ვიცი, რომ გავანადგურებ.

1.3K 124 34
                                    

ხმა, რომელიც თავში ელვასავით გესმის, ზუსტად ის ხმაა, შენს თავს რომ ღრღნის და რეალურად იმ აზრებს გაშორებს, რაც შენში არსებულ დადებით პერსონას უნდა, რომ ახდეს

Ups! Gambar ini tidak mengikuti Pedoman Konten kami. Untuk melanjutkan publikasi, hapuslah gambar ini atau unggah gambar lain.

ხმა, რომელიც თავში ელვასავით გესმის, ზუსტად ის ხმაა, შენს თავს რომ ღრღნის და რეალურად იმ აზრებს გაშორებს, რაც შენში არსებულ დადებით პერსონას უნდა, რომ ახდეს. ხმა რომელიც მესმის, ჩემს კეთილ მეს მაშორებს. ალბათ ზედმეტად სუსტი ნებისყოფა მაქვს, ასე ადვილად რომ გადამიბირა და სამყაროს სიძულვილზე კონტრაქტი  გამაფორმებინა საკუთარ თავთან.
მძულხარ,
და ამას ვერაფრით შეცვლი, ვერ დაეხმარები.
ვერ გამიგებ, იმიტომ რომ ჩემი გონება გაცილებით ბინძურია, ვიდრე შენი. ჩემმა უფრო მეტი ბოროტება დაინახა, ვიდრე სიკეთე. ამიტომაც ბნელია, ამიტომაც მიჭირს ჩემს თავს ხელი ჩავკიდო და მზის ჩასვლით დავტკბე. ამიტომაც ვერ ვამჩნევ სილამაზეს და ყოველ ჯერზე, როცა ოდნავ მაინც ვგრძნობ მას, მისი განადგურება მინდება.
ამჯერად ისეთ ადამიანს მინდა მივაყენო სულიერი ტკივილი, რომელიც რეალურად ჩემნაირი უნდა იყოს, ან ვინ იცის, იქნებ ჩემზე უარესიც კი არის.
კითხვაც ეს არის, როგორ შეიძლება მიაყენო ტკივილი სიბნელეს, როცა თავად სიბნელე ხარ?
ვიცი, რომ ყველაფერს შეიძლება ჰქონდეს სუსტი წერტილი და ამ სისუსტეს ზუსტად მაღალი ტემპერატურა სჭირდება, რომ გალღვეს.  მე მას ვიპოვი, მის სულს ბოლომდე გავეცნობი,
მერე კი იმის ყურებით დავტკბები, როგორ იტანჯება იგი ჩემს გამო.
სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და მეღიმება. ვიცი რომ აქ ჩემს გამო მოვიდა. მართალია დიდი დრო გავიდა, მაგრამ ვერ მპატიობს. ვიცი, დღემდე უნდა, ისევ შემეხოს, როგორც ადრე. ისევ ისე უნდა კედლებს ამოეფაროს და ჩუმად მიმზერდეს.
ვგრძნობ, როგორ მაკვირდება კანზე და როგორ უნდა შეეხოს მას, მაგრამ ამას მარტო ვერ შეძლებს. არ შეუძლია საკუთარ თავს უღალატოს, არ შეუძლია დავიწყება.
თუ მე არ მივცემ უფლებას, ვერ შეძლებს მომეკაროს. ზუსტად იმაზე მეღიმება, რომ მისი მართვა შემიძლია.
შემიძლია ნებისმიერ დროს მოვიმწყვდიო კუთხეში და წვალებით ოფლში ვაცურაო, ვიცი ცდუნებას რომ ვერ გაუძლებს.
-ვერ ივიწყებ, არა?- ღიმილით ვეკითხები. იცის, რომ ამ ღიმილში მომაკვდინებელი შხამია, თუმცა მაინც მოსწონს მისი ყურება.
-როგორ შეიძლება რომ ეს დაივიწყო?- სერიოზული სახით მიმზერს.
-იქნებ ცოცხალიც არის, ნოა.- მხრებს ვიჩეჩავ, ვხედავ როგორ ღიზიანდება ჩემს ნათქვამზე.
-იქნებ ჩემს გვერდითაც ყოფილიყო, შენ რომ არ ჩაგეგდო ის, მათ ხელში.- იღიმის, მაგრამ ეს ღიმილი ზიზღით სავსეა.
