🍀. 10 .🍀★The end★

1.8K 136 88
                                    

 
   სახეზე წყალს მასხავენ და მეც დენდარტყმულივით ვხტები საწოლიდან
- ძალიან ცივია_ ვყვირივარ და თვალებს ძლივს ვახელ.თეჰიონი იცინის და წარბებს ათამაშებს ისედაც ვიცოდი ის იქნებოდა სულ ასე მაღვიძებს როცა ჯონქუქი ოთახში არ არის
- საქმეები გვაქვს თორემ არ გაგაღვიძებდი მაპატიე ხომ იცი როგორ მიყვარხარ_ მეხუტება და თავზე მკოცნის მე ვსრუტუნებ ცხვირიდან სითხე მომდის, გავცივდი ვითომ? წყალივით მომდის და საკმაოდ ბლომად აი ეს თეჰიონის ბრალია და ჯონქუქს ვეტყვი ჯერ მოვიდეს.
- მცივა იდიოტო ხომ იცი რომ მალე ვცივდები ახლა გრიპის დრო არ მაქვს_ ვბუტბუტებ_ ჯონქუქი სად არის
- თუ ფიქრობ რომ ჩამიშვებ და მერე მეჩხუბება ცდები,დილა ადრიან სადღაც გაქრა და არ დაბრუნებულა ასე რომ....
- რომელი საათია?
- თორმეტი ხდება
- ასე დიდხანს როგორ მეძინა_ თეჰიონს ვშორდები და სააბზანოში შევდივარ როგორც კი ცხელ წყალს კანზე ვგრძნობ სიცივეც ქრება და ვთბები.

*****

  როგორც ვფიქრობდი გრიპი ავიკიდე რაღაც ნაწილი თეჰიონის ბრალია მაგრამ გუშინ ტრუსიანს რომ მეძინა ალბად მაშინ გავცივდი,ყოველთვის ჩემი უნიქორნის პიჟამებით ვიძინებ ან დათუნიებით რომლებიც სხვათაშორის ორივე ჯონქუქის ნაყიდია მართალია დასაცინათ მაგრამ მე ისინი ძალიან მიყვარს და თანაც კარგი ქსოვილისგანაა ორივე დამზადებული.ეგონა რომ გადავყრიდი თუმცა დავიტოვე როცა გაიგო გაუხარდა არ ეგონა თუ მომეწონებოდა.წუხელ კი ვინ მომცა უფლება რომ ისინი ჩამეცვა,იდიოტი.ან სად წავიდა უკვე მომენატრა თუ ისევ ნაიონთანაა....არა რას ვბოდავ ეს შეუძლებელია მან ხომ მითხრა რომ ნანობდა და მოვწონდი...

   ფიქრებს ვიფანტავ და სამზარეულოში შევდივარ.ისე შემცივდა ერთი თხელი მკლავიანი მაისური და გარედან ჰუდიც გადავიცვი,ფეხებზე თბილი სპორტული შარვალი და ჯინის ნაყიდი წინდები ჩავიცვი რომლებიც არასდროს მცმია რადგან ძალიან თბილებია მე კი ყოველთვის შიშველი ტერფებით დავდივარ.
- შუადღე მშვიდობისა პაკ _ სიცილით ამბობს ნამჯუნი რომელიც ჯინს უყურებს თუ როგორ ამზადებს საჭმელს,თვალებს ვატრიალებ და მაგიდასთან ვჯდები ნამჯუნისგან ცოტა შორს არ მინდა გადავდო
- ჯინ შეგიძლია ჩაი გამიკეთო?_ ჩახლეჩილო ხმით ვამბობ და თავს მაგიდაზე ვდებ
- ხო რა თქმა უნდა მაგრამ რა გჭირს?_ განერვიულებული ჩემსკენ მოდის და შუბლზე ხელს მადებს
- გრიპი მაქვს_ ამოვიხრიალე,თითქოს ყელში რაღაც მჩხაპნის ფრჩხილებით ისეთი შეგრძნება მაქვს
- ოჰ ძვირფასო სიცხე გაქვს საწოლში რატომ არ ხარ? მერე ჯონქუქს რა ვუთხრა როცა გაიგებს რომ არ მოგიარეთ
- კარგი რა...სად არის?
