🍀. 2 .🍀

1.3K 140 37
                                    

  Jimin's pov
 

- არ დაიღალეთ?!მე პირადად მომბეზრდა_ ნამჯუნის ოთახში შესულებს მისი ხმამაღალი ყვირილი გვესმის.ჩვენ გვერდიგვერდ ვდაგავრთ და დასჯილი ბავშვებივით თავები გვაქვს დახრილი.
- ჰიონ_ ჯონქუქი სუსტად ამბობს და თავს მაღლა წევს_ იცი ჩვენ...
- არავითარი თქვენ! ძალიან კარგად ვიცი რომ თვალთმაქცობთ რამდენჯერ ჩაგიდგეთ სცენაზე შუაში,რამდენჯერ გაგაწყვეტინოთ დიალოგი დავიღალე და თქვენ მაინც აგრძელებთ
- ჩვენ ხომ ერთად ვართ და..._ ახლა მე ვცადე რამე მეთქვა მაგრამ ნამჯუნმა ხელის აწევით გამაფრთხილა რომ გავჩუმდე
- ორივენი გადით ახლავე და იფიქრეთ რა სისულელეს აკეთებთ_ ნამჯუნი ხელით კარისკენ გვანიშნებს.ჯონქუქი მის გასამწარებლად ხელს მკიდებს და ისე გავდივართ.საერთოდაც არ ანაღვლებს ჯონქუქს რომ ნამჯუნი გვეჩხუბა ამ თვეში მესამედ წინა თვეებში მომხდარს ხომ საერთოდ ვერც დავთვლი.ჩვენს ოთახში შევედით,მე მწვანე დივანზე დავჯექი რომელიც ნახევარ ოთახს იკავებს მაგრამ მაინც დიდი ოთახია.ჯონქუქიც გვერდზე მომიჯდა და თავი მხარზე დამადო
- ჯიმინ
- ჰმმ
- დავიღალე,მეძინებასავით
- დაიძინე_ სიცილით ვუთხარი.
- არ მინდა,ნამჯუნის სიტყვებზე ხომ არ ფიქრობ სერიოზულად?_ როგორ უნდა ვუთხრა რომ ის მართალია და ეს თამაში მეც მომბეზრდა როგორც სხვებს,როგორ გავაგებინო რომ დროა გავჩერდეთ,უბრალოდ არ მინდა ეწყინოს,რაღაც ძალა არ მაძლევს უფლებას რომ უარი ვუთხრა მიუხედავად იმისა რომ დიდი ხანია ამის გაკეთება მინდა ამიტომ იგივეს ვპასუხობ
- არა რა თქმა უნდა ისევ გავაგრძელოთ
- კარგი მაშინ იდეა მაქვს_ დამფრთხალი წამოხტა.კარადასთან მიირბინა უცებ გამოიცვალა მაისური.რაზეც თვალები ზედ დამრჩა მაგრამ თავი გავაბრუნე.შემდეგ ისევ ჩემთან მოვიდა და ხელი გამომიწოდა
- წავედით!
- სად?_ ვეკითხები გაკვირვებული.
- სავაჭრო ცენტრში
- ტანსაცმელი აღარ გაქვს? თანაც შენ? არაა მაგას ვერ დავიჯერებ_ სიცილით ვეუბნევი
- კარგი რაა_თვალებს ატრიალებს_ წყვილის ტანსაცმელი ხომ გვინდა
- რა?_ მთელ ხმაზე დავიყვირე მერე კი პირზე ხელი ავიფარე
- ხოო რაიყო წამოდი
- ღმერთო,ჯონქუქ რა გაქვს მაგ ტვინში საიდან მოიგონებ ხოლმე_ ბურტყუნით ჩავკიდე ხელი და გარეთ გავედით.მალევე ქუჩაში აღმოვჩნდით,მძღოლმა კარი გაგვიღო და ჩავსხედით.მთელი გზა ჩუმად ვიყავით.მხოლოდ ჯონქუქმა დაილაპარაკა როცა მძღოლს უთხრა სავაჭრო ცენტრში წავეყვანეთ.მალევე მივედით,ჯერ ჯონქუქი გადავიდა.მეც გადავდიოდი რომ ფეხი მანქანის კარს წამოვდე რომელიც კარგად ღია არ იყო და წავბორძიკდი,მაშინვე ჯონქუქის მკლავებში ჩავვარდი და ცხვირი ცხვირზე მივადე.ეს ისე უხერხული მეჩვენა რადგან ცხვირები როგორც მივხვდი ისევ ასე გვაქვს მიდებული,ვგრძნობ როგორ მიწითლდება ლოყები.ჯონქუქის თვალებიდან ვერაფერზე ვერ გადამაქვს ყურადღება.ის ოდნავ იღიმის ამას იმით ვხვდები რომ თვალები ოდნავ უვიწროვდება,ლოყაზე თბილ შეხებას ვგრძნობ და სიწითლე ისევ ხელახლა მივლის.საშინლად მეწვის სახე.ჯონქუქი ოდნავ იხრება და ტუჩებს ლოყაზე მადებს.სიამოვნებისგან თვალები მეხუჭება და ერთ ხელს ზურგზე ვხვევ.
