ყველაზე ამორალური ქალი ხარ.

879 91 32
                                    

რცხვენია

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

რცხვენია.
ხელებს მორიდებულად დაასრიალებს ჩემს სხეულზე.
მის ტუჩებს ვეწებები და ვცდილობ მაისური მოვაშორო.
მის თმას ვეხები.
ზეინს უფრო სხვანაირი ტუჩები აქვს.
მისი შეხებები უფრო უხეშია, რაც უფრო მეტად მიღვიძებს სურვილს, მასში შევაღწიო.
ნოა კი მორცხვად მეხება, ჰგონია რომ დავდნები.
ქარი უმისამართოდ დაფარფატებს და ჩემს წაბილწულ სხეულს ისე დაათრევს, როგორც საცოდავი მკვდარი ხალხის, აუხდენელ ოცნებებს.
სამყარო მძულს, ალბათ სხვაგვარად ვერც იქნებოდა.
არ მაღელვებს რა მომივა, მხოლოდ ჩემს მიზნებზე ვფიქრობ.
სიცილს ვერ ვმალავ, ნოასთვის ეს საოცარი მომენტებია. ალბათ ცხოვრების ბოლომდე ვერ დაივიწყებს.
ღმერთო, როგორ მიყარს სული.
ნეტავ ხარ მაინც?
ან თუ ხარ, რატომ არ მისმენ.
რატომ ხარ ჩუმად და მაძლევ იმის უფლებას,
რომ ყველაფერი მძულდეს.
მაძლევ უფლებას, რომ საკუთარი ხელებით დავაწყო გეგმა, ყველას განადგურების.
რა დავუშავე ამ სარკეს, საკუთარ სხეულს რომ ვუმზერ ამ წამს, როცა ნოა ჩემს პრიალა კანს დაწაფებია, როგორც წითელ ღვინოს და მისით თრობას იწყებს.
რა დავუშავე სარკეს, რომელშიც ზუსტად ისეთ მახინჯს ვხედავ საკუთარ თავს, როგორიც რეალურად ვარ და არა ისეთს, როგორადაც ნოა აღმიქვამს.
ნუთუ ოდესმე შემხვდება, გაცილებით ჭკვიანი ადამიანი, რომელიც ჩემს სულს, ამ ტყავით აწყობილ ტანს მოაშორებს, გამაშიშვლებს და იმის არ შეეშინდება, რაც შიგნით დახვდება.
გულში გველის შვილებს ვზრდიდი,
რაფლეზიას, შორიდან ლამაზი, რომ ჩანს, ახლოს მისვლისას კი ამჩნევ მის მყრალ სურნელს და გიკვირს, ასე რამ დაგაბრმავა, ასე ახლოს რომ მიგიტყუა მასთან.
ამ მტანჯველი გონების გამო, ვისაც ჯერ არავის სიხარული გაუზიარებია,
ვისაც არ ანაღვლებდა ამომავალი მზე და ჩასვლას ელოდა, ელოდა ღამეს, ისეთივე ბნელს როგორიც მისი სული იყო, წყვდიადში ჩარჩენილი.
მე ამ წყვდიადის გამო ვიმსახურებ კიბოს.
ორგანოებში გამჯდარ სიძულვილს, მის ნაცვლად რომ კიბოს მეტასტაზები  მოეხვიოს, მაშინ ვიტყვი, რომ ეს დავიმსახურე.
ღრმად ვსუნთქავ.
პირველად მინდება სიკვდილი ვიგრძნო,
ალბათ გავგიჟდები, ვინმემ რომ გაბედოს ჩემი კიდევ ერთხელ დაბადება ამ ქვეყნად.
თუმცა, ჩემი უდიდესი სასჯელიც ეს არის,
მე თავის გაწირვა არ შემიძლია, ჩემი კიდევ ერთხელ დაბადება და დაუსრულებელი სიცოცხლე, უდიდესი სასჯელი იქნებოდა.
