-რამოდენიმე წუთი გაქვს.- ამბობს მსახური და კარს ხურავს.
თვეების განმავლობაში, ზეინმა პირველად დამრთო უფლება გარეთ ვყოფილიყავი.
ახლა ვაკვირდები და ეს ხეები, დეკორატიული ბუჩქები, ზეინის დაკვეთით გააკეთეს.
როცა შენობა ახრჩობს, თავს აქ აფარებს, ბუნებით ტკბება.
შემოსაზღვრული ჭიშკრების იქეთ, სიცოცხლე იმალება.
იქ სხვა ჭრელი ხალხი ცხოვრობს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს.
მე კი თითქოს როგორც მარყუჟში გამოკეტილი, დროს ჩამოვრჩები.
რეალურად აქედან წასვლა აღარ მინდა.
ჩემი მიზნისგან სულ რაღაც ერთი ნაბიჯი მაშორებს, რატომ უნდა მინდოდეს აქედან ასე უცებ გაქცევა, თანაც ისე, სასურველი რომ არ მივიღო?
ფოთლებს თითებით ვეხები, მერე კი ერთ ცალს ვგლეჯ, თითქოს მესიამოვნა, ბუნების რაღაც მცირე ნაწილს, სიცოცხლე რომ წავართვი.
ცას ვუყურებ, მოღრუბლული და დამცინავია, იცის მალე გაწვიმდება და მეც ჩემს ადგილს დავუბრუნდები.
-მის?- ხმა უკნიდან უეცრად მესმის.
ვტრიალდები.
ჩემს წინ შუახნის, კარგად ჩაცმული კაცი დგას და სახეზე უცნაური გამომეტყველება დასთამაშებს.
ჩემს ტანს თავიდან ბოლომდე ათვალიერებს და თვალებში ეშმაკურად მაშტერდება.
ჯიბეში ჩემს დანას ხელს ვუჭერ, ეს კაცი კარგი სათამაშოა დასაჭრელად.
-ბატონმა სასახლეში კონკია გამოკეტა, ახლა კი უფლებას აძლევს წუთები ცის ქვეშ გაატარებინოს?- ამაზრზენი ღიმილი აქვს.
-კონკიას ცა ვერ გააკვირვებს, ვერც დააკმაყოფილებს.- ცივად ვუგდებ პასუხს და ვუღიმი.
-ეჰ, არტემის..
როდის უნდა მიხვდე, რომ ზეინს არაფერში სჭირდები..
ნუთუ შენი ლამაზი სხეულის ეულად ამოლპობას, ამ სასახლეში აპირებ?!-
-ჩემი სხეული ეულად სულაც არ არის, პირიქით, როცა უნდა და როგორც უნდა ყველაფერს იღებს.-
-მეეჭვება წლების შემდეგ ისევ ამ აზრზე იყო.- მაშტერდება.
-რის თქმას ცდილობ, მოხუცო?- ირონიულად ვიღიმი.
აშკარად არ სიამოვნებს.
-დღეს, შუაღამით, შენს ოთახთან ყველა დაცვას მოვაშორებ, შენ კი აქედან გაქცევაში დაგეხმარები. -
შედარებით დაბალ ხმაზე მეუბნება და ჩემს პასუხს გაფაციცებით ელის.
-ამას როგორ მოახერხებ?-
-შენ უბრალოდ აირჩიე, ან აქ გამოკეტვა ცხოვრების ბოლომდე, ან კი თავისუფლება არაფრის ფასად.-
-ნუთუ სანაცვლოდ არაფერი გინდა?-
გამომცდელად ვეკითხები.
-შენნაირ ქალებს ვიცნობ, არტემის, სანაცვლოდ შენნაირებისგან არაფერი უნდა ითხოვო.-
სამწუხაროდ ვერ მიცნობს, იმიტომ რომ ჩემნაირები არ არსებობენ.
-რატომ უნდა დაგიჯერო?-
-იმიტომ რომ, სხვა გზა არ გაქვს.-
მპასუხობს და ბაღს ტოვებს.
