🍀 .5. 🍀

1.1K 124 14
                                    

  Jimin's pov

  გადავწყვიტე ამაღამ აქ დავრჩენილიყავი ონდასთან რადგან არ მინდა მარტო დავტოვო.ღამით აქ მეძინა ბიჭები წავიდნენ.დილა გათენდა თუ არა ონდამაც მალე გაიღვიძა.
- როგორ ხარ მითხარი
- სად ვარ მოვკვდი?
- ხო და სამოთხის კართან მე არ გიშვებ დებილი ხარ? რა სიკვდილზე საუბრობ
- მოკეტე რა თავი გასკდომაზე მაქვს აქ რა მინდა
- მე მოგიყვანე საერთოდ რა მოხდა
- ვემზადებოდი და ვიღაც შემოვიდა მეგონა შენ იყავი ყურადღება არ მიმიქცევია უკნიდან ხელები მომკიდა და ძირს დამაგდო სახეში სამჯერ გამარტყა ბოლოს კი ფეხებს მირტყავდა მერე არაფერი მახსოვს_ ტირილი დაიწყო.ახლოს მივიწიე და ჩავეხუტე
- ახლა აღარაფერი მოგივა მე ხომ აქ ვარ შენს გვერდით
- ჯიმინ აღარ დამტოვო მეშინია
- დამშვიდდი კარგი მორჩა.
- როდის წავალ სახლში?
- ხვალ,კიდევ კარგი სერიოზული არაფერია
- ექიმს უთხარი რომ დღეს მინდა წასვლა
- დღესაც დარჩი იქნებ ცუდად გახდე
- არა სახლში მინდა
- ახლა საკეტს ცვლიან კოდიანი საკეტი ვთხოვე დაეყენებინათ და მერე მშვიდად იქნები
- კარგი აქ ვიქნები და საღამოს მაინც წავიდეთ
- ხო ჩათვალე დამითანხმე ახლა ცოტა დაიძინე
- შენც წადი დაისვენე მთელი ღამე აქ იყავი
- არა მერე წავალ
- წადი მეთქი მანამდე დავიძინებ და როცა გავიღვიძებ აქ დამხვდები
- ღმერთო რა დავაშავე კარგი ხო წავალ_ თავზე ვაკოცე და საბანი გავუსწორე.მალე პალატაც დავტოვე.ექიმს კიდევ ვესაუბრე და დავითანხმე საღამოს რომ გაწერონ.ლიფტით დაბლა ვაპირებდი ჩასვლას შიგნით შევედი რომ კარს ფეხი დაუდეს და შიგნით ჯონქუქი შემოვარდა.
- აქ რა ჯანდაბას აკეთებ?!_ დავიყვირე.თვალები გადაატრიალა და ლიფტის გაჩერებას დააწვა.(ლიფტზე ძაან ცუდი მოგონება მახსენდება😂)ახლა მოვკლავ! ღილაკისკენ გავიწიე მაგრამ არ გამიშვა.
- თუ არ გამიშვებ მოგკლავ რა გინდა აქ?
- შენ
- აჰამ გასაგებია ახლა წავალ_ ღილაკისკენ გავიწიე ხელი დამიჭირა და კუთხეში მიმაყენა.
- შენ მომენატრე
- ხოო გავიგე იქნებ გამიშვა სახლში უნდა წავიდე
- ჯერ არა! გახსოვს მე შენ დაგპირდი თუ დამთანხმდები კვირაში ერთხელ გაკოცებ თქო_ ახლოს მოიწია
- მერე რა? მე ხომ გითხარი არ მჭირდება თქო აბა ეგაც გაიხსენე
- მაგრამ მე პირობას ყოველთვის ვასრულებ
- პირველად მესმის ეს სისულელე შენგან_ სიცილს ვიწყებ.
- რატომ აღარ გინდა ისევ ვიმეგობროთ,ძველებურად საუკეთესო მეგობრები ვიყოთ_ უცბად მოლბა და სახეზე მოფერება დამიწყო.ტუჩებზე ცერა თითი გადამისვა და თვალებში ჩამხედა
- იმიტომ რომ ამას აღარ იმსახურებ იმ ყველაფრის მერე რაც გააკეთე ონდა სცემე,მეც გული მატკინე,მიყენებ ვიღაც კახპასთვის_ სახეში სილა მივიღე,თავი მისკენ შევატრიალე,ლოყაზე ხელი მივიდე და თვალებ ამღვრეულმა შევხედე.