-არ გავუშვებდი, თავი რომ არ მოგეტყუებინა.- მისკენ ვტრიალდები და ამჯერად სერიოზული გამომეტყველება მაქვს.
-ფიქრობ ეს ჩემთვის მარტივი იყო?- თვალებს ავიწროვებს. -გგონია მარტივი იყო შენთვის თავი ამერიდებინა და მის გვერდით გამეტარებინა დრო?- ხმას უწევს, ახლოს მივდივარ.
-შენ ზოი არჩიე, ნოა!  სიცრუეში არჩიე ცხოვრება, მინდოდა შენთვის თვალები ამეხილა და დაგენახა რომ სინამდვილეში ჩემს გარდა არასდროს, არავინ გაინტერესებდა, მათ შორის არც ზოი.- თავს ვეღარ ვაკონტროლებდი, მგონი ზედმეტიც კი წამომცდა.
-ყოველთვის ხვდებოდი რომ საშინლად მიზიდავდი და მაინტერესებდი არტემის, თუმცა იმდენად ეგოისტი ხარ, რომ არც საკუთარი თავისთვის და არც სხვისთვის მიმეტებდი.- კბილებში გამოსცრა, თითქოს იგი ახლა გავიცანი.
-არასდროს გამკარებიხარ, გეგონა როგორც ლილიანი გაიტაცა თავისმა უახლოესმა ადამიანმა, ისე მოგექცეოდი. მუდმივად თვალებით ვკონტაქტობდით და რეალურად არასდროს გვისაუბრია!-
-მართალი ხარ ნოა. შენთან გულწრფელად არასოდეს მისაუბრია, არც არასოდეს შეგხებივარ.  თუმცა ვერ ავიტანდი იმ ფაქტს, რომ მუდმივად ჩუმად და ფარულად მიმზერდი, მაკვირდებოდი. ვგრძნობდი, რამდენი რამის გაკეთება გინდოდა ჩემთვის, მაგრამ რატომღაც ზოი შემოგიჩნდა. იმდენად მხდალი აღმოჩნდი, რომ ვერ გაბედე უარი გეთქვა ზოის გრძნობებისთვის შენდამი, ამიტომაც ატყუებდი მას და უპირველესად საკუთარ თავს. –
ვხედავ როგორ ივსება ბრაზით და უნდა ხმამაღლა იყვიროს.
-აღარ გაბედო მისი სახელის ხსენება! ის შენს გამო წაიყვანეს არტემის და ამის დავიწყებას ვერასოდეს შევძლებ.-
-დარწმუნებული ხარ?- ვამბობ და ახლოს მივდივარ, პირველი შემთხვევაა, რომ ამდენად ახლოს მივდივარ მასთან, ნოა გაოცებულია.
თავს თანხმობის ნიშნად მიქნევს.
-ყველაფერი დავიწყებადია ნოა, მხოლოდ ნამდვილი გრძნობები რჩება ადამიანებში, იმდენად ღრმად იდებენ ბინას,  შენც კი არ გაქვს იმის ძალა, რომ ისინი  საკუთარი სხეულიდან გააქრო.-
ჩვენი სახეები რამოდენიმე სანტიმეტრით არიან დაშორებული ერთმანეთისგან.
აღელვებულია, ვერ მალავს იმ ლტოლვას, რაც ჩემდამი აქვს. ო ღმერთო, რა სუფთა და ლამაზი ქმნილება გაიმეტე ჩემთვის, ახლა კუთხეში რომ დგას და ცდუნებისთვის თავი ვერ გაურთმევია.
მინდა რომ შემეხოს, თავი დაკარგოს და მერე დაიტანჯოს, იმის გამო წამით რომ მაინც დაივიწყა ზოი.
მახსოვს, მეორე შემოვლა იყო, როცა ნოა  ზოის საგულდაგულოდ მალავდა. როცა ეს გზააბნეული ბიჭი, ჩემს ჩუმად სათვალთვალოდ დაიარებოდა, ზუსტად ამ დროს გავყევი. ზუსტად ამ დროს დავინახე ზოი და ვარჩიე ნოასთვის რეალობა მეჩუქებინა.
ამეხილა მისთვის თვალები და მეხსნა, მეუძლებინა იგი,  სინამდვილეში ის არასწორი გზა აერჩია, რასაც ერქვა „მე".
არტემისი.
-მივდივარ.- ამბობს უეცრად და მშორდება. ზუსტად იმ დროს წავიდა, როცა გაანალიზა რომ ჩემს სიახლოვეს ვერ გაუძლებდა.
