《2》

1.2K 112 26
                                    

ვერცხლის ყელსაბამი მოვიხსენი და სეიონგს უკან ხელებში ჩავუდე.

"მართლა გეუბნები, ამას ვერავიღებ. ეს კულონი ძალიან ძვირი ეღირებოდა"

მხრები აიჩეჩა და შეწინააღმდეგების გარეშე ჩააბრუნა ოქროს ზარდახში.

გამიკვირდა, რომ არ გაუპროტესტებია, გინდა თუარა, მაწყენინებ თუ არ გაიკეთებო.

ასე უსიტყვოდ, უკან ჩააბრუნა და ახლა გაშეშებული მიყურებდა.

ექსვი წელია, რაც არ მენახა.

ყველა იმ ამბის შემდეგ მთელი, სრული ექვსი წელია გასული.

იმ ამბების შემდეგ ფაქტობრივად ობოლი დავრჩი, იმ სისხლით მოსვრილ სახლში კი მარტო ვერ დავრჩებოდი.

იმ ამბის გაგების შემდეგ სეიონგის მშობლები მაშინვე მოვიდნენ. ბოლო-ბოლო ჩემს მშობლებს იქამდე იცნობდნენ, სანამ მე გავჩნდებოდი.

თავისთან წამომიყვანეს.

მამშვიდებდნენ, მაწყნარებდნენ, რაღაცეებს მეკითხებოდნენ და მარიგებდნენ. ჩემთან ერთად ტიროდნენ და თან ცდილობდნენ გავეხალისებინე.

ორი დღის შემდეგ იუჯინიც იპოვეს.

მომხდარი როგორც კი გააგებინეს მაშინვე ცივ იატაკზე ჩაიკეცა. რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა, შემდეგ კი აქ გადმოიყვანეს.

მის მერე, აქ ვცხოვრობთ.

სეიონგს კარიერა დაუწყია, თავისი ბიზნესია რომელსაც თავისივე ხელით ხელმძღვანელობს.

ნამდვილად დასერიოზულებულია.

არც კი უკითხავს ეს თვეები სად ვიყავი, ვისთან, ან საერთოდ რადამემართა, რატომ გავუჩინარდი.

როცა ძველი სეიონგი ალბათ პირველი იმას მკითხავდა მქონდა თუარა რომელიმე ბანდის წევრთან სექსი.

არავის არაფერი უკითხავს. პოლიციასაც საეჭვოდ არ გამოვუძახებივარ დაკითხვაზე. ბოლო-ბოლო, ჩემი მშობლები მოკლეს...

კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙Where stories live. Discover now