითაა სავსე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

საერთოდ არ მიხარია, რომ სამყარო ჩემნაირი ნაგვითაა სავსე. არ ვიცი რას ვეძებ, ან რა მინდა ამ ცხოვრებისგან, თუმცა ფაქტია, რომ არაფერი მადარდებს, შესაბამისად არაფერი გამაჩნია, რასაც დავკარგავ. ეს იმას ნიშნავს, რომ მე შეუჩერებელი ვარ.
ვერაფერი შემაჩერებს, ვერც შენ და მათ შორის, ვერც სიკეთე.
რეალურად, ისეთს არაფერს გავაკეთებდი, რაც საფრთხეში ჩამაგდებდა. მე ეგოისტი ვარ და არა იმდენად სულელი, რომ ხანდახან სხვისი მოკვლის სურვილის გამო თავი გავწირო.
ეს ერთადერთხელ მოხდა, როცა ზეინის მოკვლა ვცადე, თუმცა ახლა ვაცნობიერებ, მისი დამპალი ხორცი მე არაფერს მარგებს.
მე მხოლოდ მისი სული მჭირდება.
მე ის ადამიანი ვარ, ვინც სხვების სულებით არის გატაცებული, მახარებს, რომ ბევრი ამას, აქამდე ვერ ხვდებოდა.
კედელთან მდგარ ბიჭს, ალბათ არც კი წარმოუდგენია, რამდენს ნიშნავს იყო სულიერად ლამაზი, თორემ ახლა აქ, მისნაირი კეთილი და სუფთა სულის მქონე, ჩემნაირთან ახლოსაც კი არ დადგებოდა.
ან სულელია, ან ზედმეტად ბრმა, რომ ჩემი კანის სამოსი ასე აბრმავებს.
გულში სასიამოვნოდ მეღიმება. თვალებს ვერ მაშორებს, ალბათ როგორ უნდა რომ შემეხოს. ძალიან ღრმად მახსოვს, როგორ მიტაცებდა ამ ბიჭის სისუფთავე ოდესღაც, ახლა კი იგი ჩემს წინ დგას და ხელსაც ვერაფერი მიშლის.
მასთან ძალიან ახლოს ვარ და დარწმუნებულიც კი, რომ დღეს ვეღარ გაუძლებს და ვერ გაიქცევა.
მის სახესთან ძალიან ახლოს ვარ, ვხედავ როგორ მიყურებს ტუჩებზე, მეღიმება. ნერვიულობისგან ღრმად სუნთქავს და ვეღარ ხვდება გაიქცეს, თუ დაივიწყოს თავისი ბარიერები.
-გააკეთე ეს, ნოა.- ჩურჩულით ვეუბნები.
მიყურებს.
საკუთარ თავს ეკითხება, რომ ნებართვა აიღოს.
თვალებში ვუყურებ, წამიერად ვფანტავ გონებას და ზუსტად ამ დროს, ხელებით მეხება სახეზე, მისკენ მწევს და ჩემს ტუჩებს ეხება.
სხვანაირი გრძნობაა და უკვე ვხვდები რატომაც, თუმცა ამის განხილვას არ ვაპირებ.
მკოცნის, მე კი ვცდილობ ავყვე, ფეხზე მაყენებს და ვამჩნევ როგორ მიბიძგებს საწოლისკენ.
გულში რომელიღაც მეს ეცინება.
საწოლზე ვვარდებით, სახეზე მაკვირდება, მერე კი ისევ მკოცნის. წარმომიდგენია, რამდენი ხანია რაც ამ მომენტზე ფიქრობს.
ხელებს ჩემს მაისურს ავლებს, მერე კი წელზე მეხება, სასიამოვნოა. მაისურს მხდის, მერე კი ყელში მკოცნის.
უეცრად ჩერდება და მიყურებს.
-შენ..- სახეზე ისე მაკვირდება, თითქოს რამის ამოცნობა და დაზუსტება უნდა.
– შენში რაღაც შეიცვალა.- წარბებს კრავს, აშკარად არ არის ნასიამოვნები ამ ფაქტით.
-რაღაც შეიცვალა, ჩემს სხეულში ნოა.- ვუღიმი და მის სახეს ვუყურებ, რომელიც ზემოდან დამყურებს. მისი არეული თმა და გაურკვეველი გამომეტყველება ამ წუთისთვის სასაცილოა.