კარის ხმა მესმის, შემდეგ საკეტის.  ნოა წავიდა, მე კი სასიამოვნოდ მეღიმება.
ისევ სარკეს ვუბრუნდები და სხეულს ვითვალიერებ.
ცოტას ვჭამ, უფრო სუსტი ვარ. თმა გაშლილი მაქვს, კანი ჩვეულებრივზე მეტად რბილი და მბზინვარე.
თეთრი მაისური და ჯინსი მიფარავს სხეულს. ვრწმუნდები რომ რაღაც სხვა ვარ, მას შემდეგ რაც ვაანალიზებ, რომ ჩემს ადგილას აქ სხვა გაგიჟდებოდა. საქმე იმაშია, რომ გაუთავებლად შემიძლია ვიფიქრო.
დაუსრულებლად და მაინც არ მბეზრდებოდეს.
შემიძლია ვიფიქრო კაცებზე, რომლებიც ახლა გაბოროტებული თვალებით უმზერენ მდიდრულად  ჩაცმულ ქალებს და ნერვული სისტემა უნადგურდებათ, რომ ასეთი ქალები სახლში არ უსხედან.  შემიძლია წარმოვიდგინო როგორ მიდის ავტობუსი ბნელ გზაზე, წარმოვიდგინო მასში მსხდომი უამრავი მოწყენილი მგზავრი, მათ შორის საშუალო ასაკის ქალი, რომელიც ნანობს რომ სწავლა არ გააგრძელა და ახლა, სახლში დამშეულ ქმართან აპირებს მისვლას. აქვე მჯდარი კაცის წარმოდგენა შემიძლია, გუშინ ალბათ საფულე რომ მოპარეს და დღეს ჯიბეში მხოლოდ ძველი საკრედიტო ბარათი უგდია, სადაც ავტობუსის მგზავრობისთვის განკუთვნილი რამოდენიმე ცენტია დარიცხული.  სადმე წინ, მშობელზე ხელჩაკიდებული ბავშვი ზის, წითელი მოსასხამით და გასაწმენდ მინას მიშტერებია, ვერც კი ხვდება რომ ხელში დაჭერილი საწუწნი კანფეტი დედამისის ას დოლარიან მოსაცმელს სასიამოვნოდ ეწებება.
შემიძლია ამაზე შორს წავიდე. სამყაროში, სადაც ჩემი სიბოროტე ვერ იარსებებდა, იმიტომ რომ ვერცერთი ადამიანი ვერ მოერგება იქაურობას.
ფიქრებიდან საკეტის ხმას გამოვყავარ, ალბათ მერამდენედ ხდება ასე.
კარი იღება და იქედან ის შეშინებული გოგო შემოდის, წინა ჯერზე რომ ვერ შეძლო ჩემთვის წესიერად თვალების გასწორება.
ფეხზე ვდგები და სანამ რამეს იტყოდეს წარბშეკრული ვუყურებ.
-ისევ?- ვეკითხები.
-დიახ.- ამბობს და თავს ხრის.
-რატომ ხარ შეშინებული?- იმ ფაქტს ყურადღებას არ ვაქცევ, რომ ცოტა ხანში ჩემი  შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა მომიწევს და პირდაპირ ამ კითხვას ვუსვამ.
არ მპასუხობს, კარიდან გადის და სამაგიეროდ ღიას ტოვებს. ნასიამოვნები ვარ. დანას ვიღებ, რომელსაც როგორც ზეინი ამბობს, ჩემთვის თავისუფლების მოტანა შეუძლია და ჯიბეში ვათავსებ.
ვხედავ, როგორ მიმზერს ორი ბიჭი კარის გარე სივრციდან, ერთერთი ამოვიცანი, ის არის წინა ჯერზე რომ მომაკითხა, თუმცა მეორე სხვა იყო.
კარს ვაღებ და გავდივარ, უკან მომყვებიან.  ნელი ნაბიჯებით მივუყვები დერეფანს, მერე კიბეებს და კარის წინ ვჩერდები. ერთერთი აკაკუნებს, მერე კარს აღებს და ხელს მსუბუქად მკრავს, მანიშნებს რომ შევიდე.
მეღიმება, როგორც წინა ჯერზე, დამალვას ვახერხებ. მეღიმება, რომ ადვილად შემიძლია ამ ადგილას მოვხვდე.  თავად ისინი მირჩევენ მე, ვისთვისაც კარგი არაფერი მაქვს ჩაფიქრებული.
