《10》

2K 145 118
                                    

"გაუშვი! გაუშვი! მაიკლ! ხელები გაუშვი!"

მგუდავდა.

თითებით ვენებზე ნაწვებოდა და თვალები მიბინდდებოდა.

"გაუშვი მეთქი! რა დაგემართა?!" ვიღაც გააფთრებული ლამობდა ჩემს გადარჩენას.

უფრო და უფრო მაგრად მიჭერდა. ხორხის ძვალი უკვე ვენებსა და არტერიებს ეხლებოდა და საშინელ ტკივილს მაყენებდა.

მას უკნიდან ვიღაც ეჯიკავებოდა. ცდილობდა, ხელი გაეშვებინა.

და როგორც იქნა, კისერზე შვება ვიგრძენი.

ფეხები ამიკანკალდა და ცივ ბეტონზე ჩავიკეცე.

ვახველებდი და თითებით კისრის კანს ვიზელდი.

ჩალურჯებებს ნაღდად დატოვებდა.

ხველება არ მიწყდებოდა. მგონი, სპაზმები დამეწყო.

ამჯერად უფრო ნაზმა ხელებმა ჩამავლო მკლავებში და ჩემი ფეხზე წამოყენება სცადა.

რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ხელი მის მხარზე გადამახვევინა და მასზე ჩამოკონწიალებულმა ძლივს შევძელი თავის შემაგრება.

თვალებიდან სიმწრის ცრემლები მდიოდა. ყელი შიგნიდანაც მტკიოდა და რამის თქმის თავი არ მქონდა.

"სულ დაკარგე ჭკუა?! მის მოკვლას აპირებდი?!" ეს იმ უცნობი გოგოს ხმა იყო, ვინც ოთახში მმეთვალყურეობდა.

ბიჭმა მისი კითხვა არაფრად ჩააგდო და მხრებში მწვდა.

გოგოს მხრიდან მკლავი ჩამომიცურდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ცოტაც და მხრებს მომაგლეჯდა.

ხელი მეწვოდა და თავბრუ მეხვეოდა.

"რა დაინახე?! მიპასუხე!" მისი ღრიალი მთელს ოთახს მოედო და უკან ექოს სახით დაბრუნდა.

თავში ძლიერი წვა ვიგრძენი.

"რაღაც ლურჯი განათება და..."

"კიდევ?!"

შუბლი ხელისგულით დავისრისე.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 06, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙Where stories live. Discover now