- მაპატიე ჯიმინ_ ლოყებზე ხელი მომკიდა და ჩამიხუტა.მან მე დამარტყა!ჯონქუქმა დამარტყა!მე ჯონქუქმა..... ხელი ვკარი და გვერდზე გავწიე ხმას ვერ ვიღებ.ის კი თავისკენ მექაჩება ახლა მივხვდი ტუჩი გახეთქილი მაქვს
- შემომხედე ჯიმინ!შემომხედე_ ყვირის და ისევ თავისკენ მწევს.ხელს სწრაფად ვაშვებინებ და ღილაკისაკენ ვიწევ.
- გამიშვი_ ცივად ვამბობ და ხელებს მკერდზე ვურტყავ რომ გამიშვას
- არა არ გაგიშვებ,მაპატიე არ უნდა მექნა შემთხვევით მოხდა გთხოვ
- შენი ძუკნას გამო მე მირტყავ? ყოჩაღ ჯონქუქ ყოჩაღ და მერე კიდევ მთხოვე ძველებურად ვიმეგობროთო დაივიწყე რომ ოდესღაც მეგობრები გვერქვა,დაივიწყე რომ ოდესღაც ერთად გვეძინა,ფილმებს ვუყურებდით,არმის თვალწინ დებილებივით ვიქცეოდით,ჯინს ვაბრაზებდით,ერთმანეთს დავდევდით,თეჰიონს ძილში ფლომასტერებს ვუსმევდით,ჰოსოკს დილაადრიან ყურში ჩავყვიროდით,იუნგის არ ვაძინებდით და ვყვიროდით,ნამჯუნს კბილის ჯაგრისზე თანის დორბლებს ვუსმევდით,თეჰიონს თანს ვპარავდით და ვატყუებდით გამტაცებლებმა წაიყვანესო,ერთმანეთს ბალიშებით ვეომებოდით,სუპერმარკეტში გკარგავდი და მერე მთელი დღე გეძებდი არადა მემალებოდი,პარკში ბავშვებს ბურთს ვართმევდით და გავრბოდით სანამ მათი მშობლები არ გამოგვეკიდებოდნენ,კამერის თვალწინ გეხვეოდი,მთვრალი რომ იყავი გაბანავებდი გეხმარებოდი მშვიდად დაგეძინა და გეხუტებოდი იმიტომ რომ ვიცოდი ეს გჭირდებოდა იმის მიუხედავად რომ შენს გვერდით გატარებული ყველა წუთი ჩემთვის ბედნიერი იყო სიხარულით მავსებდა და მაიძულებდა შემყვარებოდი ახლა გთხოვ უბრალოდ დაივიწყე_ გავჩერდი.ჯონქუქმა თავი შემოაბრუნა და ტირილი დაიწყო ჩამეხუტა
- გთხოვ ჯიმინ ნუ მიმატოვებ გპირდები გამოვსწორდები მე იმისთვის მოვედი რომ რაღაც გითხრა გთხოვ მომისმინე
- არა ჯონქუქ მაპატიე მაგრამ ყველაფერი დამთავრდა_ როგორც იქნა ლიფტის კარი გაიღო ხელი ვკარი და გამოვედი.მომდევს ვხვდები რომ უკან მომყვება თუმცა სანამ ახლოს მოვა ტაქსს ვაჩერებ და ვჯდები.მხოლოდ ახლა ვიწყებ სუნთქვას,ახლა ვახერხებ ტირილს,იმ დაგროვილი ემოციების გადმონთხევას რაც წეღან ვერ გავბედე გადმომეფრქვია.მის გარეშე რა უნდა ვქნა ამ ყველაფრის გარეშე რაც წეღან ვუთხარი,მე ის ჯიმინი აღარ ვიქნები ვინც ვიყავი თუმცა მან ეს დაიმსახურა,მაგრამ მე? მე დავიმსახურე? საერთოდ რამე მიმიძღვის ამ დანაშაულში? მე ხომ უბრალოდ შემიყვარდა.არ შემიძლია ასე უბრალოდ ვუთხრა რომ დაივიწყოს.მაგრამ ჩემი ლოყა მახსენებს რომ ამას იმსახურებს მან ხომ დამარტყა!

თამაში / Game 🍀 [ Completed ]Wo Geschichten leben. Entdecke jetzt