ის ყვავილები მაღიზიანებენ, გამუდმებით რომ ჭკნებიან, მერე კი თავიდან იყრიან ტანს, მიწის სიღრმიდან.
გაქცევა მინდა, ისე, ჩემმა სულმა უკან რომ ვერ დაეწიოს სხეულს.
საკუთარი დედაც კი ატირდებოდა, ჩემს სულში, რომ ჩაეხედა.
ატირდებოდა, რომ ენახა, როგორ იტანჯება მისი შვილი გაუთავებელ კივილში და შუალედში, სარდონიკულ ღიმილსაც გაურევს, ხოლმე.
ნეტავ ოდესმე თუ შევძლებ, ვიგრძნო ტკივილი.
ეს ქალაქი ყარს,
გამუდმებით წვიმს და გულს უფრო მეტად აჯერებს, რომ ჩემი სიცოცხლე ჩემი სასჯელია.
უფრო მეტად მიმძაფრდება სურვილი, მალე ავიხდინო მიზნები და ისე მოვკვდე.
რას მომიტანს, სხვისი სულიერი განადგურება?
ვერასოდეს შევძლებ ამ სურვილს შევეწინააღმდეგო.
ჩემი გული არ იმსახურებს ფეთქვას და არც ჩემი ფილტვები, ღრმა სუნთქვას.
მშვიდად განსვენება, მიწიდან ამოსული ყვავილების გაუთავებელ ჭკნობაში,
მომზირალი მზის ფონზე, ის არ არის, რასაც მე ადვილად მივიღებ.
და თუ დასასრული კიდევ ახალი დასაწყისია, მაშინ არც ეს დასასრული არ მინდა, იმიტომ რომ ვიცი, ეს სასჯელია.
მშიშარა, დამნაშავე ადამიანები კი ყოველთვის გაურბიან სასჯელს.
ვინ იცის, უკვე მერამდენედ ვიბადები თავიდან.
თითქოს ვითიშები, როცა ზუსტად ამ დროს, ნოას სხეულს ვიღაც მაშორებს.
საწოლზე ვწევარ და იმის ძალაც კი არ შემწევს, სიტუაციას თვალი გავუსწორო.
ხელებს მხრებში ავლებენ, მის განწირულ გამომეტყველებას ვამჩნევ, თითქოს სავარაუდოა, რომ მოკლავენ კიდეც.
კარებში მიათრევენ, ვუღიმი, ისევ ისე, რომ ამჯერად მაინც გაიგოს, ზუსტად ამას რომ ველოდი აქამდე.
სანამ გავითიშებოდე, მხრებში ძლიერ ხელებს ვგრძნობ, მეჭიდება, ხელებით.
იატაკზე მიმათრევს და ვერც კი ვხვდები, რა მომელის ამჯერად.
სხეული მეწვის, რაღაც ბასრს ვედები და ფეხი მთლიანად მეკაწრება, სისხლი თავისუფლდება, სული კი წამიერ ექსტაზს განიცდის.
უკუნეთ, წყვდიადივით ბნელ ოთახში მაგდებს, არაფერი ჩანს, საკუთარი ხელის დანახვაც კი, არ შემიძლია.
კარი იკეტება, მე კი იატაკზე ვგდივარ.
ღრმა სუნთქვაში, პირიდან ორიოდე ბგერა ამომყვება,
მერე ნოას განწირულ სახეს ვიხსენებ და ნელნელა, ხმამაღლა ვიწყებ სიცილს.
ალბათ მოკლავენ, ჩემთან რაღაცის წამოწყება რომ სცადა.
იატაკზე ვწევარ, ფეხები სიცივეს გრძნობს, თმები კი უსწორმასწოროდ ყრია.
ზუსტად ამ დროს, კარის ხმა მესმის.
ოთახში მკრთალი შუქი ინთება და პირველი, რასაც ვამჩნევ ეს ოთახის მყუდრო წყობაა, რომელიც სრულებით კომფორტული საძინებელი აღმოჩნდა.
