🍀 .4. 🍀

1.2K 122 30
                                    

  ჯიმინი ტაქსს აჩერებს და ჯდება.გზად ფიქრობს როგორ ჩაიხშოს ტკივილი და ამ დროს ფანჯრიდან ხედავს პატარა მაღაზიას.მძღოლს სთხოვს გააჩეროს და დაელოდოს.მანქანიდან გადადის და შიგნით შედის.
- სასმელი გაქვთ?
- დიახ რომელი გნებავთ?
- რომელიც ყველაზე მეტად დამათრობს და მთელს ტკივილს წაიღებს_გამყიდველი უცნაურად ათვალიერებს მერე გადის და ცოტახანში ოთხი უცნაური ბოთლით ბრუნდება.
- მოკლედ ახალგაზრდავ თუ მეგობრებთან ერთად დალევას აპირებ შეგიძლია წაიღო მაგრამ მარტო თუ აპირებ ამ ყველაფრის დალევას მაშინ არამგონია შევძლო რომ...
- არა! მეგობრებთან ერთად წვეულებაზე მივდივარ
- აჰ მაშინ ინებეთ_ ხელებში ბითლებს აჩეჩებს.ჯიმინი ფულს იხდის და კმაყოფილი გამომეტყველებით ტოვებს იქაურობას,ისევ იმ ტაქსში ჯდება და მძღოლს მისამართს ეუბნევა.სახლამდე შორია მგონი მოასწრებს ყველაფრის დალევას სანამ ნამჯუნი შეამჩნევს.პირველ ბოთლს ხსნის და ეგრევე იყუდებს.ისეთი მწარეა სახეს მანჭავს და ხველა უტყდება ჯანდაბა ეს რა არის? გონებაში ფიქრობს.ცოტახანში ისევ იყუდებს და მთელ ბოთლას ცლის.დაახლოებით ხუთ წუთში ვერაფერს არჩევს გარშემო მხოლოდ ბურუსია.ეს რა ჯანდაბა? ვერაფერს ვხედავ.რანაირი სასმელია საერთოდ რა არის? მაგრამ კიდევ მინდა.მეორე ბოთლს ხსნის და იმასაც ეგრევე იყუდებს ამოსუნთქვის გარეშე.თვალებიდან ნაპერწკლები სცვივა და ჰგონია რომ თავში ნაკვერჩხალი უდევს(ეგრეცაა😂) მანქანა ჩერდება მათი კომპანიის წინ.
- აი მივედით ბატონო ჯიმინ
- საიდან იცი?
- ყველა გიცნობთ,მგონი ჯობია ეგ აღარ დალიოთ
- მოკეტე! აი ფული და გაეთრიე_ ჯიბიდან საფულეს იღებს და მთლიან თანხას რაც შიგ დევს მძღოლს სახეში ესვრის.
- აქ ბევრია!
- არა არ მინდა შენია წაიღე_ ,,თვითონაც ვერ ხვდება რას ბოდავს" ფიქრობს მძღოლი.ჯიმინი ბარბაცით გადმოდის ტაქსი მაშინვე მიდის.ერთი ბოთლი დარჩა(დანარჩენები დალია) თავს ხსნის და შენობაში შედის.ბარბაცით ლიფტამდე მიდის და შედის.ლიფტში სარკეა ჯიმინი თავს ვერ სცნობს
- ვინ ხარ?_ ეკითხება ანარეკლს,ისიც იმეორებს იგივეს და ჯიმინი პანიკდება ეს ვინ არის? ყვირის გონება.სინამდვილეში კი თვითონაა.სასწრაფოდ გამოდის და საერთო საცხოვრებლისკენ თითქმის სირბილით მიდის.თავის(და ჯონქუქის) ოთახში შედის და ფანჯრის რაფაზე ჯდება.დიდხანს უყურებს ქუჩებს და ამ სილამაზეში იკარგება.ბოთლს ხსნის თავსახურს და სვავს.
 
