《6》

1K 99 22
                                    

"გთხოვთ, პაციენტს ხელი გაუშვით!" ექიმმა მაჯაში ხელი ჩამავლო და შეეცადა ნემსი მაჯაში ჩაესო.

"რა?! არ ვარ პაციენტი!" ჯონგუკს ჩავებღაუჭე და შევეცადე მომეშორებინა.

ჯონგუკმა მომუშტული ხელი დაუჭირა და კაცი ძირს გააწვინა.

ცხვირში რამდენჯერმე ჩაარტყა, სანამ არ დარწმუნდა რომ ცხვირი სათანადოდ ჰქონდა გატეხილი.

ნემსი ძირს დააგდო და ფეხით დააბიჯა.

სითხე ხალიჩაზე მიმოიქცა.

"ყველას პაციენტი ეგონები მაგ მაისურის გამო. ასე აქედან ვერასოდეს გავაღწევთ" თითი ჩემსკენ გამოიშვირა.

"და სხვა რა მაქვს ჩასაცმელი?!"

"იმ კაბას რაუყავი რაც გეცვა? მასში ძუძუები კარგად გიჩანდა მაინც" უდარდელად მკითხა.

გაოცებისგან პირი დავაღე.

მოველოდი.

მისგან ასეთი რეპლიკები ყოველთვის მოსალოდნელია.

თავი გავაქნიე. "საერთოდ რამეს თუ მიხვდი აქ ყოფნის დროს? შეცვლა საერთოდაც არ გიცდია, არა?"

თავი თვითკმაყოფილმა გააქნია.
"აქ ჩემი მომვლელი, ბიძაჩემი აღმოჩნდა, ამიტომ ის ამ შეშლილებივით წამლებით არ მჭყიპავდა და მე ისევ ის ძველი ჯონგუკი ვარ...მაგრამ თან არცისეთი ძველი როგორიც მაშინ" კოპები შეკრა.

თვალები მოვჭუტე. "აზიზელი ბიძაშენია? ეგ...რანაირად...?"

"როგორ და დედაჩემის და ბიძაჩემის მშობლებმა ორჯერ იტყნაურეს და ორი ბავშვი გააჩინეს, აი ასე" მოუთმენლობისგან გაღიზიანებულმა მიაყარა. "ახლა კი წამოდი, ვალდებული არვარ საერთოდ რამეზე გაგცე პასუხი და ისიც კარგად დაიმახსოვრე რომ შენი აქედან გაყვანა ჩემი იდეა არაა, და სურვილი ხომ საერთოდ არარის" მკლავზე ხელი მომიჭირა და მომქაჩა. "წამოდი"

და უცებ წინააღმდეგობის გაწევის დიდი სურვილი გამიჩნდა.

ხელი მისგან გავითავისუფლე.

კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙Where stories live. Discover now