თავს კარისკენ ვატრიალებ და ფეხსაცმელებს ვლანდავ, სხეულს, რომელმაც სხვაგან არ გამიშვა,
იმ ხალხს არ მიმაბარა.
რა გულისამაჩუყებელია.
ზეინი მკაცრი გამომეტყველებით დგას და მომშტერებია.
დღეს იმდენად ცივია, როგორც არასდროს.
-ნოას უბედურება გაცინებს, არა?- ამბობს სწრაფად, ამას ჩემი ჩაცინება მოჰყვება.
-შენი სიმართლით მაოცებ, ზეინ.- ხელებით იატაკს ვეყრდნობი და ისე ვუმზერ, მანაც კი გრძნობს, მის ორად გახლეჩას რომ მოვახერხებ.
-რა არ გასვენებს არტემის?-
ისე ცივად მისვამს ამ კითხვას, მაგრამ იმდენად დიდი ინტერესით, რომ სხეულის გაშიშვლებას იწყებს თითქოს.
ვშეშდები, ჩემი ტუჩები ორად გაპობილა, თითქოს მეტყველების უნარი დამეკარგაო, მისი თვალები მაჰიპნოზებენ,
ყოველ
წყეულ
ჯერზე.
თითქოს, ამით მთელი სულის კითხვას იწყებენო და ამაში ხელსაც კი არ ვუშლი.
მის სახეზე გაოცებისგან აწრიალებულ ემოციებს ვლანდავ.
ზუსტად ახლა აღმოაჩინა,
მე რამდენს ვიტევ.
ახლა აღმოაჩინა, რომ მასზე უარესიც კი შეიძლება ვიყო რეალურად.
იმაზე უარესი ადამიანი აღმოვჩნდე, ვიდრე მანაა,
სხვა ადამიანების სხეულით მოვაჭრეზე, უარესიც კი.
-იცი ბავშვობაში, ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე.
წარმოვიდგენდი და მეღიმებოდა, რამდენად ვატკენდი სხვებს გულს, ჩემი წასვლით.
სხვების სიყვარულში დარწმუნება მჭირდებოდა.
თავად კი არაფერი შემეძლო,
ახლა სხვა კვდება, მაგრამ საკუთარ ტკივილსაც კი ვერ ვგრძნობ.
ეს სიკვდილს უდრის უკვე,
ეს შეუძლოა თითქოს..-
ავლაპარაკდი.
თვალებში მიყურებს და გაოცებას ვერ მალავს.
როგორ არ ელოდა, ამ შავ ფერებს, რომ ელოდენენ იმას, ვინც ოდესმე შეძლებდა მათ შემჩნევას.
ეს ბიჭი, ის არის, ვინც ზუსტად ისე მხედავს, როგორც მე ვხედავ საკუთარ თავს სარკეში.
თუ კი ხედავს ამ სინაგვეს, რატომ არ მერიდება?
რატომ არ მკლავს და მიშორებს თავიდან?
ნუთუ ამდენად უმწეო ვგონივარ?
რაღაც არამგონია, იცის, სულში თუ შევუვარდი დავუსახიჩრებ, თითქოს უკვე იგებს ამას, მაგრამ არ ერიდება.
-სიკვდილზე ფიქრს, უკვე გადავეჩვიე.
დღეს კი ის დღეა, როცა კიდევ ერთხელ შემახსენა თავი.
ისე ვგრძნობ, თითქოს მეასედ ვიბადებოდე და ეს სასჯელი იყოს.-
ფეხზე ვდგები, მისი სხეული ჩემგან რამოდენიმე ნაბიჯში დგას.
-არაფერს ვნანობ, არაფერი მტკივა.-
თავს ვაქნევ, არ მეღიმება.
ალბათ, სულმა სხეულს აჯობა, ამაღლდა და ის მომენტი გამოამჟღავნა, რასაც სერიოზულობა ჰქვია,
ჩემი შინაგანი ჰომეოსტაზი, რომელსაც ახლა, არაფერზე გაეღიმება..