- ბატონებო!_ ჩაახველა მძღოლმა.მეც მაშინვე მოვცილდი ჯონქუქს და თმის სწორება დავიწყე რომელიც საერთოდაც არ მქონდა გასასწორებელი.ჯონქუქს მაინც შევხედე და ისევ ის ღიმილი ჰქონდა აკრული სახეზე.
- რა იყო?_ ვეკითხები გაოცებით.
- არაფერი უბრალოდ საყვარელი ხარ_ ისეც მიღიმის ლოყაზე მჩქმეტს და შიგნით შედის.მე ცოტახანს ასე ვდგევარ გამოშტერებული.თავს ვაქნევ აქეთ-იქით და აზრებს ვფანტავ.მეც კარს ვაღებს და შიგნით შევდივარ.ჯონქუქი აღარ ჩანს სად წავიდა? ახლახანს არ შემოვიდა? ნუთუ დიდი ხანია გარეთ ვიდექი.არაუშავს ვიყიდი რამეს და თუ ჯონქუქს ვერ ვნახავ მეთვითონ წავალ სახლში.სავაჭრო ცენტრის მესამე სართულზე ლიფტით ავედი,ზუსტად ვიცი რაც მჭირდება,მას არასდროს ვყიდულობ უბრალოდ მსიამოვნებს ყურება.
- გამარჯობა ჯიმინ_ ხელებ გაშლილი ონდა მორბის და ზედ მახტება.მეც ვეხვევი.
- რა იყო არ მითხრა რომ მოგენატრე_ სიცილით ვეუბნევი და ვეხვევი.
- ხო ცოტა_ მშორდება და იცინის_ ისევ მარტო ხარ?
- არა ჯონქუქთან ერთად მოვედი მაგრამ სადღაც გაქრა_ თმას უკან ვიწევ.ონდა ერთი უბრალო გოგონაა,აქ მუშაობს იმ ტერიტორიაზე სადაც მე ვყიდულობ ხოლმე ტანსაცმელს,თანაც იმ სექციაშიც რასაც არ ვყიდულობ და ისე ვუყურებ.ნახევარი წელია ვიცნობ,ჩემს გარდა არც ერთი მემბერი არ იცნობს ის ასე ვთქვათ ჩემი პატარა საიდუმლო დაიკოა,რომელსაც არავის ვუყოფ და ჩემთვის მყავს.პირველად აქ ვნახე გორგოლაჭებით დადიოდა ცენტრში უფრო მალე რომ მოესწრო აქეთ იქით სიარული,ამ დროს გამოვჩნდი ყველაფრის ამრევი მე და მთელი ყუთები რომლებიც ძლივს მოჰქონდა ერთ წამში დავაყრევინე,ის განწირული კიოდა და საცემათაც იწევდა სანამ არ აუხსნეს რომ მე პარკ ჯიმინი ვიყავი,თუმცა როგორც ჩანს ეს არაფრად ჩათვალა და ხელკეტით ცემა დამიპირა.დანაშაულის გამოსყიდვის მიზნით ყავის დასალევად დავპატიჟე და მოვაგვარე პრობლემაც.რამდენიმე მოსვლაზე დაველაპარაკე და კარგად გავიცანი ახლა კი საკმაოდ მიცნობს და მეც ვიცნობ.
- აქვე იქნება, რის საყიდლად მოხვედი დღეს თუ ისევ უნდა უყურო ბავშვების სექციას რომელშიც...
- არ ვიცი მოიტანეს? აქვთ ისევ?_ სიტყვა შევაწყვეტინე
- ხოო ჯიმინ აქვთ აბა არ მოიტანდნენ?_ თვალებს ატრიალებს და თავში მირტყავს.