კარში შევდივარ, ყურადღებას მკრთალად ანთებულ სანათებს ვაქცევ. მერე კი მას ვუყურებ.  ნაცრისფერი მაისური აცვია, თმა უწესრიგოდ აქვს. თვალების ირგვლივ კი შავი წრეები, უძინარია.
სახეზე თავისი უცნაური ღიმილი დასთამაშებს, აშკარად ნასიამოვნებია, რომ მის ოთახში, ნაცრისფერ კედელს ვეყრდნობი, ისე როგორც წინა ჯერზე.
ამჯერად ძალიან მკრთალად მეღიმება, ვერ ვაკავებ.
ამჩნევს და უფრო ფართოდ იღიმის. ისე მიყურებს იცის, რომ მისი აფეთქება მინდა.  ალბათ ზუსტად ამაზე ეღიმება, მოსწონს იმის ყურება, თუ როგორ ეთამაშება იმას, რასაც მისი მოკვლა უნდა.
ჩემგან რამოდენიმე მეტრში დგას, მაკვირდება და ცდილობს შემისწავლოს.
-გამარჯობა.- გამიგია, პირველი ის უნდა ამბობდეს სიტყვას, ვისაც მსხვერპლის სისხლი სურს. ამიტომ პირველი ჩემია.
-არ გამოგდის.- ამბობს და კბილებს აჩენს, ასე პირველად იქცევა.  ვერ ვხვდები რას გულისხმობს.
-თამაში არ გამოგდის.- ორი ნაბიჯით ახლოს იწევა.
-არც კი ვცდილობ, ზიზღი დავმალო.- ვუღიმი.
-პროგრესია.- ჩაიცინა, თავს ხრის.
-რის მიღწევა გინდა?- კედელს ვშორდები და ცოტათი ახლოს მივდივარ.  არ აყოვნებს და ისიც იწევა, ვიცი ჩემს გამოწვევას ცდილობს.
-მე ყველაფრის გაგება მინდა, არტემის.- 'რასაც ველოდი' ვამბობ გულში.
-სცადე.-
-ვგრძნობ, რომ შენში რამოდენიმე პიროვნება ერთმანეთს ჭამს.  ბედნიერები არიან იმით, რომ საბოლოოდ არცერთი რჩები ნამდვილი შენ. ბედნიერები არიან, რომ საბოლოოდ არცერთს რჩება შენში ადგილი.
შენს ეგოიზმს ვგრძნობ, ტანშიც კი აღარ გეტევა.- მისი სიტყვები მაოცებს, ალბათ იმიტომ რომ არ ველოდი, ამდენად საინტერესოდ თუ შეძლებდა ფიქრს.
სიმართლისგან მხოლოდ მეღიმება.
-ლამაზი იქნებოდა, სავსე რომ არ იყოს.- თავისთვის ჩაილაპარაკა.
-სავსე რომ  არ იყოს რა და რისგან?-
-ღიმილი შხამისგან, არტემის. თუ გგონია, რომ შენი თითოეული მოძრაობა ვერაფერს მეტყვის შენს პიროვნებაზე, ცდები. მე იმაზე მეტის გაგება შემიძლია შენს შესახებ, ვიდრე წარმოიდგენ. შემიძლია იმაზე ღრმად ვაფათურო შენს სამყაროში ხელი, ვიდრე ვინმეს აქამდე.-
-ეს არც არავის გაუკეთებია, იმიტომ, რომ სირთულეებს არავინ ეჭიდება.- პასუხს არ ვაყოვნებ.
-ისე, როგორც მე, სირთულეები შენც გიტაცებს, ეს ხომ ვიცით არა?- უკვე ერთი მეტრია ჩვენს შორის.
-ვერც კი გრძნობ.- ამბობს სერიოზული სახით. უკვე ვიცი, რომ ჩემსავით გიჟია.
-რას უნდა ვგრძნობდე?- ღმერთო, ეს დიალოგი ჩემს სისტემაზე არასწორად მოქმედებს, მინდა ზიზღით ამავსოს, დაძინებისას მისი განადგურების უამრავ გეგმაზე რომ უკეთესად ვიფიქრო.
-ხმები, რომლებიც გვაწუხებს, ფეხაკრებით დაიარებიან ჩვენს სისხლძარღვებში და ყოველ უჯრედს აწვდიან ფორიაქის მიზეზს, არ გვასვენებენ, ადამიანურისგან შორს მივყავართ.