-შენ..- პაუზა. -შენ სხვა კაცს მიეცი უფლება, რომ შეგხებოდა?- ხელებით საწოლს ეყრდნობა, ვხედავ იმედი აქვს, რომ უარს ვეტყვი, თუმცა მიხარია ამ პასუხს რომ ვერ მოისმენს და სადღაც, მის სულში მჯდარ პატარა ბიჭს, გული დაუზიანდება.
მეღიმება.
-მე ამის უფლება მას მივეცი, ვინც ზუსტად ისევე მძულს და გულს მირევს, როგორც შენ ნოა.
შენ კარგად იცი, რომ იშვიათად მომწონს რაღაცები, ან ვიღაცები.- ისეთი გამომეტყველება მაქვს, რომ მივახვედრო, რამდენად დარწმუნებით ვსაუბრობ.
-შენ ზედმეტად კარგი სამყარო გაქვს, ჩემნაირისთვის.- ვიცინი.
ამჯერად მშორდება, ვხედავ რამდენად უკმაყოფილოა. ვიცი, რაღაც დავუმსხვრიე ორგანიზმში, ალბათ იმის იმედი, რომ სხვანაირი ვიქნებოდი, ისეთი, როგორსაც მან თინეიჯერობის ასაკში უთვალთვალებდა.
ერთხელ შემომხედავს, საწოლზე ბრიუსჰალტერით მწოლიარეს და ჩემგან მიდის. ალბათ ამ ოთახშიც კი საკმარისზე მეტად დაგროვდა ჩემი ზიზღი.
რამდენჯერ უნდა მოტყუვდნენ ადამიანები ჩემით, არ მესმის.
ხელებს თეთრ, ჯიბეებიან მაისურს ვავლებ და ვიცვამ, მხოლოდ საცვალს მიფარავს. იმ პატარა დანას ჯიბეში ვათავსებ, რომელიც იმ დღესვე დავიბრუნე. თუ მასზე არა, თავის დასაცავად აუცილებლად გამოვიყენებ.
საინტერესო იქნება, ვინმე ისეთს გადავეყარო, ვინც საკმარისად ჭკვიანი იქნება იმისთვის, რომ თავიდან მომიშოროს.
მშვენიერი დღეა, ვიღაცის სულში შესაღწევად.
დარწმუნებული ვარ, დღეს მასთან შეხვედრა რომ მიწერია. ორი კვირა გავიდა, თუმცა არ მინახავს. იმედია ბოლომდე არ დაინახა ჩემი სამყარო და ჩემს მოშორებას არ აპირებს, იმიტომ რომ ჯერ ზედმეტად ადრეა, ჩემი სურვილები მინდა ავიხდინო.
უსასრულო ფიქრში ვხვდები, რომ საკმარისზე მეტი დრო გავიდა. იმ შეშინებულ გოგოს ველოდები, რომ მომაკითხოს, თუმცა არსად ჩანს.
დაუფიქრებლად ვდგები და კარზე ვაბრახუნებ. ვიცი, რომ ჩემგან მსგავსი ქცევა გაუკვირდებათ და აუცილებლად მომაკითხავენ.
კიდევ ერთხელ ვაბრახუნებ, უფრო ძლიერად.
საკეტის ხმას ვიგებ, კარს ვშორდები, ისიც იღება.
ის ბიჭი გაოცებული მომჩერებია, აქამდე სიამოვნებით რომ დამატარებდა თავის უფროსთან, იმ იმედით, რომ ჩემს სხეულს იქედან მკვდარს გამოიტანდნენ.
-ზეინის ნახვა მინდა.- ვამბობ და მისკენ ახლოს მივდივარ. გაკვირვებული მიყურებს, მერე კი ჩემს ნათქვამზე იწყებს ირონიულ სიცილს.
-მართლა გგონია, რომ ამ დროს უფროსს შენნაირი ბო*ისთვის სცალია?- მის ბინძურ სახეს სიცილის შეკავება არ შეუძლია, მე კი სიამოვნებით შევიღებავდი სისხლით ხელებს.
