თავი 27

849 78 12
                                    

რამდენიმე წამი ერთ ადგილას გაყინვის შემდეგ,იუნგი საცოლისკენ გაიქცა.გზაში ფეხი ფეხზე წამოედო და იატაკზე მუხლებით ძლიერად დაეცა. გოგონა წამოწია და თავი მის მუხლებზე დაადებინა,კეფიდან ხელის მოშორების შემდეგ კი,მიხვდა თუ საიდანაც მოდიოდა სისხლი. გული სწრაფად უცემდა,ტვინი უარს ეუბნებოდა მომხდარი მიეღო,ხოლო ხელებმა კანკალი დაუწყო.ბიჭს არასდროს უფიქრია,რომ ვინმეს ასეთი მდგომარეობა როდესმე სადარდებელი გაუხდებოდა.აზრების დალაგების შემდეგ,ხელი ყელზე დაადო,რომ პულსი ეგრძნო - ის იყო,მაგრამ ძალიან სუსტი...ამას იუნგი ძლივს გრძნობდა.

- ვიოლეტა,გთხოვ,გაიღვიძე, - ბიჭმა რამდენიმეჯერ ლოყაზე ხელი წამოარტყა,მაგრამ გოგონა გონზე არ მოდიოდა. - ჯანდაბა, - გაილანძღა ბიჭი და ჯიბეში ტელეფონის ძებნა დაიწყო. ძებნა თითქოს რამდენიმე წუთი მიდიოდა,თუმცა სინამდვილეში 1-2 წამი გავიდა. ნერვები მოეშალა და გადაწყვიტა,რომ თვითონ უფრო სწრაფად მიიყვანდა საავადმყოფოში.ვიოლეტა ხელში აიყვანა და მანქანისკენ წაიყვანა.მანქანამდე უბრალოდ მირბოდა...ვიოლეტა უკანა სიდენიებზე ფრთხილად დააწვინა,თვითონ კი საჭეს მიუჯდა და გახურების გარეშე გაზს ფეხი სწრაფად დაარტყა.

ბიჭი ქუჩებში მიჰქროდა,ყველა წესს არღვევდა,მაგრამ ახლა მისთვის მთავარი საცოლის დახმარება იყო.ფეხებზე ეკიდა რამდენის გადახდა მოუწევდა დარღვევისთვის,ეკიდა,ასეთი სიჩქარისგან ვინმე თუ დაშავდებოდა,ახლა მისთვის მნიშვნელოვანი ვიოლეტას გადარჩენა იყო. საავადმყოფოსთან სწრაფად შეხვევის შემდეგ,მანქანა შესასვლელთან გააჩერა.მანქანიდან გადმოვიდა და ვიოლეტაც გადმოიყვანა.ხელებში აყვანილი შეიყვანა შენობაში და იმწამსვე პერსონალის ყურადღებაც მიიქცია.

- სასწრაფოდ ექიმი გვჭირდება! - დაიყვირა იუნგიმ და იმწამსვე მასთან ორმა მედძმამ მიირბინა.ერთერთმა მათგანმა იუნგის ხელებიდან გოგონა აიყვანა და სადღაც წაიყვანა,ხოლო მეორემ მომხდარის გამოკითხვა და ფურცელზე ჩამოწერა დაიწყო.რათქმაუნდა,ბიჭმა დეტალები არ იცოდა,მაგრამ ყველაფერი მოყვა,იმის იმედით,რომ რამით მაინც დაეხმარებოდა.ანკეტის შევსების შემდეგ,მედძმამ ის საოპერაციოსთან მიიყვანა და იქ დატოვა,ხოლო თვითონ შიგნით შევიდა.

ნაბიჭვარი | P.JMWhere stories live. Discover now