გრძნობ ამას?-
ჯანდაბა, ამას მეც ვგრძნობ და ახლა თურმე ისიც.
ხვდება, რომ ჩემი სიჩუმე თანხმობის უდიდესი ნიშანია. როგორ მინდა, მისი სახე ასე თავისუფლად არ იღიმოდეს ამაზე, როგორ მინდა შიშის და სიძულვილის თავზარი დავცე.
-თუ ერთხელ მაინც არ გაგიგებენ ადამიანები, ასეთ ცხოვრებას აზრი არ აქვს. თუ ერთხელ მაინც არ შეხვდი მას, ვინც შენსავით სავსეა.- ვამბობ და ხელებს უმისამართოდ ვაწყობ.
ახლოს იწევა, იმდენად რომ სანტიმეტრები გვაშორებს.
-ოდესმე სულიერი სიმშვიდე გიგრძვნია?- მოულოდნელად მეკითხება. მისი სიახლოვე გულს მირევს.  კითხვაზე პასუხი არ მაქვს, იმიტომ რომ ეს არასოდეს მომხდარა.
-ასეც ვიცოდი.- ეღიმება.
-არც არავინ არასოდეს შეგხებია, არტემის.- არ ელოდება, მის სხეულს ვშორდები და ოთახის მეორე ნაწილში გადავდივარ, არ მინდა რომ მომეკაროს, თორემ თავს ვერ შევიკავებ და ვიცი, ჩემი დამპალი სულის თავისუფლებისთვის, ამის გაკეთებაც შემიძლია.
-ის რაც ხელშეუხებელია, თანდათან ლპება კიდეც.- ზურგშექცევით ვდგავარ, მაგრამ ვგრძნობ მის ღიმილს, ხმაში.
ზიზღით ვივსები.
-იქნებ ასე არ ხდება, იქნებ გეცადა გასინჯვა, თუ ზედმეტად რთულია ეს შენთვის?- ირონიით ვეკითხები და ამჯერად მისკენ ვტრიალდები.
-ზუსტად სირთულეები მიზიდავს და თუ ნებას მომცემ, ამას შევძლებ კიდეც.- ისევ ახლოს მოდის, ცდილობს მაგნიტივით მიმიზიდოს. ვგრძნობ მის თვალებს, ჩემს ყელზე, როგორ დათამაშებენ.
-ჩემზე სცადე. თუმცა შენს დამპალ სულს, ბუზიც კი არ გაეკარება.- კბილებში ვცრი, იმდენად ახლოს დგას რომ მისი სუნთქვა სახეზე მეცემა, გული მერევა და მინდა ხმამაღლა ვუყვირო, მერე კი დავასახიჩრო.
ვგრძნობ როგორ ეცვლება სახე და ბრაზისგან ხელებს მუშტებად კრავს. ყოველი ძარღვი დაებერა მკლავებსა და ყელზე.
ზუსტად ამას ველოდი, მინდოდა გაცეცხლებულიყო.
მეღიმება, ღრმად სუნთქავს.
-დარწმუნებული ხარ?- მის ხმაში ვერაფერი ამოვიკითხე. მიყურებს, ვუყურებ და ერთმანეთს თვალებით ვჭამთ.
ჩვენი სულები სიჩუმეში უხმოდ ღრიალებენ, წამები გადის, ხელისგულები მიოფლიანდება, თვალებში ვუყურებ და ვგრძნობ რომ მალე ავფეთქდები, ეს კი მასაც დააზიანებს. გულს გემრიელად მოვიქავებ, მის განადგურებასთან ერთი ნაბიჯი როცა დამაშორებს.
პასუხს არ ვცემ, ვხვდები როგორ მოუთმენლად  ელის  ამას.
ოთახში ანთებული შუქი მის თვალებს ეცემა, პირველად ვამჩნევ რომ ისინი კარამლისფერია.  მამაკაცის სუნამოს ვგრძნობ, ცხვირს მწვავს. ყოველ ნაკვთს აკვირდება, ცდილობს დაიმახსოვროს.
უკვე სუნთქვაც კი მიჭირს მისი სიახლოვისგან და გულისრევის შეგრძნებისგან. მეზიზღება რომ ჩემს წინ დგას. მეზიზღება რომ კანი ოფლიანი აქვს, ეს სუნამო მეზიზღება და ის რომ ჩუმად არის, სინამდვილეში კი ამით ძალიან ბევრს ამბობს.