თავი ფიქრებით მეჭედება.
აქ სამუდამოდ ყოფნა და სიბერე არაფერში მარგია,
არც აქ სიკვდილი.
მე მხოლოდ მიზნის მიღწევა და მერე აქედან თავის დაღწევა მინდა.
ნუთუ უნდა ვცადო?
დღესვე, მიზანთან ასე ახლოს მდგარმა, აქედან მაინც უნდა გავიქცე?
ფიქრისგან თავი მტკივდება.
-ოთახში უნდა დაბრუნდე.- მესმის მსახურის ხმა,
თვალს ბაღს კიდევ ერთხელ ვავლებ, მცემს იმ თავისუფლების სუნი, რომელიც მწადია ისევე, როგორც ამ ბიჭის სულის დამახინჯება.
თავისუფლება მექაჩება, იქ, ოთახში კი ბიჭი, რომელიც მაგიჟებს.
ვტრიალდები და უზარმაზარ შენობაში შევდივარ.
***
საღამოა.
გული გამალებით მიცემს, ტვინში უამრავი აზრი მერევა.
ორ გზას შუა ვდგავარ და ვერ გატამიწყვიტავს, საით წავიდე.
ხელისგულები მიოფლიანდება, როცა წარმოვიდგენ როგორ გავრბივარ ამ შენობიდან და თავისუფლების ნაწილი ვხდები.
ყველაფერი გარე სამყაროსკენ მეწიკება.
კარის მეორე მხრიდან ხმები მესმის.
ზუსტად ორი წუთის შემდეგ კი, კარის საკეტის ხმა.
რაში სჭირდება ამ შუახნის კაცს მთავარი მმართველის ტყვედ ჩავარდნილი ქალის გათავისუფლება?
მას ეს რაში არგებს?
ნუთუ ზეინის მტერია, რომელიც ცდილობს მის ნერვებზე ცოტა წაითამაშოს?
ნუთუ საერთოდ რამეს ვნიშნავ ზეინისთვის, რომ მისმა არაკეთილისმსურველმა ჩემი მისგან მოშორება გადაწყვიტა.
ან კი პირიქით, ზედმეტად კეთილისმსურველია, ჩემი მოშორება რომ გადაწყვიტა მისი მხრებიდან.
იცის, კარგი არაფერი რომ მომაქვს.
კართან მივდივარ და სახელურს ვწევ, კარი უპრობლემოდ იღება.
გული სწრაფად მიცემს,
ფეხებში ძალა მერთმევა.
ჯორჯის სიტყვები მახსენდება,
"არასოდეს გაბედო გაქცევა, ეს ყველა უფროსს ყველაზე მეტად აღიზიანებს,
განსაკუთრებით კი, ზეინს."
ტანში ჟრუანტელს ვგრძნობ. ბნელ დერეფანში გავდივარ, ირგვლივ არავინაა.
ეს ჩემი შანსია, რომ აქედან სამუდამოდ გავიქცე.
რას გავაკეთებ მერე?
საით გადავდგამ ნაბიჯს?
ნუთუ ამისთვის მზად ხარ არტემის?
შენ ხომ არაფერი გაშინებდა.
მეღიმება.
მარჯვნივ ვიყურები, იქ სადაც ზეინის კაბინეტია.
შუა ღამეა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის აქ არის.
კი არა, აქ უნდა იყოს, აუცილებლად.
გულს ვერაფერს ვუხერხებ, მისი ცემა ყურებში მესმის.
ისინი აუცილებლად ყველგან მომაგნებენ, თუ კი აქედან გავალ.
და თუ დავრჩები, არავინ იცის რა მომივა.
თუ კი წავალ და დამაბრუნებენ, სიკვდილი არ ამცდება, რაც კატეგორიულად უარყოფილია, ჩემი მთელი ეგოს მიერ.
ღრმად ვისუნთქავ ჰაერს, კანკალი მიტანს.