- არ ვიცი მართლა არ ვიცი იუნგიმ იცის ჩემი აზრით თუმცა არაფერს არ გეტყვის ხო იცი?
- ხო
- ისე იუნგიმ ამდენი ამბავი რანაირად იცის ხოლმე როგორ იგებს?_ კითხულობს ნამჯუნი
- მგონი ზებუნებრივი ძალები აქვს_ იცინის ჯინი_ იცი ზებუნებრივ იუნგის რა ქვია?
- არ გინდა გთხოვ _ ნამჯუნი უკვე ლოცვას იწყებს
- იუნგებრივი_ და ისევ გიჟივით იცინის მგონი ვერ არის.მეც მეცინება მაგრამ არა მის ხუმრობაზე,ნამჯუნის საცოდავ სახეს რომ ვხედავ ვხითხითებ და როცა ყელი მეწვის ძლივს ვჩერდები.
- არა მართლა, ჯიმინ აი შენი ჩაი და წადი ბუხართან დაჯექი_ სასტუმრო ოთახში ბუხარი გვაქვს თუმცა არასდროს ვანთებთ ახლა რა მოხდა ალბად საახალწლო განწყობისთვის.ჩაის ვიღებ მადლობას ვიხდი და ბუხართან მივდივარ ოთახში. დივანზე ვჯდები და ცეცხლს ვუყურებ.ჰოსოკიც შემოდის და გვერდით მიჯდება
- რა გჭირს პატარავ გაცივდი?_ მზრუნველი ტონით მეკითხება.მე თავს ვუქნევ დასტურის ნიშნად და ჩაის ვსვავ.
- იდიოტო რამდენჯერ გითხრა ჩემს ტელეფონს ნუ იღებ როცა მშობლები მირეკავენ_ ყვირილით შემორბის თეჰიონი და ჰოსოკს ურტყავს.ჰოსოკი ბრაზდება და ხელს მაგრად ქაჩავს კალთაში ისვავს და ეუბნევა ,,გაჩუმდი თორემ პირს ამოგიკერავ"-ო მე კი სიცილს ვიწყებ თუმცა მალევე ვჩერდები როცა ისევ ვფიქრობ სად ჯანდაბაშია ჯონქუქი. 'ნაიონთანა!' ერთი მხარე მეუბნევა ალბად ბოროტი მხარე რომელიც რეალობასთან ცდილობს დამაკვშიროს თუმცა მეორე მხარე ყვირის ' ის ბოდიშს გიხდიდა და მას მოსწონხარ' თავს ვაქნევ არა ეს სისულელეა ' ხო მოსწონხარ თუმცა არ უყვარხარ ესეიგი რასაც უნდა იმას იზავს'
- შეწყვიტეთ_ მთელ ხმაზე ვღრიალებ თეჰიონი და ჰოსოკი გაოცებულები მიყურებენ
- რა იყო არაფერი გვითქვავს
- ბოდიში_ თავს ვხრი ღმერთო იმდენად შევიშალე რომ საკუთარ თავთან მქონდა დიალოგი? არა დებილი რო ვიყავი კი ვიცოდი თუმცა არა ამ დონეზე.ჩაის ჭიქას ვუყურებ ცოტახანს თვალი მიშტერდება და მერე როცა რეალობას ვუბრუნდები ერთ ყლუპსაც ვსვავ.ოთახში ჯინი შემოდის და წვინიანს მიდგავს წინ
- ეს ჭამე და მერე წამალსაც დაგალევინებ ეცადე არ ისაუბრო ასე უფრო გეტკინება ყელი,მერე ნაყენსაც მოგიმზადებ და იმედია გაგივლის თუ არადა ექიმთან წაგიყვან კარგი პატარავ?_ ღიმილით მეკითხება მე კი მის მზრუნველობაზე ვიღიმი და თავს ვუქნევ.მიყვარს,ყველა მათგანი მიყვარს ასეთები რომ არიან ექვსივეზე ვგიჟდები ისინი რომ არ მყავდნენ ჩემი ცხოვრება არაფერი იქნებოდა.როგორ მინდა არასდროს დასრულდეს მათი სიყვარული ჩემდამი და ჩემი მათდამი.ჯინი სამზარეულოში ბრუნდება და ყვირის როცა ნამჯუნი რაღაცას ლეწავს თან იცინის.მეც მეცინება.