-კი.- ვამბობ გააზრებულად და მის თვალებს მზერას არ ვაშორებ.  რაღაც აფეთქების მსგავს ველოდები, ვემზადები, რომ ახლა ვეღარ  ამიტანს და ზიზღისგან შემოვაკვდები.
ზუსტად ამ დროს ვგრძნობ, როგორ მკრავს ხელს მთელი ძალით, ინერციით საწოლზე ვეცემი, ღრმად ვსუნთქავ.
ოფლიანი ვარ.
ჩემსკენ იხრება,  ვგრძნობ როგორ აღელდა ჩემში რაღაც ნაწილი, ზუსტად ის, თავისუფლება რომ სურს და ამის გამო ყველაფრის შთანთქმა რომ შეუძლია, ყველაფრის დანგრევა, მათ შორის მისიც.
ხელებით საწოლს ეყრდნობა და თვალებში მიყურებს. ღვარძლით სავსე ვარ და ამას ვერაფრით ვმალავ.
ვხედავ როგორ იღებს ხელს და მაისურს მაღლა წევს,  მუცელზე, იმ ადგილას სადაც პირველად შემეხო, ისევ მეხება. ხელი ცივი აქვს, თუმცა ის ადგილი სიცხისგან ხურდება.
-ვცდი.- ამბობს დაბალ ხმაზე და მიყურებს.
ვერაფერს ვამბობ. მისი ხელის მოშორება მინდა, ეს  ჩემს გეგმაში არ შედის.
ვიმეორებ თავში, როცა ვფიქრდები და ვხვდები, ეს ზუსტად ის გზაა, რომელიც ჩემს მიზანთან მისასვლელად უნდა გავიარო.
თუ გეთამაშებიან, უნდა ითამაშო.
ვამბობ თავში.
ხვდება, რომ ამის უფლებას ვაძლევ.
მუცელზე ხელს მატარებს, თავს ვერ ვაკონტროლებ, არც კანი მემორჩილება და ჟრუანტელი მივლის. როგორც კი ხელით კანის სიუხეშეს გრძნობს, ეღიმება.
-ხომ ვთქვი, ხელშეუხებლად არ უნდა დალპე, არტემის.- ამბობს და ტუჩებით ჩემს ტუჩებს აცხრება.
ვგრძნობ ზიზღს, ბოღმას, ეგოიზმის განწირულ კივილს, თუმცა ტანი სხვა რამეს ამბობს, თითქოს ცალკე ადამიანია და არცერთს არ ეთანხმება.
სხეული, ერთადერთი რამაა, რისი მართვის უნარიც ზუსტად ასეთ მომენტში გერთმევა ხელიდან.
კოცნას უფრო მეტად აღრმავებს, მერე კი ყელს ეწაფება, ლავიწებს, ზუსტად მის საყვარელ ადგილებს.
მშორდება და ტანიდან მაისურს მაშორებს. ოფლიან კანზე ცივ ჰაერს ვგრძნობ, მის წინ ბრიუსჰალტერით ვწევარ. მაკვირდება, მერე კი ისევ მკოცნის.
ეს ჩემი პირველი კოცნაა, ზუსტად ასეთი წარმომედგინა, ზიზღით სავსე.
ვიცი, რომ  ვერ მიტანს და მანაც იცის, რომ მეც მეზიზღება იგი.
კოცნაში არ ავყვები, ეს კი აღიზიანებს, კოცნა გააუხეშა. ვხვდები, როგორ უნდა რომ ამიყოლიოს. 'ეს შენი გზაა არტემის, შენი ბინძური გზა.' სიამოვნებისგან გულში მეღიმება, მსხვერპლი ფუტკარივით მეტანება, თუმცა არ იცის, რომ შხამიან ყვავილს მიირთმევს.
კოცნაში ვყვები, ნასიამოვნებს ეღიმება. მის მაისურს ოდნავ ვექაჩები და წამში ჩემი დახმარების გარეშე იშორებს სხეულიდან. ტატუებს ვაშტერდები, ამჯერად ჩემი დროა. ვამბობ გულში და საწოლიდან წამოვიწევი, ცივ ხელებს სახეზე ვკიდებ და ვკოცნი. ახლა ვაანალიზებ, რომ მისი ტუჩები რბილია.
