《3》

1K 111 57
                                    

ბაღში შესვლისთანავე, ხალხი კედლებს მოაწყდა და ცდილობდნენ უზარმაზარ კედლებში ჩამდგარი ჭიშკრიდან რაიმე დაენახათ, გადაეღოთ და საინტერესო გაეგოთ.

გარემოებაზე გაბრაზებულმა და ოდნავ დაფეთებულმა ჩვენთვის გალამაზებულ ალამსის ბაღს ყურადღება არ მივაქციე.

გარშემო ვიყურებოდი და მყუდრო ადგილს თვალებით ვარჩევდი.

მაგრამ ამას ასეთ ადგილებში ვერ შეძლებდი.

ყველგან ძვირადღირებულ ტანისამოსსში გამოწყობილი ხალხი დადიოდა.

იდგნენ, ჭიშკართან შეკრებილ ხალხს დასცინოდნენ და თან დარიგებულ დესერტებს მიირთმევდნენ.

დღეიდან უკვე დავრწმუნდი რომ ამათ არც ქველმოქმედება ადარდებდათ და არც ის საცოდავი პაციენტები.

ხალხისა და კამერების დასანახად უყრიდნენ ამ ფულს ქველმოქმედებას როგორც გამვლელი მშიერ ძაღლს პურს, რამდენიმე ათასი ან გინდაც მილიონი ამათთვის ხომ არაფერია.

დასანანიც არაფერი ჰქონდათ.

წითელპომადიანი გოგო რომელიც არც ისე მოშორებით იდგა, გულიანათ იცინოდა შესასვლელთან მოგროვილ ხალხზე.

მოკლე შავ თმას მხრებზე იგდებდა და ცხენივით ჭიხვინებდა.

მის ტუჩების მოძრაობას თუ დავუკვირდებოდით, შეამჩნევდით საცოდავს როგორ გაიძახდა.

მის გვერდით მდგარი კაციც აყვა, აშკარად ფეხებზე ეკიდა მაგრამ გოგოს შესაბმელად რას არ იზავ.

გუნება გაფუჭებულმა ფსიქიატრიულს ავხედე.

გულში ძალიან მიხაროდა რომ სეიონგის მშობლები ასეთი კეთილი და გულუხვი ადამიანები იყვნენ.

მილიონობით ფული ჩადეს, ისე რომ თავისი ხარჯებისათვის არც გადაუხედიათ.

სეიონგი ჩემს წინ უცხოელებს ინგლისურ ენაზე ესაუბრებოდა.

კრიმინალი 2 | ჯ.ჯკ×🌙Where stories live. Discover now