მომკალი, შენი თავისუფლებისთვის.

1.2K 131 25
                                    

მე ყველა ის მიზეზი მიყვარს, რის გამოც სამყაროს სიძულვილი შეიძლება და ყველა ის სილამაზე, სიმახინჯისგან რომ იქმნება

Oops! Bu görüntü içerik kurallarımıza uymuyor. Yayımlamaya devam etmek için görüntüyü kaldırmayı ya da başka bir görüntü yüklemeyi deneyin.

მე ყველა ის მიზეზი მიყვარს, რის გამოც სამყაროს სიძულვილი შეიძლება და ყველა ის სილამაზე, სიმახინჯისგან რომ იქმნება.
ყველაზე ლამაზ ადგილსაც აქვს დასაწყისი და ალბათ ამ მიუვალ ადგილას, სადაც სინათლის შუქი ვერ მიაღწევს, სიმახინჯე ქარში აგორებული სილასავით დაფარფატებს. თუ სამყარო ჩემს სიძულვილს ვერ დაიტევს მაშინ მოვკვდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ მიწაც კი განადგურდება იმ სიმახინჯით, რაც ჩემს სულშია.
შენ მე  მისმენ.
და გიკვირს, რამ დააგროვა გველის შვილები ჩემს გულში, მაგრამ რეალურად ვერასდროს გამიგებ. ვერასდროს გაიგებ რატომ ხდება, რომ ადამიანები ხანდახან მახინჯებად იბადებიან,  ან არა, უბრალოდ სამუდამო სიმახინჯე უწერიათ გულში. ჩემს კანს თუ შეხედავთ, აქ  უამრავ მიზეზს იპოვით, რომ მას შეეხოთ ან თუნდაც აღტაცებული იყოთ მისით, მაგრამ არცერთ თქვენგანს არ ეცოდინება კანის შიგნით, როგორ ვკლავ ჩემს სულში არსებულ ბოროტულ ღამეებს. ხანდახან სრულებითაც არ არის აუცილებელი ვინმეს კლავდე ან სხვას აკვლევინებდე, ძაღლებსა და კატებს უმოწყალოდ აგლეჯდე თავს და ეს სიამოვნებას განიჭებდეს, სინამდვილეში ბოროტება და სიბნელე იმის წარმოდგენისგან სიამოვნებას გულისხმობს, თუ როგორ ასახიჩრებ სხვას, როგორ ტკენ გულს და  მის სულს ანაკუწებ. იმდენად ბოროტი ვარ, რომ სურვილი მაქვს ვინმეს სულში შევუძვრე და ძლიერად ვატკინო, ისე რომ აღდგენა ვერასოდეს მოახერხოს, საკუთარ გატეხილ კედლებს აწყდებოდეს მთელი ცხოვრება და თავს წყევლიდეს რომ ჩემით მოტყუვდა, რომ ჩემმა ლამაზმა კანმა იგი დააბრმავა.
და თუ ვინმე მკითხავს რა არის ჩემი გეგმა, ზუსტად ამ სურვილის ახდენას ვაპირებ. ვიპოვე ის, ვისაც სამუდამოდ დავუსახიჩრებ სულს, ვინც არასოდეს შემებრალება ამისთვის. იმიტომ რომ ისიც ჩემნაირია.
არ ვიცი, რა დამხვდება როცა მის სულს შევეხები, მაგრამ ვიცი ისეთივე სიბნელე იქნება, როგორიც ჩემშია, ისეთივე მიუღწეველი მღვიმე დამხვდება, ვერანაირი სილამაზე რომ ვერ გაანათებს.
მძულს სამყარო და ის ადგილი რომელსაც გონება ჰქვია. იმდენად მძულს ჩემი ტვინიკური მექანიზმი, რომ სამუდამოდ ავაფეთქებდი ამდენი ნაგვისგან სავსეს, რომ სილამაზეებზე ფიქრი და მათი დანახვის უნარი არ შესწევს.