არც კი ვფიქრდები ისე ვიღებ დანას ჯიბიდან, თვითონ კი ვერ წარმოუდგენია რომ ამას გავაკეთებ.
დანას მხარში ვურტყამ.
ვგრძნობ როგორ ღრიალებს ტკივილისგან, მსიამოვნებს.
ალბათ ვერ წარმოიდგინა წამების წინ, რომ მის მხარში დანა აღმოჩნდებოდა, ახლა კი გამწარებული მოუწევდა ღრიალი, იმისთვის ვინმეს მისთვის რომ ეშველა.
საიდანღაც რონი ჩნდება, ამ სინაგვეს, ჩემს წინ რომ ღრიალებს ხელს შეაშველებს, მერე კი ოთახში მაგდებს, კარს კეტავს.
სიამოვნებისგან სიცილს ვერ ვმალავ, სისხლიანი დანა კი ხელში მიჭირავს.
-ჯანდაბა ედი, ხომ გითხარი თავი შორს დაგეჭირა ამ სატანისგან!- მესმის როგორ ყვირის რონი, კარის მეორე მხრიდან.
-უკვე აღარ შემიძლია, რამდენ ხანს აპირებს ამ კახპის შენახვას, სანამ არ დალპება?- გაუკონტროლებლად ღრიალებს რონი.
მაგარი გრძნობაა, როცა ვიღაცას სურს თავიდან მოგიცილოს, თუმცა ამის გაკეთება არ შეუძლია, იმიტომ რომ ამდენი გამბედაობა არ აქვს, მშიშარაა, ან კიდევ ჩემნაირი ეგოისტი, რომელიც სისულელეს არ ჩაიდენს და თავის საწყალ სიცოცხლეს მოუფრთხილდება.
ყვირილი თანდათან წყდება, კედელს ზურგით ვეყრდნობი და ვტკბები.
წუთები გადის, ვფიქრობ რომ საწადელს მივაღწიე, მას შემდეგ რაც კარის საკეტის ხმას ვიგებ და ვდგები.
იქედან ნოა გაოცებული სახით შემომცქერის, აქამდეც იცოდა რომ ნორმალური არასოდეს ვყოფილვარ.
ვერ ვხვდები, რატომ უკვირთ ჩემი მსგავსი საქციელები,
მე ნორმალური არ ვარ,
არასოდეს ვყოფილვარ.
-სულ გაგიჟდი, არა?- დაღონებულია, ხელები ჩამოუშვებული აქვს.
-სანახევრო გაგიჟების შესახებ გსმენია?- ვთამაშობ.
-მე არა.- მალევე ვპასუხობ ჩემს კითხვას.
-ამჯერად მგონი ვერავინ გიშველის, არტემის.- მშვიდად ამბობს, მე კი
ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
-რის თქმა გინდა, ნოა?- მასთან ახლოს მივდივარ.
-ზეინს შენი ნახვა უნდა, ვფიქრობ ბოლო დღეა, როცა გხედავ.-
მის სახეზე არანაირი რეაქცია არ იხატება.
მეცინება.
-რა სამწუხაროა, ჩემი სიცოცხლის ბოლო დღეა, ჩვენ კი, ნოა.. მხოლოდ კოცნა მოვასწარით.- ჩემი გულის ამრევი მოჩვენებით ვამბობ ამ სიტყვებს.
რატომღაც, ჩემი სხეული დღეს სიკვდილისთვის მზად არ არის.
თითქოს რაღაც მეუბნება, რომ ასე ადვილად, ჩემს დამპალ სულს თავისუფლებას უფალი ვერ აღირსებდა, ალბათ უფრო უარესი რამ მიწევს,
მაგალითად სიცოცხლის გაგრძელება და იმ ზიზღის გაორკეცება, რაც გულში აქამდე დამიგროვდა.
ღმერთი კარგად აზროვნებს,
ადრე მეგონა ცოტათი გაბოროტდა,
თუმცა ახლა ვხვდები, რეალურად სიკვდილი ჩემი სულის ხსნა იქნება,
სცენარი მომწონს.
თავს მაღლა ვწევ.
-მაშინ, მზად ვარ ფიზიკურად ახლოს დავდგე სიკვდილთან.- ვიღიმი.
ნოა გზას ათავისუფლებს, გარე სამყაროს ვუერთდები.