ხელებს ჩემს ტანზე დაასრიალებს და შარვლის ღილებს მიხსნის.
მსგავსი რამ არასოდეს განმიცდია, ჩემს სხეულს ვერ ვიმორჩილებდი, იმას აკეთებდა რაც სურდა, ზუსტად ის აკრძალული ხილი, რაც არასოდეს გამისინჯავს, რასაც ვერიდებოდი.
თუ ოდესმე რაიმე მთელი არსებით შეგზიზღდებათ, ზუსტად მასთან უნდა ეცადოთ მსგავსი რამის გაკეთება, რომ საბოლოოდ მისი განადგურებაც შეძლოთ.
ბრიუსჰალტერს მიხსნის, მზერას არ მაშორებს, იგივეს ვაკეთებ.
შარვალს ვიშორებ და მის კალთაში ვექცევი, ხელები მის მხრებზე მაქვს შემოხვეული. ზუსტად მაშინ, როცა არ ელოდება ყელში ვკოცნი.
ბოროტებისგან მეღიმება, ნეტავ წარმოდგენა მაინც აქვს, რომ სასიკვდილო შხამს მიეკარა?
მალე მოიწამლება.
ჩემი სხეული მე არ მეკუთვნის.
მას ვერ ვაკონტროლებ.
ძალიან ოფლიანი ვარ, მეც და ისიც. ვხედავ, რომ მეტის მოთმენა არ შეუძლია და ამჯერად ისიც იშორებს შარვალს.
ყელში კბენას ვგრძნობ, მეცინება რომ ამ სიგიჟეს ვაკეთებ. სველ კოცნას ტოვებს კისერში, მერე კი ლავიწებზე, საბოლოოდ კი მუცელთან, იქ სადაც მისი აზრით ჩემი ზიზღი იმალება.
ვკანკალებ.
ხელს უხეშად ვავლებ და ისევ მხრებზე ვხვევ, ჩემსკენ ვწევ, მეტი არ შემიძლია.
ვკოცნი,
ხელებს ჩემს ფეხებზე დაასრიალებს. ხელს მის გულმკერდს ვატარებ და ველოდები.
ორივენი ვჩერდებით, რამოდენიმე წამი გადის, ერთმანეთს კალთაში ვუზივართ და არ გვჯერა, უფრო მე ვიდრე მას.
თვალებში მიყურებს, იგივეს ვაკეთებ და ცხელ სუნთქვას ვგრძნობ.
ეს ზუსტად ჩემი გზაა, ბინძური გზა.
მხარზე ხელს ვუჭერ, მინდა რომ ეტკინოს.
ვხედავ როგორ ჩაიცინებს.
ერთმანეთს ვკოცნით და ჩვენი ზიზღები ერთმანეთში გვერევა.
მიუხედავად იმისა, რომ სამუდამო ზიზღით ვარ სავსე, სხეულს ვერ ვეწინააღმდეგები, რომელსაც თავისი წილი სიამოვნების მიღება უნდა და თუ ეს ჩემთვის სასარგებლო გზაა, რომ იქ მივაღწიო, მზად ვარ ეს გავაკეთო.
იმდენად ბინძური ვყოფილვარ, რომ ყოველგვარი გრძნობის გარეშე შემძლებია, ადამიანთან დავწვე. დარწმუნებული ვარ, რომ არასოდეს შემიყვარდება ვინმე, იმიტომ რომ თვითონ სიყვარულის გრძნობა არ შემიძლია, მაგრამ თუ სხეულს სიამოვნებს, ამას აუცილებლად მივიღებ.
ხელები ჩემს წელზე შემოუწყვია, მეღიმება.
გავანადგურებ.
ყელს კოცნის, უნდა ვაღიარო რომ სასიამოვნოა.
პირველი და სასიამოვნო.
თითებით მის თმას ვეხები და თითქოს სხეულმა მოთხოვა მას, მეტად დახარჯულიყო.
ყელში ვკბენ, მერე კი სიამოვნებისგან თავი უკან მივარდება.
ჩემში ისევ იღვიძებს ცხოველი, რომელიც თვლის რომ ზუსტად დროა, ჩემს თავისუფლებასთან ახლოს ვარ და საუკეთესო შანსია, რომ ვცადო.
ვცადო მისი განადგურება.
თვალს ვახელ და ჯიბიდან გადმოცურებულ დანას ვხედავ, საწოლზე გდია.
ხელს შეუმჩნევლად ვავლებ.