ერთი,
ორი,
სამი..
ერთი,
ორი,
სამი..
ჩასუნთქვა.
თვალების ძლიერად დაჭერა.
ფრჩხილების ხელისგულებზე იქამდე დაჭერა, სანამ სისხლი არ წასკდება.
ერთი,
ორი,
სამი..
ღრმად სუნთქვა.
იმის გაანალიზება, რომ
⁃ არა.
ნაბიჯს ვდგამ, გავრბივარ.
ნაბიჯი ერთი,
ორი,
სამი,
ოთხი,
სუნთქვა.
კიდევ ხუთი ნაბიჯი,
კიდევ ოთხი,
კიდევ ორი,
კიდევ ერთი.
ვსუნთქავ.
ჩემს წინ დიდი კარია,
ხელისგულს კარს ვადებ, და გეფიცებით აფეთქების მსგავსს ვგრძნობ.
კარის სახელურს ვებღაუჭები
და
ვაღებ.
სივრცის ნაწილი ვხდები.
ბნელ ოთახს ვუერთდები და თვალს ვავლებ.
ვკანკალებ.
მეშინია,
რაღაც აუხსნელი მჭირს.
ერთი,
ორი,
სანამ ჩავისუნთქავდე,
ზურგზე შეხებას ვგრძნობ,
მოულოდნელად წამოვიყვირებ.
ვიღაც მატრიალებს, თვალებში მიყურებს, თითქოს ჩემი მოკვლა უნდაო.
მერე კი,
კედელს ვეჯახები.
და უცებ
უეცრად,
ჩემს ტუჩებს მისი ეჯახება.
ვგრძნობ, როგორ ძლიერად, მთელი ვნებით, სურვილით და ავხორციელი ძალით მკოცნის.
არ ვეწინააღმდეგები, იმიტომ რომ არ მინდა.
არ წავედი.
იმიტომ, რომ წასასვლელი არ მაქვს.
იმიტომ, რომ ჩემი საქმე ჯერ კიდევ დასამთავრებელია.
თითებს ჩემს კანს აყოლებს, გრძნობს როგორ იწევა ჩემი კანიდან პატარა ბუსუსები, მისი შეხებით გამოწვეული.
მის თმას ვეხები და ეს მისთვის პიკი აღმოჩნდა.
ხელებს ძლიერად მავლებს წელზე და საწოლისკენ მივდივართ, საწოლზე უხეშად მაგდებს.
სხეულიდან მაისურს და შარვალს იშორებს და სწრაფად ექცევა ჩემს ზემოდან.
მკოცნის, ხელით თმებზე მეფერება, ყელში მკოცნის, მერე კი ვგრძნობ როგორ ისუნთქავს ხარბად ჩემს სურნელს.
მის ტატუებზე თითებს დავატარებ, წრეებს ვხაზავ,
მის სწორ ცხვირს,
რბილ, კოცნისგან აწითლებულ ტუჩებს ვაკვირდები.
თვალებს, სადაც გაცილებით უკეთესი სამყარო იმალება, ვიდრე მე მაქვს.
ის გაცილებით უკეთესი ადამიანია ვიდრე მე ვარ.
მისი უხეში და თან ნაზი შეხებები კანკალს მაწყებინებს.
იხრება, თვალებში მიყურებს და იქ, სადაც ჩემი ბოროტება იმალება, მუცელთან მკოცნის.
ჟრუანტელი მივლის, ხმას ვერ ვიღებ.
მინდა რომ ვუყვირო, ბოლო ხმაზე დავიცალო, როგორი ბოროტი და ბნელი მინდა რომ იყოს, მაგრამ არ არის.
მეშინია, თუ მასში ბოლომდე გავიკვლევ გზას, იქ უფრო კარგი ადამიანი დამხვდება, ვიდრე მე ვარ.
აქაც კი ეგოისტი ვარ,
მაშინებს, როცა წარმოიდგენ, რომ ის ჩემზე კარგი ადამიანი აღმოჩნდება და მის ტკენას ადვილად მოვახერხებ.