სამუდამოდ მინდა ვინმე შევიძულო, ისე როგორც საკუთარი თავი მძულს.
სისხლს მიდუღებს ის შეგრძნება, პატარა მინის ნაწილი  ჩემს ფეხში რომ მოთავსებულა, მაგრამ მსიამოვნებს, მსიამოვნებს ის რომ შემიძლია საკუთარ სხეულს ვატკინო. ალბათ იმიტომ გავჩნდი რომ ადამიანები სამუდამოდ შევიძულო. იმიტომ მოვევლინე სამყაროს რომ ჩემი სიძულვილი მესხივებინა.
თუ ტკივილი არ გკლავს, მაშინ მზად ვარ მივიღო იგი.
ფეხს საწოლის თავს ვადებ და მინა უფრო ღრმად შედის ხორცში, ტკივილისგან ვყვირი და მერე ნასიამოვნებს მეღიმება.
ოფლიანი ვარ და დარწმუნებული ვარ ჩემი კანი ახლა უფრო მეტად მიმზიდველია. როგორი ბრმები არიან ადამიანები, რომ არ შეუძლიათ დაინახონ ვინ ყარს, სულიერად.
მე რომ კეთილი ადამიანი ვყოფილიყავი, არასოდეს გავეკარებოდი ჩემნაირს.
კარის ხმა მესმის, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.  ამ ოთახის სიბნელეში ვიკარგები და არ მაინტერესებს, რომ გიჟივით გამოვიყურები.
საკეტის ხმა მესმის. თავს კარისკენ არ ვატრიალებ, არც  კი მანაღვლებს ვინ შემოვა, ვინ დააგდებს უგემურ საჭმელს პატარა ტუმბოზე.
ამ ოთახის სილამაზის უკან, ცივი ქვები აწყვია, მახინჯი შავი კარკასი, როგორ მახსენებს ერთ ვინმეს, ვინც ადრე მომწონდა, დღეს კი მკვდარია.
დიდი ხნის წინ დავასაფლავე და თუ გაინტერესებს ეს ვინ არის,
ეს მე ვარ.
კარი იღება და ვამჩნევ როგორ შემოდის ვიღაც, თითქოს იპარებაო.
-იცი ყველაზე სასიამოვნო რა არის?- ამბობს ხმა და ტანში ჟრუანტელი მივლის, იმიტომ რომ კარი დაკეტილია და აქედან თავის დაღწევა არ შემიძლია.
ჩუმად ვარ.
-შური იძიო მასზე, ვინც ცხოვრებას გიმახინჯებს.- მესმის როგორ უთრთის ხმა ღვარძლისგან.
ჩემსკენ იწევა. საწოლს შიშისგან ვეკვრვი და რამდენადაც შემიძლია უკან ვიხევი.
-წარმოგიდგენია, როცა ელი რომ ამ ჩარეცხილ ადგილს მალე მოშორდები, წესიერი ცხოვრება გექნება, რომ ვინმე ოდესმე შეგიყვარებს, მერე კი ფიქრდები და ხვდები,  რომ დასახიჩრებული ფეხით ვერაფერს შეძლებ!- ბოლო სიტყვებს ღრიალებს და ჩემსკენ იწევა.
შიშისგან  ტანი მიკანკალებს. ხელს საწოლის თავს ვკიდებ და უკან ვცურდები.
ვგრძნობ როგორი ზიზღით მიყურებს, როგორ უნდა ჩემი გაგლეჯა. დამშეული მგელივით დგას და ელოდება, როდის დაიჭერს მსხვერპლს. თუმცა რეალურად, არავინ იცის ამ ოთახში, ამ წამისთვის რომელს უფრო მეტად უყარს სული.
ქამარს იხსნის.