დანას ვხსნი და მის ზურგზე, კანს სწრაფად ვუსმევ.
ჩერდება.
სასოწარკვეთილია,
სხეული ლაგდება.
დანას ხელიდან მაგდებინებს და ოთახის ბოლოში ისვრის.
მის ზურგზე ნაკაწრია და მისგან სისხლი მოდის.
ხელს მთელი ძალით მკრავს, საწოლზე ზურგით ვეცემი.
თითქოს იცოდა, რომ ამას გავაკეთებდი, მაგრამ რეალურად იყო მასში რაღაც, რაც ფიქრობდა რომ ჩემში სხვა, უფრო მაღალი ღირებულებები არსებობდა.
ცდება.
-გაეთრიე.- ამბობს დაბალ ხმაზე და შარვალს ხელს ავლებს, წამში უკვე მის სხეულზეა.
ზეწარს ვიფარებ და ფეხზე ვდგები.
ჩემგან ზურგით დგას, ვხედავ როგორ მოედინება იქედან სისხლი.
-შენ თქვი, რომ თუ ვცდიდი, თავისუფლებას მივიღებდი.- ვამბობ ღიმილით, სადაც ზიზღი ვეღარსად იმალება.
-შენი სხეული, არასოდეს იქნება თავისუფალი არტემის.- სერიოზული სახით მიყურებს.
-მე შენი სული ვიგულისხმე, რომელიც დღეიდან სამუდამოდ განთავისუფლდება, როცა ამ კარიდან გახვალ.-
სიტყვას ასრულებს და იღიმის,
აი თურმე რას გულისხმობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ამოიხსნა მისი სიტყვების არსი, მაინც რჩება რაღაც გაურკვეველი, რაღაც აუხსნელი რაც უამრავ კითხვას ბადებს.
კარისკენ მივდივარ.
ვიცი, რომ გავალ სიკვდილი მიწერია.
თუმცა მე ხომ გადავწყვიტე, რომ ვიცოცხლებდი?
ჩემი სიბნელე უნდა მესხივებინა.
ღრმად ვსუნთქავ.
კარის ზღურბლთან ვდგავარ და ღრმად ვყლაპავ ნერწყვს.
ჩემი პულსი მესმის.
უკან ვიხედები, და მის ზურგს ვხედავ, სხეულს რომელიც ოთახში უკვე მშვიდად დაირება.
მან ჩემი სიკვდილი მიიღო.
რატომღაც ეს ფაქტი თავს ვერ მაწონებს.
უკან ვტრიალდები, ის კი,
ჩემსკენ ტრიალდება, მიყურებს. მოულოდნელი გამომეტყველება ესახება, როცა ზეწარს ხელს ვუშვებ და მთლიანად შიშველი, მისკენ მივდივარ. ნაბიჯებს უფრო მეტად ვუჩქარებ.
მხოლოდ ის ვიცი, რომ სიკვდილი არ მინდა, ეს კი მისგან თავის დასაღწევად ერთადერთი გზაა.
სხეულებს შორის მილიმეტრებიც კი არ არსებობს და მე მას უკვე ვეხები.
ხელებს სახეზე ვკიდებ და ვკოცნი.
იმდენად ვნებიანად, რამდენადაც შემიძლია და გამომდის.
ვგრძნობ როგორ ვერ იკავებს სურვილს.
სიკვდილისგან დასაღწევი გზა არ უნდა გადამიკეტოს, კოცნაში უნდა ამყვეს.
ვიმეორებ თავში.
მის სხეულს ვეხები, ზუსტად მუცელზე, იმ ადგილას სადაც მან შემეხო.
ხელებს უხეშად მავლებს მკლავებში და კოცნაში მყვება.
ნაბიჯებით საწოლისკენ მივდივართ, ინერციით ვვარდებით.
ყელში მკოცნის, როცა უეცრად სიტყვებს აყოლებს.
-წარმოუდგენელია, გქონდეს ასეთი ტკბილი კანი და გემო, როცა ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მის შიგნით სულ სხვა რამ დამხვდება. -

ვიცი, რომ გავანადგურებ.

——

მოგწონთ თუ არა არტემისის პერსონაჟი?
მადლობა რომ კითხულობთ, მთავარი თქვენი აზრის დაფიქსირებაა, რომელიც დიდ მოტივაციას მაძლევს. :)
წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოტა უფრო რთულია ხოლმე.

Breathe, Arthemis.Tempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang