თავი 10

936 89 7
                                    

საათზე დილის 7 საათი იყო,გოგონა საშინელმა წყურვილმა გააღვიძა.გუშინდელი დღიდან არაფერი უჭამია და დაულევია,ამიტომაც მოთმენის ძალა აღარ შესწევდა.კარებთან წყნარად მისვლის შემდეგ,მასზე ყური მიადო და ცდილობდა გაეგო,იყო თუ არა ვინმე გარეთ.გაღების შემდეგ სამზარეულოსკენ გაემართა,და უკვე კიბეებთან იყო მისული როდესაც,შემოსასვლელი კარების გაღების და მასში ვიღაცის შემოსვლის ხმა გაიგონა.მეი ჩაცუცქდა,რომ დაენახა ვინ მოდიოდა და დაინახა,რომ ჯიმინს გვერდით გოგონა ხოლო უკან კიდევ ერთი ბიჭი და გოგო მოჰყვებოდა.<<აქ რა ხდება?ის,რა სახლში არ იყო?>> - გაიფიქრა და დაიჭყანა. - <<კარგი,ლი მეი,დამშვიდდი.უბრალოდ ქვემოდ ჩადი და ყურადღება არ მიაქციო>> - ფილტვებში ჰაერის ჩაშვების შემდეგ,გოგონა წამოდგა და ამაყად აწეული თავით ქვემოთ ჩავიდა.

- ეი,ჯიმინ,ეს ვინაა? - ღიმილით ჰკითხა თეჰიონმა.

- ო,რიჟა,გამარჯობა, - ბიჭმა ფართოდ გაიღიმა,მაგრამ გოგონამ გვერდი უემოციო სახით აუარა,ისე რომ მისთვის არც შეუხედავს.რამდენიმე წამით ჯიმინი გაქვავდა.ისევ შეურაცხმყო მისი სიამაყე.არაფრის გაუკეთებლად,მეიმ ისევ სიგიჟემდე მიიყვანა.

- როგორც ჩანს,ამ გოგონას შენთან საუბარი არ უნდა, - მეგობარმა კითხვის ნიშნად წარბები ჩატეხა.

- ყურადღება არ მიაქციო,მოგვიანებით დაველაპარაკები, - უხეშად უპასუხა და მეორე სართულისკენ გზა გააგრძელა.

 სამზარეულოში შევიდა თუ არა,მეიმ ღრმად სუნთქვა დაიწყო.იფიქრა,რომ ბიჭი მას რამეს დაუშავებდა.უყვირებდა,კედელთან მიიმწყვევდა,დაარტყამდა,მაგრამ ის უბრალოდ წავიდა,რამაც ცოტათი დაამშვიდა.ირგვლივ მიმოხედვის შემდეგ,ჭიქის და ონკანის ნახვა არ გაჭირვებია,სწრაფად აავსო წყლით და როგორც კი დალევა დაიწყო,ხმა გაიგონა,რის გამოც შიშიგან წამოხტა.

- მის ლი, - კარებში მოახლე შემოვიდა. - აქ რას აკეთებთ?

- ა,თქვენ ხართ,მისის ჯონ, - შვებით ამოსუნთქვის შემდეგ გოგონამ გაიღიმა. - ძალიან მწყუროდა,და ამიტომაც ჩამოვედი, - საყვარლად გაუღიმა. - მისის ჯონ,და ჩემი ტანსაცმელი სადაა? - დაინტერესდა მეი.

ნაბიჭვარი | P.JMWhere stories live. Discover now