სუნთქავ და ხვდები, რომ ეს ორისთვისაა.
შენს სხეულში მარტო აღარ ხარ და თითქოს ვალდებული ხდები, ჟანგბადი ხარბად და არა ეგოისტურად, მხოლოდ შენთვის არ ჩაისუნთქო.
რა მოხდება მაშინ, როცა ზეინი გაიგებს ამის შესახებ?
თითქოს პასუხი მაქვს ამაზე,
როცა იმდენად ძლიერი და მნიშვნელოვანი ფიგურა ხარ, როგორიც ზეინია, ზედმეტად ბევრი მტერი გყავს სამყაროში იმისთვის, რომ ახალი სისუსტე გაიჩინო ცხოვრებაში, ისეთი სისუსტე, როგორიც შვილია.
გულში ჩხვლეტა ვიგრძენი, როგორ შემეძლო საკუთარი ხორცის ნაგლეჯზე სისუსტე მეწოდებინა,
როგორ შემიძლია მას ნაგლეჯი ვუწოდო?
მაგრამ, მე ხომ არტემისი ვარ.
ცხოვრებაში უამრავ სიტუაციაში ამოყოფთ თავს, ზოგჯერ საკუთარი თავი შეგზიზღდებათ, ზოგჯერ კი სხვები..
ზოგჯერ უბრალოდ გაქცევას ცდით და ბოლოს, მაინც დაუბრუნდებით საკუთარ დაძველებულ სხეულს უკან, იმიტომ რომ რეალურად, მოსვენებას, აღელვებას და ყველაფერ რთულს თუ მარტივს, ზუსტად ამ ჩვენს დანჯღრეულ სხეულებში ვგრძნობთ.
არ გვაქვს უფლება, მისგან წავიდეთ.
თუ ამ სამყაროდან გაქცევას არ გეგმავ, მხოლოდ იმიტომ, რომ ან ჭკვიანი ხარ, ან კი უბრალოდ მშიშარა.
თუ კი ოდესმე დადგება დღე, როცა აქედან აუცილებლად წავალთ, რატომ დავაჩქაროთ ეს პროცესი?
უბრალოდ მანამდე ველოდოთ, სანამ არ მოვა.
იქნებ სიკვდილის შემდეგ არ არის ის, რასაც ველით.
და თუ ეს ასეა, არსად მეჩქარება.
არ ვიცი ჩემს მუცელში მჯდარ არსებას რას ვუპირებ, მივცე სიკვდილის უფლება?
თუ უბრალოდ მივცე სიცოცხლე, რომ მანაც, როგორც სხვა ყველა დანარჩენი დაიტანჯოს.
შემიძლია სხვა არსებას ვუვლიდე?
შემიძლია ვიზრუნო სხვაზე, როცა საკუთარი თავის მოვლაც კი არ ვიცი.
თუ ამას ზეინი გაიგებს, დარწმუნებული ვარ, კარგი არაფერი მელის.
სისულელეა, აქედან გაიქცე, ამით ჩემს თავსაც და შვილსაც ვავნებ.
ზუსტად ამ დროს, როცა მე ფანჯარაში ვიყურები, კარები იღება.
ვგრძნობ, რომ აქ არის.
ვტრიალდები და მაშინვე ვამჩნევ, რომ დღეს ის არ არის, ვინც აქამდე იყო. დღეს სხვა ადამიანია, სხვანაირი თვალები აქვს,
დარწმუნებული ვარ, ისინი კარგს არაფერს მანიშნებენ. თუ რაღაცის თქმა უნდა, ეს კარგი ნამდვილად არ არის. თუ მომიახლოვდება და მაკოცებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგადაა.
როგორც არ უნდა იყოს, ველოდები,
ველოდები სანამ ხმას არ მოიღებს.
თვალებში ვუყურებ, ვიღიმი და მეც ვგრძნობ, რომ ეს ღიმილია. ვ
გრძნობ, რომ ამაში ყველაფერი იკითხება და უფრო ფართოდ ვუღიმი.
ზუსტად, რომ ღიმილში მტკივა.
ტკივილებისგან და საკუთარი თავისგან გათავისუფლებას ვთხოვდი გამჩენს, იმიტომ რომ ჩემი დაბადება შეცდომა იყო.
თუ მხოლოდ იმიტომ ვარ ამქვეყნად, რომ ამ ადამიანს შევყვარებოდი, თუ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ჟანგბადს ვაცარიელებდე,
სად ვიპოვო აზრი ყველაფრის გაგრძელების?
ალბათ ყველანი რაღაც მიზეზით გავჩნდით, მე იმიტომ ვარ, რომ არსება რომელიც ჩემს მუცელშია ამ სამყაროში მოვავლინო.
მე არ ვარ ის, ვინც სიცოცხლისთვის გაჩნდა, იმიტომ რომ რამდენიც არ უნდა ვისუნთქო,
მე
მკვდარი
ვარ.
და არავის შეუძლია გამაცოცხლოს.
ერთადერთი, რის გამოც სიცოცხლეს გავაგრძელებდი, იმ არსების გაზრდაა, ჩემს სხეულში რომ ზის. მხოლოდ იმიტომ ვიცოცხლებ, რომ იგი გავზარდო და დავინახო, რომ გაცილებით კეთილია,
დავინახო, რომ ის არის, ვისაც სიყვარული შეუძლია.