ახლა არა.
-რატომღაც ყველაფერი,
რისი დასრულებაც მინდა,
უსასრულობაში გადადის.
მე სხვისი განადგურება შემიძლია და შენ ეს მაშინ გაიგე, როცა პირველად შემხვდი. -
ჩემსკენ ორიოდე ნაბიჯს დგამს.
თვალებში მიყურებს და მათში არაფერი იკითხება, გარდა ცოდნისა, იმის ანალიზისა, რომ დამინახა.
ჩემი სული დაინახა,
ახლახანს,
რამოდენიმე წამის წინ.
-ისუნთქე, არტემის.-
ჩემთან ახლოს დგას, ეს სიტყვები კი ბაგეებიდან წყდება მას.
-რა?- შეურაცხყოფილი ვდგავარ.
-ისე ღრმად ისუნთქე, რომ საკუთარმა ნახშირორჟანგმა გაგრძნობინოს, რა შხამს იტევ.
ისე ღრმად ისუნთქე, რომ დაგავიწყდეს, თითქოს მეასედ რომ იბადები.
ისე ისუნთქე, საკუთარი არსებობის სირცხვილი დაივიწყო და მაგ გაქვავებულ გულში იგრძნო ტკივილი.
ისე ღრმად ჩაისუნთქე, რომ გული აგიმოძრავდეს და ძარღვები ისე როგორც, მორფინის ზემოქმედებაში მყოფს, უგრძნობლობისგან აგევსოს.
მხოლოდ იმ საცოდავ ტკივილს გრძნობდე,
თავს ადამიანად, რომ გაგრძნობინებს.
იმას გაგახსენებს, რაც ალბათ მეთასედ დაბადებამდე, დიდი ხნის წინ მიივიწყა შენმა უჯრედებმა,
ძვლებმა და კანმა, ასე სატყუარად რომ იყენებ ყოველთვის.-
მდუმარედ ვუსმენ, ძალაც კი არ შემწევს მივუახლოვდე.
-და შენ რა იცი, მე რას ვიტევ?- სასოწარკვეთილი ხმით ვყვირი, სახეში ვუყვირი და არც კი ხრის წარბს.
-არსებობს რამე ისეთი, რამაც ოდნავი სილამაზე გაგრძნობინა დედამიწაზე?-
მშვიდი ტონით მეუბნება.
ვიბნევი, ვერც კი ვხვდები, რატომ მისვამს ამ კითხვას.
იქნებ ჩემში იმ მცირეოდენ სილამაზეს ეძებს, რასაც ჯერ კიდევ შეუძლია ადამიანად დამტოვოს მის თვალში.
ყველაფერი თავში კადრებივით ჩაივლის და უკვე დაფიქრებული ნაბიჯით, ამალაპარაკებს.
-ზაფხულის ბოლო, სევდიანი დღე. მზე, რომ ჩაესვენება ისე, თითქოს უკან მოხედვას აღარ აპირებდეს.
ჭექა-ქუხილი, ცას რომ ანგრევს და ღრუბლებს ერთ მუშტად კრავს.
ზაფხულის წვიმა, ხელებზე რომ მეცემა და კანს მისველებს, ქალაქში აგორებული ტალახი და წვიმის სუნი, ის საშინელი სუნი, ჩემს თავს რომ მახსენებს.
მკვდარ ხალხთან დატოვებული, დამჭკნარი ყვავილები და ის სასაფლაო, სადაც აღარავინ მიდის.
მე მეზიზღება სამყარო, იმიტომ რომ ჩვენ არსაიდან მოვედით თითქოს,
და ისე ვაპირებთ წასვლას,
თითქოს, არც
არასოდეს..
გვიარსებია, ამქვეყნად..
მწვანე ბალახში, ნეკა თითების ხახუნით,
აუტანელი მზის სხივების ქვეშ, მანქანით ამტვერებული ქუჩების კვეთით და უსასრულოდ ცაზე ცქერით.