-სამუდამოდ დაგიტოვებ კვალს, ისეთს რომ გონებიდან ვერ წაშალო. ტკივილს მოგაყენებს იმის გახსენება, რომ შენს კანს ბინძური ხელით შეეხნენ. როგორი კვალიც დამიტოვე, იმაზე ორმაგად მტკივნეულს დავტოვებ შენში.- ამას ამბობს და ვხედავ როგორ იხსნის შარვალს.
-არ გაბედო.- ვამბობ დაბალ ტონზე და ვხვდები, რამდენად სასოწარკვეთილი ვარ, იმით რაც ხდება.
იქნებ ეს დავიმსახურე კიდეც?
ვეუბნები ჩემს თავს, თუმცა განწირული ვიწყებ კივილს, როცა ჩემსკენ მოდის და ლოგინზე მაგდებს. ხელს სახეში მძიმედ მირტყამს, იმდენად რომ მეტს ვეღარ გავუძლებ, ვგრძნობ რომ გავითიშები.
ხელებს თავისი ხელებით მიჭერს და მთელი ტანით მაწვება.
ვყვირი.
რომ მიშველონ, რომ კეთილმა ადამიანებმა გადაარჩინონ ეს მახინჯი სული. რაც არ უნდა იცნობდე შენს სიბნელეს, აღიარება არ შეგიძლია. არ შეგიძლია სიცოცხლეზე უარი თქვა, როცა სიბნელე გავსებს, იმიტომ რომ გინდა ამ სიბრმავის ფასი სხვებსაც აჩვენო, სხვებსაც დაანახო და გაასულელო, გააცამტვერო და დატანჯო ამით.
არ ელოდა, რომ არაამქვეყნიური ძალით შევძლებდი ყვირილს.  ხელს პირზე მაფარებს მაგრამ თავს ვაქნევ, ბგერებს ბოლომდე ვერ ფარავს.
ვხედავ როგორი შეშინებულია იმით, რომ ვინმე გაიგებს.
სწორედ ამ დროს კარი იღება.
თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ღმერთი ცოტათი გაბოროტდა, ჩემს დახმარებას თავის კეთილ შვილებს რომ მაინც ავალებს და გამოსდის კიდეც. შუქი ინთება და ვიღაც ძლიერი ხელებით რობერტს მხრებში ექაჩება, ვიღაც, რომლის დანახვაც არ შემიძლია.
ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვარ.
-ნაბიჭვარო!- დარტყმა და  ამ ოთახში მდგარი ვაზის მსხვრევის ყურისწამღები ხმაა. მესმის როგორ ილანძღება ის ვიღაც.
ღრმად ვსუნთქავ და ვცდილობ წამოვდგე.
ჩემი ისედაც საშინელი მდგომარეობა, ჯერ კიდევ ვერ მაღელვებს საკმარისად. ვხედავ როგორ წევს გონებადაკარგული რობერტი იატაკზე, თავის ირგვლივ კი ვაზის ნამსხვრევები აყრია, ყელის მიდამოში სისხლს ვხედავ და გულში რომელიღაც ნაწილს სასიამოვნოდ ეღიმება.
წამები გადის და ჩემს წინ მდგარ სხეულსაც ნელა აღვიქვამ.
-კარგად ხარ?- მეუბნება და ხვნეშის. სახეზე ვაკვირდები..
მე მას ვიცნობ.
-ნოა?- ვამბობ გაუაზრებლად. ვხვდები ჩემი ხმა რამდენად სუსტად ისმის. გაოცებული შემომყურებს და თვალებისთვის ვერ დაუჯერებია.
-არტემის? აქ რას აკეთებ?!- ამბობს მოულოდნელობით სავსე ხმით და ჩემსკენ მოდის, ხელებს მკიდებს და ეცდება წამომაყენოს.
-რამე დაგიშავა?- ამბობს ისე, რომ ტანზე მაკვირდება, ცდილობს ძალადობის კვალი შენიშნოს.
-არა..- ვამბობ და მის ხელებს ვეჭიდები, ვცდილობ საწოლზე წამოვჯდე.  ერთ ხანს ჩუმად მიყურებს, მძიმედ ყლაპავს ნერწყვს და ვერ იჯერებს რომ მის წინ ვზივარ. თავს ხელებში რგავს.