- რა იყო გაცივდი?_ თეჰიონი ახლა მამჩნევს მინდა ვუთხრა ,,რა თქმა უნდა იდიოტო შენს გამო გავცივდი დილაადრიან რომ ცივ წყალს მასხავ" მეთქი თუმცა ვჩუმდები რადგან ყელის ტკივილი თავს მახსენებს.წვნიანს ვჭამ და შემდეგ დივანზე ვწვები,თეჰიონი და ჰოსოკი მეორე დივანზე გადადიან.ჯინი პლედით მოდის და სამი ბალიშით.თავქვეშ ორ ბალიშ მიდებს რომ მოხერხებულად ვიყო,მესამეს თეჰიონს ესვრის, მერე წამლსაც მასმევს,ერთს სიცხის დამწევს,ყელის ტკივილის სიროფს,ხველების წამალს და რაღაც ვიტამინებს.ვკანკალებ ისე მცივა.ამიტომ მეორე პლედიც მოაქვს და ორივეს კარგად მაფარებს.არ მეძინება თუმცა თვალები მეხუჭება.კარზე ზარია იუნგი ყვირის ,,მე გავაღებ"-ო და კარს აღებს.ონდას ხმას ვცნობ იუნგისთან საუბრობს
- გამარჯობა იუნგსს
- იუნგსს? ან იუნგი დამიძახე ან შუგა_ მობეზრებით ეუბნევა და ვიცი ახლა ონდას გული როგორ სტკივა როცა ასე ეუხეშება მისთვის საყვარელი ადამიანი.
- მაპატიე მე ჯიმინს ვნახავ და წავალ არ შეგაწუხებ იუნგი_ ბოლო სიტყვას ხაზს უსვავს.თვალები დახუჭული მაქვს მაგრამ მაინც ვხვდები როგორი სახე აქვს და მეღიმება.
- კარგი რაა მართლა დაიჯერე? ბოდიში გეხუმრე რაც გინდა ის დამიძახე თანაც შენ გაქვს უფლება რაც მოგესურვება ის დამიძახო ლამაზო_ სიცილით ამბობს იუნგი და ბოლო სიტყვებს სექსუალურად წარმოთქვავს
- იუნგის რა სჭირს გოგოს ესაუბრება თუ მეჩვენება?_ ჩურჩულებს თეჰიონი
- გაჩუმდი ვინ გეკითხება შენ_ ტუქსავს ჰოსოკი
- ოხ შენთან ხო არ ღირს საუბარი უჟმურო_ ბურტყუნებს გაბუტული ბავშვივით.ონდას სიცილი მესმის და ვერ ვხვდები რა ხდება რაზე საუბრობენ არ მესმის რადგან ჰოსოკის და თეჰიონის კინკლაობა მოსმენაში ხელს მიშლის.საბოლოოდ ონდას წივილი მესმის როცა ჩემთან მოდის
- ჯიმინაააა რა გჭირს?_ ყვირის და მთელ სახეს მიკოცნის_ ჩემო პატარავ ჩემო სიყვარულო ჩემო ერთადერთო ჩემო ცხოვრებავ რა გჭირს ძამიკო რა მოგივიდა ხომ იცი შენს გარეშე არაფერია ჩემი ცხოვრება შენ კი მტოვებ?_ ტირილით თქვა თვალები გავახილე,რა ჯანდაბა ხდება გაგიჟდა?ყოველთვის მცემდა ეხლა კიდევ სიყვარულს მეფიცება?
- რა გჭირს ონდა? ის უბრალოდ გაციებულია რამ გადაგრია?_ თეჰიონი ისე საუბრობს თითქოს გიჟს ამშვიდებსო.