ვგრძნობ ზურგს უკან, მის მწველ მზერას.
ვგრძნობ, მის სურვილს, როგორ უნდა შემეხოს და მითხრას, რომ მიუხედავად იმისა, როგორიც ვარ, ჩემი სხეული მაინც იზიდავს.
შესაძლოა, ის არტემისი მოსწონს, მის წარმოსახვებში რომ შექმნა და ახლა იმედი აქვს, რეალურად რომ ზუსტად ისეთი ვიქნები.
მეცოდება.
სანამ კიბეებს ავუყვებოდე მისკენ ვტრიალდები, თვალებში ვუყურებ.
-ასე მშვიდად როგორ შეგიძლია იყო?- წარბებს კრავს და ისე მეკითხება.
მის ხმაში სევდას ვგრძნობ.
ღმერთო, ეს გრძნობა ადამიანად ყოფნას მახსენებს.
-იმიტომ, რომ მე არტემისი ვარ.- ვპასუხობ და მისი სახისკენ ვიწევი.
იცის, რომ ვერ შემაჩერებს.
მოწყვეტით ვკოცნი, ვშორდები და თვალებში ვუყურებ.
არ იცის, რა გააკეთოს,
რა იფიქროს ან საით წავიდეს.
ზურგს ვაქცევ და კიბეებს ავუყვები, ზუსტად იმ კართან ვდგავარ, სადაც მთელი სხეულით მინდა, რომ ვიყო.
ვგრძნობ, უკან ის ადამიანი ნაღველში იხრჩობა.
ვიღიმი და ვაკაკუნებ.
კარი ჩემს სიმძიმეზეც კი ეღება,
ფართოდ ვაღებ და ოთახის ნაწილი ვხდები.
კედელს სხეულით ვეყრდნობი, თავს ოდნავ მაღლა ვწევ.
ღიმილის შეკავებაც კი არ შემიძლია, როცა ტუმბოსთან მდგარ ზეინს ვხედავ, დღეს შავებშია.
თავისი უცნაური და მკრთალი ღიმილით მიყურებს, ვერც კი ვხვდები რისი მანიშნებელია.
ხელები ჯვარედინად უწყვია ერთმანეთზე.
ერთმანეთს ვუყურებთ და არცერთი ვიღებთ ხმას, ჩვენ შორის დიდი სივრცეა.
საბოლოოდ, ჩემს სიცილს ოდნავი ბგერა ჰყვება.
მის სახეს ვუყურებ, ამჯერად ისიც ფართოდ იცინის.
პაუზა.
-არ მეგონა, ამ ოთახში თუ მომიწევდა სიკვდილი.- როცა ვმშვიდდები, ვამბობ.
-ზედმეტად ცუდი ხარ, სიკვდილისთვისაც კი.- იღიმის.
მე კი ვიცი, რომ ის მართალია.
მასში რაღაც ვერ იკითხება, დარწმუნებული ვარ რაღაც უნდა იყოს.
როგორც სჩვევია, ახლოს უნდა მოდიოდეს, ეს კი არ ხდება.
ჩემთვის ცუდია, იმიტომ რომ მისი მოსყიდვა მჭირდება, ჩემი კანით. თუ შორს იდგება, ამას ვერ მოვახერხებ.
რამოდენიმე ნაბიჯს ვდგამ საწოლისკენ და მერე მოწყვეტით ვეშვები. ფეხები იტაკზე მიწყვია, ზედა ტანი კი საწოლზე.
ვგრძნობ, როგორ მეწებება თმა ოფლიან ზურგზე.
-როგორი შეგრძნება იყო, ჩემი კიდევ ერთი ქვეშევრდომის სისხლში ამოსვრა?- ღიმილიანი ტონით ამბობს.
-ისეთი ტკბილი, როგორიც ბავშვობაში მოპარული ატმის ჭამა.- ვპასუხობ და ღრმად ვსუნთქავ,
იმ მომენტს ვიხსენებ, ის ბიჭი რომ დავჭერი და მეღიმება.
-და ისეთიც, იმ ადამიანს რომ კოცნი, ვინც ადრე ყოველთვის შენით იყო დაინტერესებული, შენ კი მისით, არა?-
ცოტა არ იყოს, ამ სიტყვებს არ ველოდი.
