Jungkook's pov
სცენაზე ANPANMAN - ს ვასრულებთ და აქეთ იქით დავრბივართ.ჩვენი თამაში ისევ მახსენდება და ჯიმინისკენ მივრბივარ.სიცილით მხვდება და ზურგზე მახტება,ამას კი არმის კივილი და ოვაციები მოჰყვება.სწორედ ასე უნდა იყოს.მე და ჯიმინმა გავიცინეთ მალევე ჩამოვიდა ჩემი ზურგიდან და ახლა ლოყაზე ხელი დამადო,ვითომ მესიამოვნა თვალები ისე დავხუჭე ვიცი რომ ამ მომენტს კამერა მაინც დააფიქსირებს ასე რომ...
კონცერტიც დასრულდა არმის დავემშვიდობეთ,ჯიმინი ხელში ავიყვანე და ისე დავტოვეთ სცენა.კულისებში გასულებს გიჟებივით სიცილი აგვიტყდა თან ერთმანეთს ვაწყდებოდით
- ძალიან მაგარი იყო ბაჭიავ - ლოყაზე ხელი ისე დამადო როგორც წეღან კონცერტზე
- შენც არაგიშავდა წიწილა
- ასე ნუ მეძახი მეთქი რამდენეჯერ გითხრა- ლოყები გაბერა და გაიბუტა
- კარგი რა ჰიონ გეყოფა მაშინ მოჩის დაგიძახებ
- მოჩის რატო დაუძახებ- ნამჯუნი შემოვიდა
- იმიტომ რომ მოჩივით ტკბილია ხომ ასეა პატარავ- ჯიმინს ნიკაპ ქვეშ ხელი ამოვდე.ნამჯუნმა ხელი უხეშად ჩამომაწევინა.
- ორივე ჩემს ოთახში როგორც კი დაისვენებთ!
- დიახ სერ- ჯიმინმა თავზე ხელი წაივლო.ამაზე კი ორივეს გაგვეცინა და მხარში მუჯლუგუნი წამოვცხე.
- იდიოტები- ჩაილაპარაკა ნამჯუნმა და იქაურობა დატოვა.
- პატარავ? როდიდან მეძახი?
- ხომ იცი რომ ყველას უნდა ეგონოს ვითომ ერთად ვართ,ასე რომ ცოტა თამაში არ გვაწყენდა და ასეთი სიტყვებიც- წარბები ავათამაშე.
- ხო წამოდი დავისვენოთ გამოვიცვალოთ და ასე შემდეგ- ჯიმინმა ხელი ჩამკიდა და მაღლა ამიყვანა.
- ჯიმინ
- ჰჰმმ- უკან მოტრიალდა
- ხომ იცი დღეს ჩემს ოთახში გადმოდიხარ
- ხო ვიცი ისე მგონი ეს ზედმეტი იყო,თეჰიონს უფრო მოსწონდა ალბათ შენს ოთახში ყოფნა
- კარგი რაა,რა თეჰიონს მან თვითონ მთხოვა ადგილი გამეცვალა რომ ჰოსოკთან ყოფილიყო - ამის თქმა და ჯიმინის დაყვირება ერთი იყო.პირზე ხელი ავაფარე და ოთახში შევათრიე.ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით,ხელი ნელა ჩამოვწიე და უფრო ახლოს მივიწიე,სადაცაა ჩვენი ტუჩები ერთმანეთს შეეხებოდნენ
- ანუ ერთად არიან?- ჯიმინმა მზერა სხვაგან გადაიტანა და მეც ხელი გავუშვი
- ხო ეგრე გამოდის რავიცი ჯერ არაფერი უთქვავთ
- ჰმმ გასაგებია კარგი მე წავალ და ვიბანავებ თორემ სულ სველი ვარ
- კარგი მალე მოდი ახალი გეგმა გვინდა,თანაც ნივთები მოიტანე
- კარგი - ხელი დამიქნია და გავიდა.ჯანდაბა ეს რა იყო,რაღაც მომენტში რამის ერთმანეთს ვაკოცეთ.საშინლად დაბნეული საბაზანოში შევედი.
YOU ARE READING
თამაში / Game 🍀 [ Completed ]
Fanfictionორი საუკეთესო მეგობარი რომელიც თავიანთი ფანების თვალწინ წყვილს თამაშობენ და ამით ერთობიან,ამასობაში კი ვერ ხვდებიან ერთმანეთი როგორ უყვარდებათ