-აქ როგორ აღმოჩნდი..- ამბობს თავჩახრილი.
-ამირჩიეს, ნოა.-
-ვერ ვიჯერებ რომ ამდენი ხნის განმავლობაში ახერხებდი დამალვას, ახლა კი აქ ხარ.- მის ხმაზე ჩემში მეღიმება, ალბათ გავგიჟდი, წუთების წინ მომხდარი თითქოს გადამავიწყდა.
-ჯერ კიდევ ცოცხალი რატომ ხარ, არტემის?- ამჯერად თავს მაღლა წევს და მიყურებს.
-არ ვიცი.-
-იცი.- შედარებით უხეშად ამბობს. -შენ ყოველთვის განსაკუთრებული იყავი არტემის, რა გააკეთე ასეთი?- თვალებში მიყურებს, რომ ყველაფერი ამოიკითხოს.
ჩემი ბოროტების პირველად  შემრხცვა, იმიტომ რომ ის ყოველთვის ლამაზი იყო, ლამაზი გული ჰქონდა.
შემეშინდა რომ თვალებში ამოიკითხავდა სიბნელეს, თავი ავარიდე.
-ემის გადარჩენა ვცადე.- თვალები კედელზე მიშტერდება.
-შენ არასოდეს დახმარებიხარ სხვას, არასოდეს განაღვლებდა სხვას თუ წაიყვანდნენ. ყოველთვის შენს უსაფრთხოებაზე ზრუნავდი. გაკვირვებული ვარ.-  ის მართალი იყო, არასოდეს დავხმარებივარ სხვას, მაგრამ ალბათ იმ დღეს ვცადე საკუთარ თავში მეპოვნა რაღაც, რაც სინათლეს დაემსგავსებოდა. თუმცა ამაოდ, ჩემმა ეგოიზმმა უკეთ იცის, როგორ მმართოს.
-არ შეცვლილხარ.- ღიმილნარევი ხმით ვამბობ, მან კი იცის, რომ ამ ხმაში შხამია.
-არც შენ.- სახეს მისწორებს, ერთმანეთს ვუყურებთ და ვგრძნობ, წლების წინ ჩემში რომ გრძნობა დავასაფლავე, როგორ იღვიძებს.
ჩემი ერთი ნაწილი გატაცებული იყო ამ ბიჭის სიკეთით. ამიტომაც მომწონდა, ამიტომაც მინდოდა ახლოს ვყოფილიყავი და დამემახინჯებინა იგი, მაგრამ ამის უფლებას გარემოება არ მაძლევდა, ბიჭებს იმ დროს არც კი ვეკარებოდი.
-ამ ყველაფერს მალე მთავარი გაიგებს, ხომ იცი. სჯობს აქ არაფერი დახვდეს.- ჩემს ყურებას უხერხულად წყვეტს, ვხვდები როგორ შევავიწროვე ჩემი მზერით, ჩემს აზრებს მიუხვდა.
ფეხზე დგება და რობერტს მიათრევს, ყველაფერს აწესრიგებს.
მე კი ვწევარ და ჭაღს ვუყურებ.
მხოლოდ მერე ვაცნობიერებ, რომ ბრიუსჰალტერით და ჯინსის შარვლით ვარ. თმებით წინა მხარეს ვიფარავ.
წამოვდგები და კარში შემოსულ ნოას ვუყურებ.
-მიხარია, რომ კიდევ  ერთხელ შეგხვდი.- ძალით ვიღიმი და ის ამას ხვდება.
-არ გინდა არტემის, თავს გაუფრთხილდი.- მიყურებს, მერე თვალს კედლებს ავლებს და გადის, კარი იკეტება.
საკეტის ხმაც მესმის.
კარგია, რომ გამექცა.
****

Breathe, Arthemis.Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin