- ვინ გოგო ავადმყოფი ხარ? ვერ ვიგებ ვისზე მეუბნევი_ უკან უკან ვიხევ და კედელს ვასკდები.ისიც წინ მიდგება,ხელებს კედელზე აწყობს და მკლავებს შორის მიმწყვდევს.ახლოს მოდის ცხვირის წვერით ლოყაზე მეხება და ისე ჩურჩულებს
- სავაჭრო ცენტრში რომ იყო ის გოგო! ვინ არის მეთქი!_საშინლად ვიბნევი და ვერაფერს ვამბობ.
- მე...მე...
- ხო შენ მეთქი შენ!_ ყვირის.
- რაში გაინტერესებს
- ჯიმინ ვინ არის თქო
- არ ვაპირებ რომ რამე აგიხსნა_ მივხვდი რომ ძალიან გაბრაზდა და ვეცადე გავქცეოდი თუმცა ისევ ხელი დამიჭირა და კედელზე მიმახეთქა.თავზე ხელი წავივლე ისე მეტკინა,ჯონქუქმა დაბნეულმა შემომხედა
- კარგად ხარ? რამე ხომ არ იტკინე
- შემეშვი_ საწოლზე ჩამოვჯექი,კარზე კაკუნის ხმაზე შევკრთი და კარს გავხედე.ნამჯუნმა თავი შემოყო.
- ჯიმინ წამოდი ერთი წუთი საქმე მაქვს
- კარგი ჰიონ_ მე და ნამჯუნი დაბლა ჩავედით და მისაღებში დავსხედით სადაც ბიჭები და მენეჯერიც ისხდნენ.მეც დივანზე დავჯექი და თეჰიონს თავი მივადე მხარზე
- ჯიმინ ეს გოგო ვინ არის ფოტოზე რომ ერთმანეთს ეხვევით და კოცნით იქნებ ჩვენც გაგვაგებინო_ დაიწყო ნამჯუნმა და ფოტოები მომაყარა.ყველა ავკრიფე და ვნახე,ფოტოზე მე და ონდა ვართ კაფეში რომ წვენს ვსვავთ ერთი ჭიქით,ლოყაზე რომ მკოცნის და მეხვევა.
- ეს საიდან გაქვთ?
- ვიღაცამ გადაიღო სტატიებიც დაბეჭდეს თქვენ ორის ურთიერთობაზე და მეც მინდა ვიცოდე რა ხდება_ ცოტახანს ჩავფიქრდი რა უნდა ვუთხრა რომ სავაჭრო ცენტრში მომუშავე გოგონა ჩემი საუკეთესო მეგობარია? ნამჯუნი ტყავს გამაძრობს მეტყვის აღარ შეხვდეო პრობლემები არ მინდაო,მე კი ონდაზე კარგი მეგობარი არავინ მყავს, ხო ბიჭები არიან მაგრამ ზოგჯერ მათი გაგება რთულია ან მათ არ ესმით ჩემი,ონდა კი საუკეთესოა ( ეს ფიკში ვწერ თორე ონდა არა ბატი✌💁😯) ამიტომ ისეთ რაღაცას ვამბობ რომ მეც კი არ მჯერა
- ონდა ჩემი შეყვარებულია
_ ამ ნათქვამზე ყველა მე მიყურებს და მერე ყვირიან
- როგორც იქნა როდის გაგვაცნობ?
- არ ვიცი ჯერ და ნუ დამაყრით კითხვებს
- აუუუ პირველი მე ვიცნობ გადავწყვიტე
- თეჰიონი გაგიჟდა_ თავში ვირტყავ.
- კარგი რა ჯიმინ მე და გაგიჟება?არაა არ მჯერა
- ღმერთო ჩემო წავედი რა მაღლა ვიძინებ შემეშვით
- ხო კარგი მალე გაგვაცანი_ ნამჯუნი
- ვინ უნდა გავიცნოთ?_ კიბეებიდან ჯონქუქი ჩამოდის და გვეკითხება
- ვინ და აქამდე რო გვატყუებდით ერთად ვართო ეხლა გავიგეთ რო თამაშობდით მარტო მაგრამ აი ონდა კი სასიამოვნო გოგონა ჩანს_ ნამჯუნი
- ვინ?
- ონდა ჯონქუქ დღეს რომ გაგაცანი
- ჯიმინ არ მაინტერესებს! წამოდი სალაპარაკო გვაქვს_ ხელში ჩამავლო და მაღლა ამათრია.ოთახში შემაგდო და კარი ჩაკეტა,ხელები მხრებზე მომიჭირა და მიმახეთქა კედელზე.ტკივილისგან წამოვიკვნესე.
- ბიჭებს ეტყვი რომ მეგობარია
- არაფერსაც არ ვეტყვი
- რატომ?
- ასე მინდა ის ჩემი შეყვარებულია
- ფეხებზე მკიდია დაშორდები
- არა!_ ვყვირივარ,ამაზე ბრაზდება უფრო და კედელზე მაგრად მახეთქებს
- რაო გადაწყვიტე თამაში დაასრულო?ახლა აღარ გიყვარვარ?_ თავში აურზაური დადგა მან იცის! მან იცის!
- შე...ნ..საიდან...
- ნუ ხარ იდიოტი გგონია ვერ ვხვდები შიშველი რო ვარ როგორ მიყურებ?ყველა შენნაირი პიდარასტი გგონია? არც კი გაბედო და ჩემზე იოცნებო გულის ამრევი ხარ! თავს ნუ ისულელებ გთხოვ არ გინდა და ეს დრამატიზმი გეგმის განხორციელებაში მჭირდები ამიტომ ისევ გრძელდება თამაში
- არა! არა_ ცრემლები შევიკავე ხელი ვკარი და ოთახიდან გამოვვარდი.
ESTÁS LEYENDO
თამაში / Game 🍀 [ Completed ]
Fanficორი საუკეთესო მეგობარი რომელიც თავიანთი ფანების თვალწინ წყვილს თამაშობენ და ამით ერთობიან,ამასობაში კი ვერ ხვდებიან ერთმანეთი როგორ უყვარდებათ