《5》

1K 107 50
                                    

"პოლიცია! ადგილიდან არ გაინძრეთ!"

სამი შეიარაღებული პოლიციელი ოთახში პისტოლეტის მომიზნებით შემოვარდა.

"ჩემს განყოფილებაში წაყვანას არაპირებთ? ეს ყველაფერი რასაჭიროა, შეგეძლოთ დაგეკაკუნებინათ და არა ცხოველებივით შემოვარდნილიყავით" ცინიკურად მივმართე.

"გაგვაფრთხილეს რომ შენნაირი მანიაკი ყველაფერზეა წამსვლელი" პისტოლეტს უფრო მაგრად მოუჭირა ხელი შუაში მდგომმა. "ადექი და მშვიდობიანად გამოგვყევი ყველანაირი ხრიკების გარეშე"

"კარგი, კიბატონო" უდარდელად ვუპასუხე.

ჩემი სკამიდან წამოდგომა აზისთვის ნიშანი იყო.

უზარმაზარ სარკეს ხელი კრა და ორი დამფრთხალი პოლიციელი ქვეშ მოიყოლია.

ერთს ლურჯი უნიფორმა წითლად შეეღება და მკლავების გარშემო სისხლის პატარა გუბეები დატოვა.

მეორეც, პირველივით დაზიანებული, გამწარებით იქნევდა ხელ-ფეხს და ზურგში დაჭრილი ფართხალით ცდილობდა თავის დაძვრენას.

სარკის მძიმე ნატეხები კი უმოწყალოდ ჰქონდა სხეულში ჩასობილი და ადგომის საშვალებას არ აძლევდნენ.

მესამე ქერათმიანმა პოლიციელმა, რომელიც ამ პრთან შედარებით აშკარად გამოცდილს გავდა, რეაგირება მაშინვე მოახდინა და ჩემსკენ ოთხჯერ გამოისროლა.

სავარძელს ამოვეფარე.

მოხუცი აზი მის გაკავებას და პისტოლეტის გაგდებას შეეცადა.

ამან საკმარისი დრო მომცა რომ ძირს განთხმული პოლიციელებიდან ერთ-ერთისთვის იარაღი ამეწაპნა.

ქერათმიანს რამდენჯერმე ბრმად ვესროლე.

მძიმე იარაღის ლულიდან ბოლი ამოვიდა.

პირში სისხლჩაგუბებულმა რამდენჯერმე ამოიხრიალა და ძირა თვალებ-დაჭყეტილი დაეცა.

გახვრეტილი შუბლიდან სისხლის ნელი ნაკადი წამოვიდა.

აზიმ ბრაზიანი თვალები შემომანათა.

კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙Where stories live. Discover now