თითქოს ამ ყველაფრით მაინც ღარიბები ვართ და მაინც
უგზოუკვლოდ ვქრებით.
მე ეს მეზიზღება და
მე, შენ მეზიზღები.
-
მის ტუჩებს ვგრძნობ, ჩემსაზე.
მაშინვე, როგორც კი საუბარს ვასრულებ.
თითქოს ცდუნებას ვერ გაუძლოო.
ხელებს თეძოებზე მსუბუქად მადებს და მკოცნის,
იმდენად მსიამოვნებს მისი ქცევა, რომ გაჩერებას არც მე ვაპირებ.
ყოველ
ჯერზე, როცა მეხება ეს მემართება.
სხეული ცალკე ადამიანი ხდება და იმას აკეთებს, რაც ყველაზე მეტად სურს.
ვკოცნი, ისე უხეშად, როგორც ამას მან აკეთებს.
მის თმას ვეხები.
მაისურს ორივე ვიშორებთ და ყოველ მილიონჯერ შემცირებულ უჯრედებს ვეხებით, ერთმანეთისას.
ორივე ვგრძნობთ ჩვენს გახშირებულ სუნთქვას და სურვილს, ერთმანეთზე გამარჯვების.
ჩვენი სხეულები ერთმანეთს ეხება და როგორც ნარკოტიკი, ორივეზე ისე მოქმედებს.
თავბრუსხვევას ვგრძნობ, სისუსტეს ფეხებში.
ამის დასრულება არ შემიძლია.
ნაბიჯებით საწოლისკენ მივდივართ და მოწყვეტით ვეშვებით.
სხეულში დაცემისგან გამოწვეულ ტკივილს ვგრძნობ.
მერე კბენისგან წარმოქმნილს, ყელში რომ მჩხვლეტს.
უდიდეს სიამოვნებას განვიცდი, იმდენად, რომ თავიც კი მტკივა ამისგან.
ხელებით ვეხები მის სახეს, თვალებში ვუყურებ,
წამები გადის და
ორივემ ვიცით, რომ საზიზღარი ადამიანები ვართ,
რომ გვძულს ერთმანეთი,
მაგრამ არაფერი გვსიამოვნებს იმაზე მეტად, ვიდრე ჩვენი შეხება.
მის ცივ ხელებს მკერდზე ვგრძნობ და შეხებისგან ჯერ მცივა,
მერე ჟრუანტელი მივლის,
ბოლოს კი მაკანკალებს.
სხეულიდან ყოველ მატერიას მაშორებს,
მისი თითები წრეებს ხაზავენ და ალბათ ამ კანის გახლეჩა უნდებათ.
მზერას ვერ ვუძლებ,
ვკოცნი.
ისე ვნებიანად, როგორც გამომდის.
ისე გამომწვევად ვექცევი, რომ ჩემით კიდევ მოტყუვდეს,
რომ კიდევ ერთხელ წამოეგოს.
სურვილები გვაფორიაქებს და როცა უკვე მგონია, რომ მეტს ვერ მოითმენს,
ყელში მის ხელებს ვგრძნობ,
ძლიერ ტორებს, თითებს,
რომლებიც ჩემს დახრჩობას ცდილობენ.
გულში მეღიმება, ვიცოდი ამდენად ჭკვიანი რომ იქნებოდა,
ჩემს მოშორებას რომ ცდილობს.
ჰაერს ვეღარ ვისუნთქავ და ვფართხალებ,
მწარე ყოფილა ის შეგრძნება, როცა ვიღაც სიცოცხლეს გაცლის ხელებიდან.
ყელზე ჩემივე დაბერილ ძარღვებს ვგრძნობ, ხელებით მის ხელებს ვაფრინდები, თუმცა ჩემი ძალა, მის ძალასთან ვერაფერია.
მის თვალებს ვუყურებ,
მათში არაფერი იკითხება, სიცივის გარდა.
უკვე ვიცი, რომ მომკლავს.