- მეტკინა_ ვითომ ვტირივარ ისე ვაგდებ ტუჩს
- ეგ სხვას მოატყუე მაგრამ ჩემთან არ გაგივა_ თითის აწევით მაფრთხილებს_ კარგი ახლა წავედი საქმე მაქვს გნახავ ცოტახანში
- წადი გაიქეცი_ სიცილით ვეუბნევი.მალე თვალს ეფარება და მეც ჩემი საყვარელი ბავშვების სექციისკენ მივდივარ ვათვალიერებ ვინმე ხომ არ მიყურებს და ჩუმად შევდივარ.იქვე ვპოულობ ჩემს ადგილს სადაც ვფიქრობ განმარტოვებით ხოლმე.ჯერ სათამაშოს ვიღებ და მერე იქ კომფორტულ ჰამაკში ვკალათდები და სათამაშოს ვუყურებ.დიდი თვალები,პატარა ცხვირი,თეთრი ბეწვი,გრძელი ყურები და ორი წინ გადმოგდებული კბილი ხელში კი სტაფილო.მთელი გულით ვიხუტებ.შემდეგ ისევ ვუყურებ და იმას ვამბობ რის თქმასაც ამ სათამაშოს ყურების და შეხების დროს გავურბივარ,მის გრძელ ყურთან ვიხრები და ჩუმად ვამბობ
- მიყვარხარ ჯონქუქ_ შემდეგ ვეხუტები.დიდი ხნის ჩახუტების მერე წასვლას ვაპირებ
- აქ რას აკეთებ?_ მესმის ნაცნობი ხმა და ახლა ვფიქრობ რომ გამომიჭირეს.თავს ნელა ვატრიალებ და ჯონქუქის დაბნეულ სახეს და ღიმილს ვაწყდები.
- ამმ არაფერს ისე ვიყავი აქ
- აჰამ და ეგ სათამაშო რად გინდა?
- უბრალოდ ძირს ეგდო და ავიღე
- და რატომ ეხუტებოდი?
- არა ის რბილი იყო და სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს სახეზე რაღაც ნაცნობს მახსენებს
- რას ან ვის?_ გვერდით მიჯდება ხელს ლოყაზე მადებს და თავისკენ მატრიალებს_ ამას?_ უცბად იწევა და მკოცნის.სათამაშო ხელიდან მივარდება.ორივე ხელით კისერზე ვეხვევი და მთელი სხეულით ვეკვრი მის მკერდს.თმებში ხელს მიცურებს და თავისკენ მექაჩება,ტუჩებს უფრო მიხსნის და ენით შემოღწევას ცდილობს,მეც ვაძლევ უფლებას და მის ტკბილ ენას პირში ვუშვებ.ღმერთო ვინ იცის ამაზე რამდენი მიოცნებია,რამდენჯერ მიფიქრია მსგავს სიტუაციაზე მაგრამ ასეთი კარგი არასოდეს წარმომედგინა.მიუხედავად იმისა რომ თავს ვუმეორებდი ის არ მიყვარდა მაინც ვერსად გავექცეოდი იმ გრძნობას რომელიც მასთან ყოფნის დროს მეუფლებოდა.
ვნებიანი კოცნა ოდნავ ნელდება,ქვედა შედარებით სქელ ტუჩს მიგემოვნებს და კოცნა წყდება.თვალებს ვახელ გული მიფართხალებს,სადაცაა აქვე მოვკვდები,ხმას ვერც ერთი ვიღებთ.ერთმანეთს ასე ვუყურებთ,ჯონქუქი ტუჩებს ილოკავს და ეშმაკური ღიმილით მიყურებს.შემდეგ იწყებს
- ჯიმინ რაღაც უნდა გითხრა და არ გაბრაზდე
- გისმენ_ სუსტი ხმით ვხრიალებ.სანამ რამეს იტყვის ონდა ყვირილით მორბის და კალთაში მიხტება.მერე ლოყებს მიწელავს
- ჯიმინში წამოდი რამე დავლიოთ კოქტეილზე გპატიჟებ_ ხელს მკიდებს და მაყენებს
- ეს ვინ არის?! _ გაბრაზებული ამბობს ჯონქუქი.
- აჰ ბოდიში მე ონდა,კიმ ონდა ვარ ჯიმინის...
- ჩემი მეგობარი_ ამას ვამბობ თუ არა ონდა ტუჩებით ლოყებზე მეწებება და მდორბლის.