  ჯონქუქი დაღლილი მიდის და კარს აღებს,სიბნელეში არჩევს ფანჯარაზე მჯდომ სილუეტს ეს ჯიმინია და ის სვავს?ჯიმინი სვავს? გონებაში ქაოსია ეს შეუძლებელია ის მარტო არასდროს სვავს და თუ სვავს იმასაც ცოტას.ქურთუკს საწოლზე აგდებს და ჯიმინისკენ მიდის.
- ჰიონ..._ ნაზად ეხება მკლავზე.ჯიმინი დამფრთხალივით ტრიალდება ჯერ შეშინებულია მერე კი იცინის.ბითლს კიდევ იყუდებს და ჯონქუქისკენ იშვერს
- დალევ?
- ეგ რა არის_ ინტერესით უყურებს მთვარის შუქზეც კი ჩანს ამოუხსნელი ბოთლი.ჯონქუქი კიდევ ერთხელ ანჯღრევს და ჯიმინი უკვე ყვირის
- ხელი არ მახლო არ მომეკარო! პირუტყვი ხარ საქონელი, ყველაზე დიდი საქონელი!
- ჯიმინა რა გჭირს დალიე?
- ემ...დავლიე? კი ჯანდაბას შენი თავი დავლიე მერე რა?_ უეცრად ფეხზე ხტება და ჯონქუქს მკერდით ეკრობა ისე მიიწევს წინ,ჯონქუქი კი უკან უკან მიდის.
- რატომ დალიე_ მშვიდად ამბობს ჯონქუქი.ამ დრის კი ჯიმინი კახპა ქალივით კისკისებს.თავს უკან აგდებს სიცილით,მაგრამ უცბად სწევს და სერიოზული სახით.ჯონქუქს ცოტა შეეშინდა ასე უცებ რა მოუვიდა რანაირად იქცევა.არადა იცის რომ ამის მიზეზი მისი საზიზღარი სიტყვებია.
- ჯიმინ..._ოდნავ ხრიალებს ჯონქუქი.
- მაკოცე!_ ჩურჩულებს ჯიმინი,ჯონქუქი დაბნეული უყურებს.
- არა!
- მაკოცე_ ჯიუტად იმეორებს ჯიმინი
- გითხარი არა!
- მაშინ მე გაკოცებ_ ჯიმინი ჯონქუქს ველურივით ახტება და კოცნის.მისდა გასაკვირად ჯონქუქი არ ეწინააღმდეგება და თვითონაც კოცნის.ნელ-ნელა საწოლისკენ მიიწევენ.ჯონქუქი ზურგით ეცემა და ჯიმინი ზემოდან ექცევა.
- ეხლა ცოტას გავერთობით და მერე შენს სიტყვებს ინანებ რომ არ გიყვარვარ!_ ისევ ჩურჩულებს ჯიმინი.ჯონქუქი გონზე ვერ მოდის რა ხდება.თვითონვე იწევა მაღლა და ჯიმინს თან იყოლებს.ერთმანეთს ვნებიანად კოცნიან სანამ ჯონქუქი ხელს არ კრავს და ჯიმინი იატაკზე ეცემა.
- მაპატიე კარგად ხარ?_ დაბლა ჯდება ჯიმინის გვერდზე.ჯიმინი კედელზე ერთ წერტილს უყურებს და თავს აქნევს.ჯონქუქს ჰგონია რომ გაგიჟდა და ჯიმინი უკვე სხვაა ის მისი ჯიმინი აღარაა,სხვანაირად იქცევა თუმცა ალბად სიმთვრალის ბრალია.ჯონქუქიც მის გვერდზე ჯდება და იმ წერტილს თვალს აყოლებს ეს მზერა კი ფოტოზე ჩერდება სადაც თვითონ და ჯიმინი აუზზე არიან.ჯონქუქს თითქოს რაღაც ჩასწყდა გულში.ჯიმინი სწრაფად დგება ფოტოს იღებს და ძირს ახეთქებს შემდეგ კი ფეხებით გადადის ფოტოზე.ჯონქუქი მირბის და გვერდზე სწევს
- რას აკეთებ ასე ხომ დაამსხვრევ და ფოტოს გაანადგურებ?!_ ყვირის ჯონქუქი
- მერე რა? შენც ხომ მაგ ფოტოსავით მომექეცი დამამსხვრიე და გამანდგურე
- ჯიმინ მე...
- არაუშავს მთავარია შენ არაფერზე იდარდო მე გამივლის_ სიცილი ამბობს ჯიმინი. ჯონქუქი უკვე ბრაზდება მის სისულელეებზე მაჯაში ხელს კიდებს და სააბაზანოში მიათრევს.ძირს კაფელზე სვავსდა ცივ წყალს დგუშით ასხავს თავზე.ჯიმინი კივის ისე სცივა და თვალებსაც ვერ ახელე,ჯონქუქი იცინის და უფრო ასხავს სახეზე.ცოტახანში წყალს კეტავს და დგუშს მაღლა კიდებს.ჯიმინი სველი ზის კაფელზე და კანკალებს.ჯონქუქი იხრება და თვალებში უყურებს.
- ნაბიჭვარი_ ამბობს ჯიმინი და სააბაზანოდან გადის.არც სცხვენია ისე შიშვლდება სულ მთლად,ისე მიდის კარადასთან და პიჟამებს იღებს რომელიც ლურჯია  ზედ კი თეთრი ვარსკვლავები აქვს.მაინც ბარბაცით მიდის საწოლამდე და წვება.ჯონქუქი ამ მოქმედებას სიცილით ადევნებდა თვალს თუმცა ვერ ხვდება რა ჯანდაბა აცინებს.ისიც იხდის ოღონდ სააბაზანოში იქვე იცვლის და ჯიმინს გვერდით უწვება.(ერთ ოთახში და საწოლში არიან)ჯიმინი ტრიალდება და თვალებში უყურებს,მერე წყნარი ტონით იწყებს
- რატომ?
- ვერ გავიგე
- რატომ არ გიყვარვარ შენც?ცუდი ვარ? მახინჯი ვარ? იქნებ საერთოდაც არ ვარ კარგი ან იქნებ ბოროტი ვარ მაგრამ რატომ?რატომ ვერ ვხვდები ვერაფერს ვერ ვხვდები
- ჯიმინ მე არ შემიძლია რადგან გეი არ ვარ და...
- არ მითხრა რომ სხვა ვინმე გიყვარს
- ზუსტადაც
- ....
- მაპატიე მაგრამ არ შემიძლია
- პირიქით ბოდიშს მე გიხდი
- რისთვის?
- ძილინებისა ჯონქუქ_ ჯიმინი წინ იწევა და ჯონქუქის ყელში თავს რგავს თან ზედ ეხვევა.ჯონქუქიც ხელებს წელზე ხვევს და თავისკენ ექაჩება.ისინი ყოველთვის ასე იძინებდნენ და ახლაც არ აპირებდნენ ერთმანეთისგან განცალკევებას.
- მე შენ მიყვარხარ_ ჯონქუქი ამ ხმაზე ოდნავ ცბება ეს ჯიმინმა თქვა? მას დახედა თუმცა სძინავს და ძილში იღიმის.ჯონქუქის გონებაში ისევ ისმის სიტყვა,,მაპატიე" თუმცა რა აზრი აქვს ამის მეორებას ჯიმინი ისევ გულნატკენი თუ დარჩება? არც არანაირი და ეს ჯონქუქმაც იცის.

თამაში / Game 🍀 [ Completed ]Where stories live. Discover now