《4》

1K 102 27
                                    

პატარა, თეთრმა საათმა წკრიალი ატეხა.

წვრილი მაგრამ შემაწუხებელი ხმა თავში მირტყავდა.

ჯონგუკმი ჩემს შეწუხებულ სახეს დააკვირდა და ტაიმერი გამორთო.

უკვე ზედიზედ წავაგე.

"შახმატი ბოლოს როდის ითამაშე?" ხელები გაატკაცუნა.

"არცკი მახსოვს..."

"გეტყობა" ცალყბად გაეცინა.

ეს არიყო ის მეგობრული ღიმილი რომელიც მე ყოველთვის მახსოვდა.

ამ ღიმილით მეჩვენა რომ მე დამცინოდა.

ამაში კი კარგი არაფერი იყო.

საერთოდ ვეღარ ვცნობდი.

მივხვდი რომ მასში ძველი ჯონგუკის პოვნას აზრი არ ჰქონდა.

ყველანაირი სევდა გადავყლაპე და სავარძლიდან წამოვიწიე.

"რამდენიმე კითხვა მაქვს"

და აქ უკვე ისე გაიღიმა რომ ვერგავიგე მე დამცინოდა, თუ ეს უბრალო თანხმობის ნიშანი იყო.

"მე არ მოგისმენ. წადი და ვინმე მართლა შეშლილი იპოვე ამ შენობაში და ის დაკითხე"

ამჯერად კი გავარკვიე ის სიცილში რას გულისხმობდა.

ისევ მე დამცინოდა.

ისევ ცინიკურად მექცეოდა და მიყურებდა.

"ეს შენებური გზაა იმის სათქმელად რო ჩემთან ყველანაირ ურთიერთობაზე უარს ამბობ?" ხმა გამიწვრილდა.

"ყველანაირ. ყველანაირ მის არეუმ. იმედია სიტყვა ყველანაირ-ის მნიშვნელობა კარგად იცით"

"ახლა უკვე შენობით მელაპარაკები?"

"დიახ" კიდევ ერთი ღიმილი და წარბაწეული გამომეტყველება.

თვალებში ვუყურებდი.

ვუყურებდი და ველოდებოდი, იქნებ სხეულში ჩამარხულ იმ ძველ ადამიანს ამოეღო ხმა რომელსაც ადრე ვიცნობდი.

კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙Where stories live. Discover now