მის ლოყებს ხელებს ვკიდებ და მის სახესთან ახლოს მივდივარ, თვალებში ვაშტერდები,
ხელები გაყინული მაქვს.
ამდენი ფიქრისგან პირველად ვიღლები.
მიყურებს, იმედის თვალებით მიყურებს, იმედი აქვს, რომ რაღაც კარგი მაინც შემომრჩა სულში, მაგრამ, ვერაფერი.
აქ არაფერია, ჩემს სულში ყველა ნაშენები კოშკი და შენობა ადრე დაინგრა.
მე თვითონ დავანგრიე ისინი.
მე თვითონ გავუთხარე საფლავი საკუთარ თავს და ჩემივე ნებით ჩავწექი მასში.
მან იცის,
რომ მე დიდი ხანია რაც მკვდარი ვარ.
ჩემში არაფერი დარჩა შესაკეთებელი.
მან ეს უკვე მითხრა,
ნეტავ რისი იმედი აქვს?
მე სიყვარული არ შემიძლია,
ამის გამო მას ვეცოდები კიდეც.
მას კი, შეუძლია.
მე მისი შესწავლის იმ ეტაპზე ვარ, როცა გავაანალიზე, რომ მას სიყვარული შეუძლია.
მე არა.
მისი მთელი არსებით მშურს და ზუსტად ამის გამო უფრო მეტად მინდა ბოლო მოვუღო.
კიდევ არის ადამიანში, რაღაც სხვა, რაღაც პატარა ნაწილი, რისი გატეხვაც შეიძლება, რაშიც შეღწევა ყველაზე ძნელი რამაა, რასაც ყველანაირი კავშირი ადამიანთან, საბოლოოდ გამოამჟღავნებდა
და მე დარწმუნებული ვარ,
ამას შევძლებ,
თუ რათქმაუნდა კიდევ დიდხანს გავჩერდები ზეინის გვერდით.
თვალებში ვაშტერდებით ერთმანეთს, ღრმად ვსუნთქავთ,
ჩემს სუნთქვაში სიცოცხლის არაფერი შეიტყობა.
მე ვერაფერს ვგრძნობ.
მხოლოდ მკვდარი გული მეფლითება,
საკუთარი სული დამცინის.
ზევიდან დამყურებს და ჩემს საცოდაობას შეჰყურებს.
რას ელოდები არტემის?
ვინ ხარ?!
რა გინდა აქ?
რას დაეძებ?
რატომ გაჩნდი ამქვეყნად?
რატომ არავის და არაფერს უყვარხარ.
ოჰ ეს დაწყევლილი!
რატომ არ კვდები, რა ჯანდაბა გინდა ამ დამპალ მიწაზე,
რატომ აბინძურებ ყველაფერს.
რატომ უფათურებ ღმერთის შვილებს სულში ხელს და ადგილს უცვლი მათში ნივთებს?
ერთხელ და სამუდამოდ თქვი არტემის,
რა გინდა?
საკუთარი სულის ღრიალში,
ზეინს თვალებში ვუყურებ,
ცხოვრებაში პირველად,
ისინი არც სიეშმაკისგან, არც გამომცდელობიგან,
არაფრისგან არიან აკიაფებული.
ისინი პირველად,
მშვიდი,
სერიოზული,
და..
გაოცება მიპყრობს,
სხეულში შეჭრილ გაოცებას, კანზე ყვავილებივით ეზრდება ჟრუანტელი,
პირი გაოცებისგან მეღება.
მისი თვალები,
პირველადაა
გულწრფელი.
ორივე ვზივართ, მხრებზე მისი ხელები მიჭერენ,
მისი შუბლი ჩემსაზე, თვალები ერთმანეთზე და ღრმა სუნთქვა.
მეტი აღარ შემიძლია.
ერთი,
ორი და
ღრმად ვსუნთქავ.