პასუხს არ ვცემ.
-ვიცი, რომ ეს საწყალი ნოა, გეზიზღება არტემის.- ამბობს დარწმუნებული ტონით.
-მიხვედრილი ხარ.- ვამბობ და ვიღიმი.
ვგრძნობ როგორ იძრება ადგილიდან და უახლოვდება საწოლს.
იხრება და ჩემსავით ეშვება საწოლზე, ჩემს გვერდით.
ერთმანეთს არ ვუყურებთ.
ღრმად ვსუნთქავთ და ორივემ ვიცით, რამდენად გვავსებს ზიზღი ერთმანეთისდამი,
ამას ორივე მთელი არსებით ვგრძნობთ.
-ამ სამყაროში, რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გძულს?- უეცარ სიჩუმეში, კითხვას მისვამს.
ვფიქრობ, ვიცი პასუხი რაც არის და ეს მანაც კი იცის.
-ყველა პატარა დეტალი მძულს, ეს შენ უკვე კარგად გაიგე, ზეინ.- ჩემს სიტყვებში ღიმილის შეკავებას ვერ ვახერხებ.
მსგავს პასუხს, ისეც ელოდა.
მის პროფილს გავხედე, მზერა უსასრულობაში გაეპარებინა და ღრმად ჩაფიქრებულიყო.
-მე ძალიან იშვიათად მომწონს, რაღაცები.- დაუფიქრებლად წამოვისვრი სიტყვებს.
-ბევრი არა, მაგრამ ერთი დანამდვილებით ვიცი, რაც მოგწონს.- ისე ამბობს, რომ არც მიყურებს.
-სიამოვნებით მოგისმენ.-
ღრმად სუნთქავს,
მის მხრებს და ყელს ვაკვირდები.
-ჩემი შეხება.- მის ბაგეებს ჰაერში ეს სიტყვები გამოსწყდება.
ვიცი, რომ მართალია.
ვიცი, რატომაც მომწონს მისი შეხება.
მისდამი არანაირი ადამიანური გრძნობა არ გამაჩნია, გარდა მიზიდულობისა და ვნებისა.
-შენ მიზნად ჩემი სულის გასინჯვა დაისახე. როგორც კი შეამჩნიე, რომ ის..- არ ვამთავრებ, რომ მთავარი არ ამოიხსნას.
პაუზა.
-ის სხვანაირია, მას ზუსტად იმ თვალით მიუდექი, როგორიც არის. არც კი გაგიკვირდა, ჩემი სულის ასეთი მდგომარეობა, მართალია მცირე ნაწილი დაინახე, მაგრამ მაინც.-
ვჩერდები, ის კი ჩუმად მისმენს.
-არ გაგიკვირდა, არამედ შეგზიზღდა.- თვალებს მეც ჭერს ვუსწორებ.
-ვიცი, რომ გეზიზღები, გამოიცანი და მეც. შენი შეხება იმიტომ მომეწონა, რომ მივხვდი, რომ გაიგე, ჩემი კანის შიგნით სიმახინჯე დაგხვდებოდა. ადამიანებს მოსწონთ, როცა მათ ისე ექცევიან, როგორებიც რეალურად არიან.-
ღრმად ჩაისუნთქავს, მერე მაისურს იხდის და ისევ ისეთ პოზაში წვება.
ჭერს მიშტერებია.
ძალიან მინდა სულში შევუძვრე და დავუნაკუწო,
იმედია ამას ჯერ ვერ ხვდება.
-ყველაზე პირდაპირი ქალი ხარ, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ.-
ამბობს და მკრთალად იღიმის.
სასიამოვნოდ მეცინება,
ჯერ მთლიანად ვერ გაიგო, რომ გვერდით საშინელება უწევს.
ორივე ვდუმვართ და თითქოს დრო ალაპარაკდაო.
ვგრძნობ, როგორ მიწევს მაისურს და როგორ მეხება მუცელზე, იმ ადგილას, სადაც ჩემი ზიზღი ატომური ბომბივით ინახება.
ტაო მაყრის, ჩემს სურვილებს არ ვეწინააღმდეგები, არ მანაღვლებს ამ კანს ვინ შეეხება, თუმცა ამ წუთისთვის, მისი შეხება ჩემს მთელ ორგანიზმს მოსწონს.