ადგილი, სადაც ზიზღი ბობოქრობს, ახლა ახალი სიცოცხლის საბუდარია და მასში ვერანაირი სიბინძურე ვერ აღწევს,
ვერ აღწევს ის, რაც ჩემს გულშია, ის სიბოროტე, ის ზიზღი და ეგოიზმი მას ვერაფერს დააკლებს, იმიტომ რომ ახლა, ჩემი სხეულის ყველაზე წმინდა ადგილი, სწორედ რომ ის არის.
თუ საკუთარი თავის შური შეიძლება, მაშინ მე მშურს მისი, იმიტომ რომ ჩემი სულისგან განსხვავებით, ჩემს სხეულს რაღაც წმინდა მაინც გააჩნია.
მე არ ვარ ის ქალი, ვისაც ვინმე გაუგებს.
მე არ მაქვს ის სული, ვისაც ოდესმე ბოლომდე ამოიცნობდნენ.
ნეტავ რამდენ ხანს მომიწევს ამ მკვდარი სულის თრევა, როდის მოვა დრო, როცა მომიწევს საკუთარი საფლავის დაკავება.
მე ის ქალი ვარ, ვისაც შეეძლო კეთილი გზა აერჩია, თუმცა ფიქრებმა, რომლებიც თავის დროზე არ შევწყვიტე, აქამდე მომიყვანეს.
გამხადეს ის, რაც ახლა ვარ.
მე საკუთარ თავს გავუთხარე საფლავი და ახლა ამას ვეღარ შევცვლი, იმიტომ რომ არ შეიძლება ყველა ცოცხალი დადიოდეს.
ჩემსკენ მოდის, ფანჯარასთან, ჩემ გვერდით დგება.
მას ვუყურებ.
მე ვიცი, როგორ შეიძლება ადამიანი გაანადგურო.
მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებს მის განადგურებას.
ძალიან ცოტა დარჩა, მიზნამდე.
არ მიყურებს, თითქოს თავს მარიდებს, თითქოს იმაზე ცივია, ვიდრე უნდა რომ იყოს.
ვერ ვკითხულობ, რაზე შეიძლება ფიქრობდეს?
-გახსოვს, გითხარი, თავისუფლება როცა მოგინდებოდა, უბრალოდ მოგეკალი და მე მას გაჩუქებდი.- ისე ამბობს, ჩემკენ არ იყურება.
-მახსოვს.- ვპასუხობ მშვიდად.
-მე შენ ამოგიცანი არტემის, ზუსტად იმ ბნელ ადგილს მივაღწიე, რომელსაც ჩემი მოკვლა და განადგურება სწყურია შენში.- ტანში ჟრუანტელი მივლის.
ახლა მართლა დარწმუნებული იყო, რომ ამის გაკეთება შემეძლო.
-დანა იმიტომ მოგეცი, რომ დამენახა.
დამენახა რომელი უფრო გაღელვებდა, შენი სხეული თუ სული?
დანა ზურგში ჩამარტყი არტემის, გეგონა, თუ ჩემს ფიზიკურ მკვლელობას ცდიდი, მე შენ აქედან გაგიშვებდი.
რამდენჯერ გითხარი, რომ ყურადღებით ამოგეკითხა ყოველი სიტყვა და მინიშნება, რასაც აქამდე გაძლევდი, მაგრამ ვერ ხვდებოდი, თუმცა ეს ჩემთვის უკეთესიც კი არის.
რატომღაც ჩათვალე, რომ ადამიანის უმაღლესი პრივილეგია ფიზიკური ხელშეუხებლობა და ზიანის თავიდან აცილებაა.
რომ დავფიქრდი მივხვდი, ასე იმიტომ მოიქეცი, რომ თავიდან ფიქრობდი, რომ სულიერი სიმშვიდე და სულიერად კარგად ყოფნა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და მათ შორის შენთვისაც.
მერე მივხვდი, შენთვის არაფერს წარმოადგენდა სული, იმდენად ყარდა იგი, რომ არ გაინტერესებდა ოდესმე ზიანს თუ მიიღებდა.
შენ მხოლოდ შენი სხეული გაღელვებდა, ცდილობდი რომ არ მომკვდარიყავი და მას ყველანაირად იყენებდი.
გეგონა, რომ შეძლებდი აგეტანა სულიერი ტკივილი, მაგრამ არა სხეულის,
შენ არ ხარ ის ქალი, ვინც სიკვდილს გაბედავს არტემის.
ის ადამიანი, ვინც საკუთარ სულზე წინ ხორცს დააყენებს, არასდროს გაუფრთხილდება სხვის სულს,
ვერც მის შეყვარებას შეძლებს და რეალურად იმაზე უარესიც კი არის ვინც სხვას ხორციელ ტკივილს აყენებს, როგორც ამას მე ვაკეთებ.
შენს თვალებში სასოწარკვეთილება და შიში დავინახე, როგორც კი გაანალიზე, რომ ჩემზე უარესი ადამიანი ხარ,