《7》

984 90 2
                                    

"აბა? ახალი რახდება ნაირენ?"

გოგონას წელამდე შავი თმა ჰქონდა. ბოლოში მოკულულებულ ადგილს თითზე იხვევდა და იწვალებდა.

პოლიციის ქუდი თავზე შეისწორა და აზიზელს ახედა.

"ახალი არაფერი. შენ ის მითხარი, ჯონგუკი თუ გააპარე?"

"კი..." აზიზელი ოდნავ შეცბა, როცა გაანალიზა გოგონას საუბარი საითკენაც მიჰყავდა.

"...და ბებიაჩემი?"

აზიზელმა ღრმად ჩაისუნთქა.

"ნაირენ, პანიკებში ნუ ჩავვარდები და პესიმისტურად ნუ გაეწყობი" კაცმა ცხირზე ჩამოგორებული ოფლი გაცვეთილი ხელსახოცით შეიწმინდა. ნაირენს შეშფოთება აზიზელის გაფრთხილების შემდეგ მაინც დაეტყო. "არვიცი ბებიაშენი როგორაა. ესაა სიმართლე. მართლა არვიცი. ჩვენს გეგმას იმაზე მეტი ხოცვა მოჰყვა ვიდრე მოველოდით. ხომ იცი, ხუმრობა არაა როცა ვამბობთ რომ იქ მხოლოდ ნამდვილ შეშლილებს ამწესებენ"

"ჰო" ნაირენმა კბილებში გამოსცრა. "ეგ კარგად გეცოდინება მას შემდეგ რაც ოცი წელია იქ მუშაობ და რამდენიმე რაც ბებიაჩემს უვლიდი" კბილებს ერთამენთზე აღრაჭუნებდა. "რანაირად არ იცი როგორარის ან საერთოდ სადაა?"

აზიზელი ხვდებოდა რომ კიდევ ცოტას თუ შეტოპავდა, ნაირონის ხელში მოქცეული მოგრძო ფანქარი მის დანაოჭებულ შუბლში აღმოჩნდებოდა.

გოგონა ჯერ კიდევ თვრამეტის იყო, ახალგაზრდა და ემოციური.

"გირჩევ დაჯდე. ყველაფერი გაირკვევა. ყველაფერი კარგად იქნება. ჯონგუკიც წუთი-წუთზე დაგვირეკავს და შეგვატყობინებს რომ სონჯის ხალხმა მას მიაკითხა და ახლა ბანდების ადგილსამყოფელზე გადაჰყავთ. ხომ იცი, რომ სონჯი თუა გეგმაში ჩართული, გეგმა ვერანაირად ვერ ჩაიშლება" გოგონას გასამხნევებლად აზიზელმა მხარზე ხელი დაჰკრა.

გოგოს სახეზე მართლაც სიმშვიდე დაეტყო. "ჰო, თუ სონჯი...ჩემი დაა ჩართული ამ ყველაფერში, მაშინ ყველაფერი მართლაც რიგზე იქნება"

კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙Where stories live. Discover now