თავი 32

809 67 6
                                    

- არ გინდა,რომ მომესალმო? - ის გოგონას ყურთან დაიხარა და ტკბილად და ამავე დროს უხეშად ჩასჩურჩულა. - რიჟა.

მეი იჯდა და განძრევა არ შეეძლო.ეს ყველაფერი 5,10,15 წამი გრძელდებოდა,მაგრამ გეგონებოდა საუკუნე გავიდაო.თვალწინ მათმა გრძელმა ისტორიამ გაურბინა,ხოლო ყელში ეს აუტანელი ქვა გაეჩხირა,რომელიც ძლივს გადაყლაპა.გამშრალ ტუჩებზე ენის გადასმის შემდეგ ფილტვებში ბევრი ჰაერი ჩაუშვა და ბიჭისკენ შებრუნდა.მეიმ ჯიმინი ცივი,არაფრის მთქმელი მზერით დაწვა,რომელსაც ყოველდღე ვარჯიშობდა და ჩუმად წარმოთქვა:

- გამარჯობათ, - პატარაზე თავი დაუკრა და ისევ მეგობრებისკენ შებრუნდა.

ყველა მეის ცოტათი გაოცებით უყურებდა.თითოეული ფიქრობდა,რომ ახლა ემოციების ამოხეთქვა იქნებოდა,ცრემლები,ყვირილი,ლანძღვა,მაგრამ ასეთ მშვიდ პასუხს არავინ ელოდა,ჯიმინიც კი.ბიჭი ასეთი რეაქციის შემდეგ გაოცებული იდგა,მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ,სახეზე ღიმილი აიკრო.ის მეის მარჯვნივ მიუჯდა,ზუსტად იქ სადაც თავისუფალი ადგილი იყო,რომელიც როგორც ჩანს სპეციალურად მისთვის იყო განკუთვნილი.

- ო,ვიოლა,ორსულად ხარ?მომილოცავს, - წითელი ღვინით სავსე ბოკალი აიღო,ცოტათი წამოწია და მოსვა.

გოგონა პასუხის ნიშნად ცოტათი დაიჭყანა და ტუჩები ერთმანეთს დააჭირა: - ეი,პაკ ჯიმინ,არ გინდა აგვიხსნა?დაიკარგე,შენგან არავითარი სიახლე არ იყო და ახლა 1 წლის შემდეგ მოდიხარ,კმაყოფილი ღიმილით და ვითომც არაფერი მომხდარა?საერთოდ ნორმალური ხარ? - მისი წუწუნი მეზობელ მაგიდასთან მსხდომლებმაც გაიგეს და მისკენ გაიხედეს.იუნგიმ საკმაოდ სწრაფი რეაგირება მოახდინა,თავის დაკვრით სტუმრებს ბოდიში მოუხადა,გოგონას ხელი მოკიდა და მისკენ მიწია.

- ვიოლა,ცოტა ჩუმად, - მშვიდად თქვა ბიჭმა.

- იუნგი,მაგრამ მან ჩვენ მიგვატოვა,და ახლა ასე მშვიდად,ბოდიშის მოხდის და ნანობის გარეშე მოდის და უბრალოდ <<გამარჯობას>> გვეუბნება? - გოგონამ მეუღლეს გახედა და წარბები მაღლა აზიდა.

ნაბიჭვარი | P.JMWhere stories live. Discover now