-მე კი ეს ადგილი მომწონს.-
ამბობს და სახეს მისწორებს.
ამჩნევს, რომ ეს ყველაფერი მის სასარგებლოდ, ჩემზე გამომწვევად მოქმედებს.
ღრმად ვსუნთქავ,
ამ ადამიანს თვალებში ვუყურებ და გული მერევა, ისე როგორც ყოველთვის, ჩემში არსებული ცხოველი მთხოვს, არანორმალური მე მთხოვს, მის დაზიანებას.
ამის ნაცვლად, ჩემს სხეულს, რომელიც სრულიად ცალკე ადამიანია, ვემორჩილები.
ვუყურებ, მიყურებს, ორივემ ვიცით რომ ზიზღი დაუძლეველია ჩვენს შორის.
როცა ბაგეები ოდნავ შორს აქვს ერთმანეთისგან, წამის მეასედში ვიწევი ადგილიდან და მის ტუჩებს ვეწაფები.
ვგრძნობ როგორ გიჟდება, ჩემი სპონტანური ქცევებით.
ხელს სახეზე მკიდებს და უხეშად მკოცნის, როგორც სჩვევია.
მის გულმკერდს ვეხები, მინდა რომ სურვილები ვეღარ გააკონტროლოს და ჩემით კიდევ ერთხელ მოტყუვდეს.
უეცარი მოძრაობით საწოლზე ვტრიალდებით, ამჯერად ჩემს ზემოთ ექცევა. კოცნას არ წყვეტს, უფრო მეტად აღრმავებს მას.
ვგრძნობ, მოზღვავებულ ვნებას და სურვილს.
კოცნით ყელს ჩაუყვება, მერე კი მხარზე მიტოვებს კოცნას.
ჯანდაბა, ხორციელი მეტად სასიამოვნოც კია, ჩემნაირი ადამიანისთვის.
თავს წევს და სახეზე მაკვირდება,
ველი რომ კიდევ ერთხელ მაკოცებს.
ჩერდება, წამები გადის, მე კი მოთმენა არ მინდა.
ველოდები.
თითქმის ვრწმუნები, რომ ცდუნებას ვერ გაუძლებს და მაკოცებს,
მაგრამ ამის ნაცვლად მშორდება.
მთელი სხეული ოფლიანი მაქვს.
ფეხზე ვდგები.
ნასიამოვნები მიმზერს და თავისი თავით კმაყოფილი, იღიმის.
ჭკვიანია, მე კი ამაზე მეღიმება.
დღეს თუ ვერა, ოდესმე ცდუნებას ვერ გაუძლებს.
-იმედგაცრუებას უნდა შეეგუო, ყოველთვის ვერ მიიღებ იმას, რაც  გინდა.- მსახიობური ნიჭით თამაშობს.
ვუღიმი.
ძალიან ახლოს დგას,
ჩვენი ცხვირები თითქმის ერთმანეთს ეხება.
-მართალი ხარ, ზეინ. იმედი მაქვს ვერ გაიგებ, ზუსტად რა მინდა, შენგან.-
-ტკბილი კანი და მწარე სული, ეს შენ ხარ არტემის.
შენ არსად წახვალ, იმიტომ, რომ ერთადერთი ვარ, ვინც ამოგიცნო.
ერთადერთი ქალი ხარ, ვისი სხეულიც
დასახიჩრებისთვის არ გავიმეტე.-
მის სუნთქვას ვგრძნობ სახეზე.

მშორდება.
ჩემგან უკან იხევს და მიყურებს.
იცის, რომ ამ ღვარძლს, მე რომ თან დავატარებ, სასიკვდილო შედეგი შეიძლება მოჰყვეს,
ან ჩემთვის,
ან მისთვის.

——
როგორც ყოველთვის, თქვენს შეფასებასა და აზრს ველი!
მადლობა ამდენი დადებითი კომენტარისთვის, ძალიან მახარებს ეს ყველაფერი.
როგორ ფიქრობთ, როგორი სულიერი მდგომარეობა გააჩნიათ, ზეინსა და არტემისს?

Breathe, Arthemis.Where stories live. Discover now