თავი 3

1.1K 95 9
                                    

სამი მეგობრის კამპანია VIP მაგიდასთან იჯდა,საცეკვაო მოედნიდან მარცხნივ,მათ ირგვლივ კი კიდევ რამდენიმე ნაცნობი იყო.სამშიც კარგად ერთობოდნენ,რათქმაუნდა,მაგრამ ბარში არა,ამიტომ თეჰიონმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დაპატიჟა.ის ყველაზე დიდი მოყვარული იყო ცეკვის და დალევის,ამ სამს შორის,ამიტომ ბარში მყოფი ხალხის ნახევარს იცნობდა.

- ეი, - ბიჭი ორ მშვენიერ გოგონას მოშორდა, ჯიმინის გვერდით დივანზე დავარდა და მხარზე ხელი გადახვია. - უნდა აღვნიშნოთ ციხიდან წარმატებით გამოქცევა,რომელსაც ოჯახი ჰქვია, - კოქტეილი მეგობრის სახესთან წამოწია,რომ მიეჭახუნებინა.

- ოდესღაც ეს დროც მოვა , - ჯიმინმა უპასუხა და თავისი ბოკალი გამოწოდებულს მიუჭახუნა.

- უახლოეს 10 წელიწადში არა - თვალი ჩაუკრა თეჰიონმა,და ორივემ ერთად გამოცალა ბოკალი.

- დღეს გამოთრობას აპირებთ? - ვიოლეტა უკნიდან მივიდა და დივანის საზურგეს ხელებით დაეყრდნო,ისე,რომ ბიჭების შორის ჩადგა.

- და ლამაზი გოგონების გამოჭერასაც, - დამაბრმავებლად ჩაიცინა თეჰიონმა,რის გამოც კეფაზე წამორტყმევა მიიღო- ეი,ნაზად! - დაიწუწუნა და ნატკენ ადგილას ხელი მოისვა.

- ენას კბილი დააჭირე, - დამცინავად წარმოთქვა გოგონამ.

- ვერაფერს ვუშვები ჩემს ინსტიქტებს.ეს ბუნებაა,პატარავ, - კმაყოფილად წარმოთქვა ბიჭმა,რისთვისაც კიდევ ერთი წამორტყმა მიიღო. - გეყოს ჩემი რტყმევა! - სახე დარტმისგან დაეჭყანა,ხოლო მეგობრებმა გაიცინეს.ზუსტად ასეთი თეჰიონი უყვართ და აფასებენ - სასაცილო,კეთილი და არაპროგნოზირებადი.

- შენ უკვე აქ ყველა გოგონას იცნობ, - თავდაჯერებით წარმოთქვა ჯიმინმა.

- ყველას არა,შეხედე, - ბიჭმა საცეკვაო მოედნის ცენტრისკენ მიუთითა,სადაც მეი და მისი დაქალი სოფი ცეკვავდა.

ჯიმინი წამიერად გაოცდა,მან იმწამსვე იცნო ეს წითური თმები.უბრალოდ არ ელოდა მის ასეთ ადგილას ნახვას,მას ის სამაგალითო და ჭკვიან გოგონად მოეჩვენა,რადგან ასეთ ადრეულ ასაკში VIP კლინიკაში მუშაობდა.უყურებდა,როგორ ცეკვავდა და იღიმოდა.მის ირგვლივ სხვადასხვა ბიჭი ტრიალებდა და ეხებოდა,რისგამოც ჯიმინს ის ადვილადმოსაპოვებელი მოეჩვენა,მაგრამ ეს წამიერად იყო,სანამ არ დაინახა როგორ იშორებდა მეი უცხო ხელებს.<<თავისი თავიდან კარგი გოგონა გამოჰყავს,თვითონ კი ასეთ ადგილებში დადის? - ფიქრობდა ის.

ნაბიჭვარი | P.JMWhere stories live. Discover now