ჟანგბადისგან ვიცლები და სხეული ენერგიას კარგავს,
ყოველი ორგანო განიცდის ენერგიის ნაკლებობას, სამუშაოდ..
ჩემი შენელებული გულისცემა, ყურებში მესმის.
მახრჩობს,
მისი სისასტიკით მახრჩობს.
თვალებში ურცხვად მიყურებს,
გამამწარებელი ღიმილით.
თვალები მეხუჭება.

წამში ხელებს მიშვებს, ხველა მიტყდება.
ჟანგბადს ხარბად ვისუნთქავ, სხეული ოფლიანი მაქვს,
ყელი მთლიანად მტკივა.
თითქოს ხანძარი მიკიდია შიგნით, ისე მეწვის.
თვალებს ვუსწორებ, ხელებს კი გაწითლებულ ყელზე ვიკიდებ.
ზიზღით დამყურებს ჩემს ზემოდან,
ჩემგანაც იგივეს იღებს.
ღრმად ვსუნთქავთ.
გაქანების საშუალებას არ მაძლევს.
-ყველაზე ამორალური ქალი ხარ, არტემის.-
ზიზღით მიყვირის სახეში.
-ყველაზე მახინჯი სული გაქვს, ვინც კი ოდესმე შემხვედრია.
საშინლად დასახიჩრებული სამყარო გაქვს, სადაც ყველაფერი უსწორმასწოროდ ყრია და არაფერი ჩანს მოსაწონი კი არა,
შესაკეთებელიც კი.-
კბილებში ცრის.
-არაფერი გაგაჩნია, საკუთარ თავში ჩაკეტილი მოკვდები,
ასე ნამდვილად არა.
ყველაზე ამორალური ქალი ხარ,
ბილწი
და ბინძური. -
სახეზე მიყურებს და თითქოს ყოველი უჯრედი ეზიზღებაო, ისე საუბრობს.
არა და, ასეც არის.
-შენ შენი თავი გაოცებს ზეინ, უკვე ვერაფერი რომ შეგაჩერებს,
იმასაც კი ეხება, ვინც იცის, რომ შხამია.
იმას რომ ეტანება,
რაც რეალურად მასზე მახინჯი არ ეგონა.-
ჩუმად ვჩურჩულებ,
ღიმილი მეპარება.
-არასოდეს შემხვედრია ვინმე, შენი მსგავსი.-
ჩურჩულებს, ერთმანეთს ვაკვირდებით.
ვუყურებთ და ვიცით, არაფერი დაგვრჩენია საკუთარი,
უკვე ჩვენი სულები აიხლართნენ ერთმანეთში.
მის ხელს ვგრძნობ მუცელთან, იქ ჩემი ზიზღი რომ ბუდობს, მეორეს კი მკერდზე და ისევ მაყრის ტაო კანზე.
თავს ხრის და ისე მკოცნის, ვიცი, არასოდეს დამავიწყდება.
ერთმანეთს ვკოცნით, ჩემი ხელები მის ტანზე დასრიალებს.
ყელს ჩაუყვება, თავის საყვარელ ადგილებს.
მე ვიცი, რომ არაფერი შეაჩერებდა ახლა.
ატირდებოდი, ჩემს სულში რომ ჩაგეხედა, გიმეორებ..
ცდუნებას ვეღარ უძლებს, მეტი არ შეუძლია.
ვკოცნით და ფრჩხილებით ვუკაწრავთ ერთმანეთს სხეულს, კანს..
ამ წამს, ჩვენ ძალიან ძლიერები ვართ, იმიტომ რომ, ზიზღი გვავსებს,
ვნება გვამოძრავებს და
ორივეს გვაოცებს ის ფაქტი, რომ რეალურად,
მე მასზე უარეს სამყაროს დავათრევ.

—-
განსაკუთრებით ველი თქვენს შეფასებას ამ თავზე.
როგორ ფიქრობთ, რა მოხდა მათ შორის?

Breathe, Arthemis.Where stories live. Discover now