თავი 31

776 76 7
                                    

1 წლის შემდეგ

- ეი,მეი! - კაცის ხმა მთელ,ცარიელ კორიდორში გაისმა,რომელშიც წითურ თმიანი,ტელეფონში ჩამძვრალი გოგონა მიდიოდა.

- მეი! - კიდევ ერთხელ დაიყვირა ბიჭმა.

გოგონა ისე გართული იყო ახალი ამბების ლენტით,რომ ირგვლივ მომხდარი საერთოდ ვერ გააცნობიერა.კანამაში კიდევ ერთი ავარია მოხდა,ავტობუსი ფურგონს შეეჯახა,ღმერთის წყალობით დაშავებულები არ აღმოჩნდნენ,მაგრამ იმ ადგილას გზა გადაკეტეს.

<<როგორც ჩანს,სჯობს ადრე გავიდე,თორე დავაგვიანებ>> - გაისმა მეის თავში.

- შენ რა ჩემი საერთოდ არ გესმის? - ბიჭმა ხელი გოგონას მხარზე დაადო და თავისკენ შემოაბრუნა.

- ნამჯუნ, - მხიარულად დაიყვირა გოგონამ,როდესაც ბიჭი დაინახა.

- ისევ ღრუბლებში დაფრივან,ექიმო ლი, - ბიჭი მას მხრებზე მოეხვია და იმ მხარეს დაიწყო ნელა სვლა,სადაც მიდიოდნენ. - ცერემონიის გამო ღელავ?

- მე რატომ უნდა ვინერვიულო?ეს სანერვიულო პატარძალს აქვს და არა მე, - გოგონამ პასუხის ნიშნად ნამჯუნს ფართოდ გაუღიმა. - შენ თვითონ თუ ხარ ცერემონიისთვის მზად?არ აპირებ ხომ ამ ჯინსებით წამოხვიდე ეკლესიაში?

- რათქმაუნდა,არა.კოსტუმი თან წამოვიღე,თან მასთან ის ჰალსტუხი,რომელიც შენ მაჩუქე, - გოგონას პატარაზე თვალი ჩაუკრა.

- შეკვრით მე არ შეგიკრავ,არც კი მთხოვო, - თეძოთი ბიჭს პატარაზე გაჰკრა,რის გამოც ბიჭმა გოგონას მხრიდან ხელი მოაშორა,მეი კი მის კაბინეტში შევარდა.

მეისთვის ეს წელი არცთუ ისე მარტივი აღმოჩნდა.ჯიმინის საქციელის შემდეგ,აზრზე რამდენიმე თვე ვერ მოვიდა,მაგრამ მისმა დაქალმა და ნამჯუნმა,რომელსაც რამდენიმე ხნის შემდეგ მაღაზიაში შეხვდა,თანდათან დააბრუნეს ის ჩვეულებრივ ცხოვრებაში.მეი სამსახურში დაბრუნდა,გინეკოლოგიის განყოფილებაში დააწინაურესს.ახლა ის უფრო მეტადაა დატვირთული სამუშაოთი,ამის გამო კი ცუდი აზრებისთვის დრო არ რჩება,რომლებიც მას ნახევარი წელი დასდევდა.საუკეთესო დაქალის ქორწილის დღესაც მუშაობს და ადრე დათხოვნით შეუძლია ზუსტად ცერემონიის დროს მივიდეს.

ნაბიჭვარი | P.JMWhere stories live. Discover now