- გაციებული? როგორ გაცივდი ჯონქუქს მოვკლავ ჯერ მოვიდეს გუშინ გაცივდი ხო? არ დაგაფარა საბანი? აბა შიშვლები რომ დაწვებოდით ხომ გადაიხდიდი მე ხომ ვიცი შენ ღამე ხშირად იხდი საბანს გახსოვს რამდენჯერ დაგაფარე ღამით? მოვიდეს  მოვკლავ_ ახლა სიამოვნებით შემოვცხებდი სახეში
- ენა გააჩერე ერთხელ მაინც შენს ცხოვრებაში_ ჩუმად ვთქვი და ხელი ასწია რომ ჩაერტყა თუმცა უკან წაიღო
- ღმერთს მადლობა უთხარი რომ ცუდად ხარ თორემ გაგატყავებდი_ მუქარით ამბობს
- კარგი რა ნუ ეჩხუბები ცოდოა_ იუნგი სიცილით ეუბნევა ონდას და ვერ ვხვდები აქ რა ჯანდაბა ხდება საერთოდ
- ოხ იუნგსს აქ ხარ? გამაბრაზა და...ხომ იცი ნერვები რომ მეშლება მერე...
- რამე გამოვტოვეთ?_ გაოგნებული კითხულობს ჯინი და ჭიქას რომელიც ხელში უჭირავს წინ მიდგავს.
- არაფერი უბრალოდ პაემანზე დავპატიჟე_ მხრებს იჩეჩავს იუნგი ონდა წითლდება ბიჭები კი პირღიები ვუყურებთ.
- და არაფერიო? როდის რა მოასწარით?
- ჯიინ კარგი რაა...წეღან კარებში რომ დავხვდი მაშინ შევთავაზე და ეხლა ნუ აწითლებთ გოგოს_ თვალებს ატრიალებს იუნგი არა უფრო სწორად ,,იუნგსს"-ი მაგარი სახელია ვფიქრობ და გულში მაგრად ვიცინივარ.
- ხალხო დაასვენეთ ავადმყოფი არ შეიძლება? ცოდოა ისედაც სიცხე აქვს და ნუ აწუხებთ,მოკლედ თეჰიონი და ჰოსოკი ოთახში მალე და იქ იჩხუბეთ,მე ჯინი და ონდა სამზარეულოში და იუნგი შენ რაც გსურს ის ქენი,არც ცოცხლებში ხარ და არც მკვდრებში_ მხრებს იჩეჩავს ნამჯუნი. ყველა ბრძანებას ასრულებს.მარტო ვრჩები იუნგი ონდას მიყვება სამზარეულოში. ახლა მოვავლე აქაურობას თვალი ჰმმ კარგად გვიმუშავია მე და ჯონქუქს.ბუხართან წინდები კიდია შიგ კი საჩუქრები აწყვია.ნაძვის ხის გარშემო ჯერ არაფერია როგორც ვიცი საღამოს დავაწყობთ ჩვენს საჩუქრებს და მერე თავის სახელობის ყუთს გახსნის ყველა.ჰაერში თეთრი ფიფქები კიდია ნუ ეს ფიფქები გაზით გავბერეთ სინამდვილეში ბუშტია ფიფქის ფორმა კი ჯონქუქმა მიაღებინა და არც ვიცი როგორ მაგ დროს მე ჯინს ვითანხმებდი გაზი გამოეშვა ბურთის გასაბერად.ოხ ჯონქუქი სულ არ მახსოვდა ტელეფონს ვიღებ და ვურეკავ,არ მპასუხობს.ხელახლა ვრეკავ და ამჯერად იღებს
- რა გინდა?_ უხეშად მეკითხება
- არაფერი სად ხარ მომენატრე_ ჩუმად ვამბობ
- რა გჭირს?
- სად ხარ მეთქი_ კატეგორიულად ვიმეორებ
- შენი საქმე არ არის მალე მოვალ ახლა კი წავედი_ ტელეფონს თიშავს.მაშინვე წყენა მახრჩობს ძალაუნებრივად ვტირივარ და ვგრძნობ ყელი უფრო მეწვის.ასე რატომ მესაუბრა მე ხომ უბრალოდ ვკითხე სად იყო,არ უნდა დამერეკა ჯანდაბაშიც წასულა ხმას აღარ გავცემ და ახალი წლის საჩუქარი დაივიწყოს მე მას ჩემს თავს არ ვაჩუქებ წავიდეს და ნაიონთან გაერთოს ისედაც ვიცი მასთან იქნება ნაბიჭვარი... ამასობაში ძილიც მერევა და თვალებს ვხუჭავ.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Sep 07, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

თამაში / Game 🍀 [ Completed ]Where stories live. Discover now