- მიყვარხარ ჯიმინ_ ხელს ისევ მკიდებს და მიმათრევს
- შენის ნებართვით წაგართმევ_ ამბობს ონდა და ჯონქუქის პასუხის მიუღებლად ლიფტში შევდივართ.
- რატომ იქცევი უხეშად?_ ვეკითხები გაკვირვებული.ონდა ტრიალდება თავში მთელი ძალით მირტყავს და ყვირის
- იდიოტი გგონია არ ვიცი რო გიყვარს? როდემდე დაუმალავ ჰა? ბაჭიას რომ მის გამო უყურებ და ეხუტები მაგას მე დამიმალავ? გგონია თქვენს კონცერტებს არ ვუყურებ? ძალიან კარგად ვიცი რომ მას ბაჭიას ადარებთ თითქმის ყველა და ამიტომ ეხვევი იმ სათამაშოს და მიყვარხარს გაიძახი დებილო
- საიდან იცი?_ ხმის კანკალით ვეკითხები
- ერთხელ დამაინტერესდა რას ბოდავდი მის ყურში და თაროს უკნიდან გისმენდი_ თავის გრძელ ფრჩხილებს უყურებს და ჰაერში აქნევს.
- არავის უთხრა
- ახლა მეწყინა_ ისევ თავში მირტყავს
- ონდა მტკივა! ყოველთვის როცა შენთან ვარ სახლში კოპით ვბრუნდები
- გაჩუმდი! იმიტომ წამოგიყვანე რომ ეეჭვიანა ჰოდა წამოდი და რამე რომანტიული მოვაწყოთ_ ხელში ჩამებღაუჭა და კაფეში რომელიც სავაჭრო ცენტრშია შემათრია.მე დავჯექი მაგიდასთან და ცოტახანში ონდა მოვიდა დიდი ჭიქა ვარდისფერი წვენით,რომელშიც მხოლოდ ორი საწრუპავი იდო
- შანსი არ არის_ ვამბობ და ადგომას ვაპირებ
- ჯიმინ
- რა?
- დაჯექი_ ყვირის ონდა.მეც ვჯდები_ დალიე ნუ ნერვიულობ არაფერი არ მჭირს._ მეუბნევა და თვალებს ატრიალებს.
- ეგ არც მითქვავს უბრალოდ ცოტა უხერხულია
- დალიე და მოკეტე_ მეც ჭიქისკენ ვიხრები და ერთი საწრუპიდან ვსვავ
- რა უქენი? ასეთი გემრიელი როგორ არის?
- პერსონალისთვის ყველაფერი დართულია და ხომ იცი რანაირიც ვარ ყველაფერი რაც მიყვარდა შიგ ჩავყარე
- და მაინც რა?
- კარგი შოკოლადი, მარწყვი,ბანანი,მიწისთხილი, ორცხობილები ორი ცალი,ცოტა ვაშლი და ეგაა.
- იმედია ამაღამ არ მოვკვდები_ სიცილით ვამბობ და ისევ ვსვავ.
როცა დალევას და ლაპარაკს მოვრჩით დავემშვიდობე თბილი ჩახუტებით და წამოვედი.ჯონქუქი აღარ დამინახავს.მძღოლმა სახლში წამიყვანა.იქ მისულს არავინ დამხვდა როგორც ჩანს სხვაგან არიან,თანაც უკვე საღამოა და ძილიც მომერია.სააბაზანოში ორი საათი დავყავი.გარეთ გამოვედი ტანსაცმელი ჩავიცვი.დასაწოლად გავემზადე რომ ჯონქუქი შემოვარდა
- რა გჭირს კარგად ხარ?_ ვეკითხები განერვიულებული.
- ის გოგო ვინ არის?_ მეკითხება ჩურჩულით და ჩემსკენ ნელი ნაბიჯებით მოდის.

ვოტაკ უჰ დავიტანჯე რა.მოკლედ შემიფასედ რაღაც არ მომწონს და რავი აბა თქვენ რას მეტყვით,მაგრამ იცოდეთ ესე ადვილად არ იქნებიან ერთად მაგრამ ფაქტია რო ჯიმინს უყვარს.მეტი არაფერს გეტყვით
😊😊😊😊😊😊😊😊😊vote თორე დაგხოცეთ😚😚😚😚🍓

თამაში / Game 🍀 [ Completed ]Donde viven las historias. Descúbrelo ahora