უცხონი მჭამენ...

456 28 7
                                    

ვზივარ საკუთარ სხეულ შემოხვეული
და ნეკნებს ვიმტვრევ,
დალეწეს გარეთ ყველაფერი და სხეულს ჭამენ,
ქრისტეს ცხოვრება გამახსენდა
და რომ აწამეს,
ლოყაზე კოცნით რომ გაყიდეს
ფულში გაცვალეს.

ყველგან ვეძებე ჩემი თავი,
ბოლოს იესო გამახსენდა გოლგოთის მთიდან რომ მიმზერდა,
არ ტიროდა და არც სიწითლე ემჩნეოდე თვალების ირგვლივ.
მხოლოდ ტკიოდა პილატე და იუდას კოცნა.

არც ერთი ძვალი დამტვრეულა იმ ღამით შენი,
მხოლოდ ხელები დაგილურსმნეს
მწარედ დაგცინეს,
პეტრემ უარგყო დაავიწყდა მამლის ყივილი,
გოლგოთის მთიდან იოსებმა გიხსნა
იცოდე.

ვზივარ საკუთარ სხეულ შემოხვეული და ვეღარაფერს ვიმტვრევ,
დამლეწეს უკვე ყველაფერი უცხონი მჭამენ,
მაისის ცრემლებს იარებში ვინახავ შენთვის,
იუდას კოცნას ლოყებიდან შენ ქარი გაცლის.

/ა/

my poem•Where stories live. Discover now